topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ფოთოლეთის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>


ფოთოლეთის ეკლესია - მდებარეობს საქართველოში,  ბორჯომის რაიონში, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 18 კმ–ში, დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში. ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას და უკაცრიელდება. სავარაუდოდ, ამ დროს მიეცა დავიწყებას ტაძრის ძველი სახელწოდებაც. რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ფოთოლეთის ეკლესიის შენობის ნანგრევებში 2007-2008 წლებში ჩატარდა. გათხრებს 2007 წელს ხელმძღვანელობდა რ.დავლიანიძე, 2008 წელს კი რეზო ხვისტანი. ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში არქეოლოგიური გათხრები 1939 წელსაც ჩატარდა სიძველეთა კომიტეტის მიერ. გათხრებს ხელმძღვანელობდნენ რუსუდან მეფისაშვილი და ზ.მაისურაძე. სწორედ მაშინ გამოვლინდა X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები.

ფოთოლეთის ეკლესია, ბიბლიოგრაფია:

1. ფოთოლეთის ეკლესია //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბ., 2009, გვ.98-101. - ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (2007-2008 წწ.) შედეგები. მოხსენიებულინი არიან: ზ.მაისურაძე, რ.მეფისაშვილი, რ.დავლიანიძე. ტექსტს ერთვის საილუუსტრაციო მასალა (ტაბ.XX).

2. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში - თბ., 2012, გვ.46-47. ფოთოლეთის სამეკლესიიანი ბაზილიკის არქიტექტორული და მხატვრული თავისებურებანი.

3. დავით ხოშტარია - კვირიკეწმიდის მდებარეობის  საკითხისათვის / საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1985 წ., N1, გვ.70-82.

4. ფოთოლეთის ეკლესია // თამაზ გოგოლაძე "ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები"

 

 

 

 

 

 

 

 

*************************************************************************************************************

1. ფოთოლეთის ეკლესია //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბ., 2009, გვ.98-101.

რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ფოთოლეთის ეკლესიის შენობის ნანგრევებში 2007-2008 წლებში ჩატარდა. გათხრებს 2007 წელს ხელმძღვანელობდა რ.დავლიანიძე, 2008 წელს კი ამ სტრიქონების ავტორი. შემოწმდა მიწითა და ნანგრევებით დაფარული ნაგებობის შემორჩენილი კედლები და საძირკვლები. გამოვლენილ იქნა თავდაპირველი ნაგებობის გეგმა და ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი....<<ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************************************************

3. დავით ხოშტარია - კვირიკეწმიდის მდებარეობის  საკითხისათვის / საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1985 წ., N1, გვ.70-82.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ქართული ლიტერატურის იმ ძეგლთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც მარტო მხატვრული ღირსებებით არ შემოიფარგლება. ეს შესანიშნავი ნაწარმოები უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს VIII-X საუკუნეების საქართველოს კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების შესახებ და ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს როგორც ზოგადი ისტორიის, ისე კულტურისა და ყოფის სხვადასხვა სფეროების ისტორიის მკვლევართათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხზულებაში მრავლად დაცული ცნობები გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით გაშლილი სამონასტრო მშენებლობის თაობაზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<

*******************************************************************************************

4. ფოთოლეთის ეკლესია // თამაზ გოგოლაძე "ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები"//(გზამკვლევი), გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2014, გვ.14-19

ფოთოლეთის მონასტერი (სურ.2) მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე. ტაძარს სახელწოდება ფოთოლეთი შემორჩა მისი მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან იგი მდებარეობს ფოთოლეთად წოდებულ ტყეში...<<ტექსტი სრულად აქ...<<