topmenu

 

ჩუმლაყი (გურჯაანის რ-ონი)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<გურჯაანის რაიონის ძეგლები>>>

ჩუმლაყი - სოფელი გურჯაანის რაიონში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 420 მეტრი, გურჯაანიდან 4 კილომეტრში. ჩუმლაყში მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ძეგლი: სწორკუთხა კოშკი, "ორმოცნის" ეკლესია (XIV-XVIII სს.), "წამებული" (XIV-XVIII), "ლიპარტიანთ" საყდარი (XIV-XVIII სს.).

”წამებული” - გ.ბაგრატიონის ფოტო

 

ჩუმლაყის "წამებული". თარიღი - XIV-XVIII სს. ეკლესია მოქმედია. ეკლესიის ტიპი - დარბაზული, სამშენებლო მასალა - აგური; ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული. საბურველი - კრამიტი. ფასადის მორთულობა: ცოკოლი, ერთსაფეხურიანი; ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარნიზი(ლავგარდანი) - აგური; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული. აფსიდი(საკურთხეველი) - ნახევარწრიული; აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; კანკელი. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. თაღები - კედლის გრძივი თაღები, ნახევარწრიული. პილასტრი - სწორკუთხა. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 563013, განედი - 4623587. სიმაღლე ზღვის დონიდან - 501 მ. ეკლესია ოთხივე მხრიდან კონტრფორსებითაა გამაგრებული. აღმოსავლეთ ფასადი გოლგოთის ჯვრითაა გაფორმებული.

 

ლიპარტიანთ საყდარი - გ.ბაგრატიონის ფოტო

 

ჩუმლაყის "ლიპარტიანთ" საყდარი. აგების თარიღი - XIV-XVIII სს. ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - შერეული. საბურველი - კრამიტის. ფასადის მორთულობა: კარნიზი (ლავგარდანი) - აგური; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული. აფსიდი(საკურთხეველი) - შებრტყელებული; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. იატაკი - ქვა. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 561674, განედი - 4623578. სიმაღლე ზღვის დონიდან - 599 მ. ძეგლი რესტავრირებულია.

 


”ორმოცნი” - გ.ბაგრატიონის ფოტო

 

ჩუმლაყის "ორმოცნის" ეკლესია. აგების თარიღი - XIV-XVIII სს. ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი; ბეტონი. სამშენებლო წყობა - შერეული. საბურველი - კრამიტი. ფასადის მორთულობა. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული. აფსიდი (საკურთხეველი) - შებრტყელებული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. შიდა გადახურვა - ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. იატაკი ქვის. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 562992, განედი - 4623566, სიმაღლე ზღვის დონიდან - 503 მ.

ჩუმლაყი (გურჯაანის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. კოშკი: ჩუმლაყი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.151-152. რეზ. რუს. ენაზე. - სოფ.ჩუმლაყის სწორკუთხა კოშკის აღწერილობა. ტექსტს ერთვის კოშკის გეგმა.