topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ახაშენი (გურჯაანის რ-ონის)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<გურჯაანის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

ახაშენი - სოფელი გურჯაანის რაიონში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. ზღვის დონიდან 510 მეტრზე, გურჯაანიდან 14 კილომეტრში. ახაშენში 7 ეკლესიაა: "სამება" (XIX ს.), "კვირაცხოველი" (V-VII სს.), "სვეტიცხოველი" (XIV-XVIII სს.), "წმ.გიორგი" (XIV-XVIII სს.), "ხარისთავი", "რეჯახი", "ყვავის საყდარი".

ახაშენის წმ.გიორგი - გ.ბაგრატიონის ფოტო

ახაშენის "წმ.გიორგი". აგების თარიღი: XIV-XVIII სს. ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - აგური; ქვა; დუღაბი. ფასადის მორთულობა: კარი - თაღოვანი გარედან; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული, აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. შიდა გადახურვა - ორფერდა. იატაკი - ქვის. გრძედი - 559300; განედი - 4625650. სიმაღლე ზ.დონიდან - 663 მ.

ახაშენის ”კვირაცხოველი” - გ.ბაგრატიონის ფოტო

ახაშენის "კვირაცხოველი", აგების თარიღი: V-VII სს. ეკლესიის ტიპი - დარბაზული, სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - შერეული. საბურველი - კრამიტი. ფასადის მორთულობა - სარკმლის თავსართი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; კარნიზი (ლავგარდანი). აფსიდი (საკურთხეველი) - ნალისებური; აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - თაღოვანი. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. თაღები - კედლის გრძივი თაღები. იატაკი ქვის. დაზიანების კატეგორია - 2 კატეგორია. გრძედი - 560377, განედი - 4626274. სიმაღლე ზღვის დონიდან - 564 მ. უნაოთხალო კარი ჩრდილოეთიდანაა გაჭრილი. ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი.

ახაშენის ”კვირაცხოველი” - გ.ბაგრატიონის ფოტო


ახაშენის ”სამება” - გ.ბაგრატიონის ფოტო

ახაშენის "სამება". აშენების თარიღი - XIX ს. ეკლესია მოქმედია. ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - აგური; ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული. საბურველი - თუნუქი. ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; ტიმპანი; სარკმელი - თაღოვანი. აფსიდი (საკურთხეველი) - სწორკუთხა; აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; კანკელი. შიდა გადახურვა - შეისრული. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. კედლის გრძივი თაღები. იატაკი - ქვის. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 561200, განედი - 4626462. სიმაღლე ზღვის დონიდან - 499 მ. დასავლეთ კეხის სამრეკლო ნაწილობრივ მორღვეულია.

ახაშენის ”სვეტიცხოველი” - გ.ბაგრატიონის ფოტო

ახაშენის "სვეტიცხოველი", თარიღი XIV-XVIII სს. ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - აგური; ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - შერეული. საბურველი - კრამიტი. ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - თაღოვანი გარედან; სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული. აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; კანკელი. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; შეისრული. აფსიდის გადახურვა - კონქი, დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. თაღები - კედლის გრძივი თაღები. იატაკი - ქვა. დაზიანების კატეგორია - 2 კატეგორია. გრძედი - 559924, განედი - 4626201. სიმაღლე ზღვის დონიდან - 610 მ. ეკლესიის სახურავის კეხზე სამრეკლო მდგარა. ალაგ-ალაგ მხატვრობის კვალია შემორჩენილი.

ახაშენის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს

16:05 - 24.06.2010

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით,  საკურთხეველში აღმოჩენილი ფრესკა სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნეების ხალხურ მხატრობას განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ახაშენის სვეტიცხოვლის ეკლესიაც სწორედ XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. მარკოზაშვილის განცხადებით, ეკლესიის კამარაზე აღმოჩენილია ბორჯღალო და მრავალქიმიანი ვარსკვლები, რომლის მსგავსი სიმბოლოები მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარშიც გვხვდება. უახლოეს დღეებში ფრესკებს სპეციალისტები შეისწავლიან. მნიშვნელოვანია, რომ გურჯაანში სულ რამდენიმე ტაძარია, სადაც კედლის მხატვრობაა შემორჩენილი.

წყარო: http://www.pirweli.com.ge/old/index.php?option=com_content&task=view&id=50722&Itemid=52

ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს

24-06-2010, 00:15

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში, ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია. ამის შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრში” აცხადებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ფრესკა მეცნიერულ შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს. "ძეგლების აღრიცხვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით ვიმყოფებოდი სოფელ ახაშენში მდებარე სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში, სადაც აღმოჩენილ იქნა ღვთისმშობლის ფრესკა", - განაცხადა მარკოზაშვილმა. სოფელ ახაშენში შვიდი სალოცავია: "ხარისთავი", "რეჯახი", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, "სვეტიცხოველი", "კვირაცხოველი", წმინდა სამების სახელობის ეკლესია, "ყვავის საყდარი". "სვეტიცხოვლის" ეკლესია ახაშენში თავადებს აუგიათ, სავარაუდოდ, XVI- XVII საუკუნეებში. ეკლესიის ირგვლივ მიდამოებში თავადები, მღვდლები, დიაკვნები და ეკლესიის მუშები არიან დაკრძალულნი. საფლავის ქვებზე იშიფრება ძველი ქართული წარწერები. თვითონ ეკლესია იავარქმნილია, საკურთხევლის თაღზე შემორჩენილია უნიკალური, ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმები, ნახევრად ჩამოშლილ ჭერზე კი ჯვრის ფორმის, ვარსკვლევისებური და ბორჯღალოსებური ორნამენტებია ამოკვეთილი.

წყარო: http://news.gtu.ge/index.php?newsid=556


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)