topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ჩხორთოლის ეკლესია

<უკან დაბრუნება...<<<გალის რაიონის ძეგლები//აფხაზეთის ისტორიული ძეგლები>>>


ჩხორთოლი, სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გალის რაიონში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჩხორთოლის (ოქუმის აუზი) ნაპირას. ზღვის დონიდან 200 მ, გალიდან 28 კმ.***

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.178, თბ., 1987 წელი.

***2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

ჩხორთოლის ეკლესია (გალის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ჩხორთოლის ეკლესია //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის. - თბ., 2009. - გვ.13-24. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. - სოფ.ჩხორთოლის მდებარეობა, სახელის წარმოშობა, სამნაწილიანი ეკლესიის ნაშთების აღწერილობა; სამშენებლო პერიოდები მასალის, სამშენებლო ტექნიკისა და კომპოზოციური სქემის მიხედვით, შედარება ერედვის, კუსირეთის, დისევის ეკლესიებთან. მოხსენიებულნი არიან: ნ.მარი, ივ.ჯავახიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი, ნ.შონია. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ტაბ.III).

2. ხვისტანი რ. ჩხორთოლის ეკლესია //აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლები და პრობლემები. - 2006. - ტ.1. - გვ.128-132. რეზ. ინგლ. ენაზე.


რეზო ხვისტანი

მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის

§2. ჩხორთოლის ეკლესია

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გეგმაზომიერი საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება ჩაატარა გალის რაიონში. ექსპედიციის საკვლევი პრობლემის ერთ-ერთი მიმართულება, როგორც წინა პარაგრაფში აღინიშნა, შუასაუკუნეთა მატერიალური კულტურის შესწავლა იყო. ექსპედიციის მიერ წლების მანძილზე ინტენსიურად წარმოებულ სამუშაოების პროცესში გამოვლინდა შუასაუკუნეების მრავალი არქეოლოგიური ძეგლი, ზოგიერთ მათგანზე გაკეთდა სადაზვერვო თხრილები, შეირჩა პირველ რიგში გასათხრელი და შესასწავლი ძეგლები, შესწავლილ იქნა რამდენიმე ნაეკლესიარი, შეგროვდა და დამუშავდა დიდძალი არქეოლოგიური მასალა. გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ფიჩორის არქეოლოგიურ ბაზაზე დაცული ეს უახლესი არქეოლოგიური კოლექციები, რომელთა ნაწილი კამერალურადაც კი არ იყო დამუშავებული, სამწუხაროდ, აფხაზეთში ბოლო წლებში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეიწირა. ექსპედიციის მიერ წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გაირკვა, რომ რეგიონი გაჯერებულია ქრისტიანული საკულტო ძეგლებით, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი ადრე შუასაუკუნეების ადრეული ეტაპიდან მოყოლებული გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით ეტაპს მოიცავს. რეგიონში გამოვლენილ ქრისტიანულ საკულტო ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება ექსპედიციის მიერ 1985-86 წლებში შესწავლილი ჩხორთოლის დარბაზული ეკლესია,1 რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. სოფელი ჩხორთოლი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობის ჩრდილო-დასავლეთით, გალიდან 26 კმ-ის დაშორებით, მდინარეების ოხოჯესა და ოქუმისწყალს შორის. საკვლევი ეკლესიის ნანგრევი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ცენტრიდან 5 კმ-ის მანძილზე, მდ.ოხოჯეს შენაკად ჯუხუს სიღრმეში, მდინარის მარცხენა მხარეზე, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე. საკვლევი ძეგლის შესახებ ისტორიულ მატიანეებში არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე (XVII ს.) ჩხორთოლის ჩრდილო მხარეზე, მთის ძირში, აღნიშნულია ნანგრევი და ამ პუნქტის სახელწოდება - „გირპიგ“-ი. იმავე ადგილასაა აღნიშნული ნანგრევი ხუთვერსიან (გენშტაბის) რუკაზეც. ჩხორთოლის ცენტრში დაცული ეკლესია XIX-XX სს. მიჯნაზეა აშენებული ადგილობრივი თავადებისა და ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ. თუ მხედევლობაში არ მივიღებთ სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნაციხარების „ჯიხა“-სა და „ჯოტოშ ჯიხა“-ს კომპლექსებში მოქცეულ, აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გამოვლენილ მცირე სამლოცველოების ნაშთებს, საკლევი ძეგლის გარდა, სოფლის ტერიტორიასა და მის მახლობლად სხვა ეკლესია არ დასტურდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ რუკებზე მითითებული ნანგრევი ჩხორთოლის ეკლესია უნდა იყოს.1 სოფლის სახელწოდება „ჩხორთოლ“-ი, ჩვენი აზრით მეგრული „ჩხორო თოლ“-იდან (ქართული ცხრა თვალი) უნდა მომდინარეობდეს, რაც შეიძლება დაუკავშირდეს სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში განფენილ სამეთვალყურეო ციხეებს, რომლებიც ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელ სამთო-სამესაქონლო გზა-გადასასვლელს აკონტროლებდნენ. 2ცხრა რიცხვიდან ნაწარმოები ტოპონიმები ქართველურ ენებში მრავლადაა, მაგ., ქართ. ჩხორეთი, სვან. ჩიხარეში, მეგრ. ჩხოროწყუ და სხვ. ლამბერტის მიერ აღნიშნული სახელწოდება „გირპიგ“-ი შესაძლოა მეგრ. „ჟინ პიჯ“-ის (ქართული - ზედა ნაპირი) ლათინური ტრანსფორმაცია იყოს.

წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/25686/1/MasalebiSakartvelosKristianuliArqeologiisatvis.pdf

ტაბ. III. 1. ჩხორთოლის ეკლესიის სიტუაციური გეგმა;

2. ჩხორთოლი. ეკლესიის გეგმა;

3. ჩხორთოლი. ეკლესიის აქსონომეტრია;

4. ჩხორთოლი. კერამიკა.

§2. Chkhortoly church

Chkhortoli church is located in the North West of the village Chkhortoli on the left bank of the tributary of the river Okhoje, in inner Egrisi, one of the historical regions of Georgia that is rich in the Christian monuments. Chkhortoli Church, that had been beyond the view of scholars, was investigated archaeologically during 1985-86 by an Archaeological expedition of Abkhazia of the Archaeological Centre of the Academy of Sciences of Georgia (head of the expedition prof. M. Baramidze). Archaeological excavitions revealed that it was built in the IX-X centuries and it has all the artistic features of Georgian architecture. Alt the earlier stage of the late Medieval centuries one repository was added from the west side. The church functioned till the XVI century, till Turkish domination on the Black Sea. Chkhortoli Chirch is the typical specimen of the architecture of the region of the IX-X centuries and reflects cultural expansion of East Georgia towards the west in the beginning of Middle Ages and the fist stage of the developed Middle Ages