topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გიშის საყდარი - ი.ადამია, ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<<გიშის საყდარი // ჰერეთის ძეგლები>>>

გიშის საყდარი - ილია ადამია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, თბილისი, გამ.”ციცინათელა”, 2006 წ.,  გვ.254-256

საყდარი მდებარეობს მდ.გიშისწლის ხეობაში - სოფელ გიშში, რომელიც ისტორიულ ქ.ნუხადან (შაქიდან) 4 კილომეტრითაა დაშორებული (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია). გიში მთის ტიპური სოფელია, გაშენებულია მთის ძირას დიდ მაღლობზე. საყდარი კი მის აღმოსავლეთით ყველაზე ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს. იქიდან იშლება მდინარე გიშისწყლის ხეობის თვალწარმტაცი სანახაობა. საყდარს გარშემო ქვის დიდი გალავანი ჰქონია შემოვლებული, ნანგრევთია ნაშთები დღესაც საკმაოდაა შემორჩენილი. საყდრისა და გალავნის შემოგარენში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები შეიმჩნევა. გიშს იხსენებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც გადმოგვცემს, რომ 1117 წელს დავით აღმაშენებელმა ”...დაიპყრნა გრიგოლისძენი... და აიღო ციხე გიში”. ასევე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სოფელ გიშისა და მისი საყდრის შესახებ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი. ”გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთო წუქეთისა და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა”... ჩვენს დრომდე შემორჩენილი ღვთისმშობლის საყდარი, მართალია, მაღალყელიანი გუმბათოვანი ნაგებობაა, მაგრამ იგი არ შეიძლება მივაკუთვნოთ დიდ ეკლესიებს. მისი ძირითადი ზომები გეგმაზე 6,9X7,7 მ უდრის. ქართული საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ გიშის საყდარი ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა აგებული. გიშის ღვთისმშობლის ეკლესია ერთგანყოფილებიანი წაგრძელებული დარბაზია, რომელიც წრიული მოხაზულობის აბსიდითაა დაბოლოებული ეკლესიის კედლის სისქე ერთ მეტრს აღემატება. ნაშენებია უხეშად ნათალი ფორიანი ქვებით - შირიმის ქვით და კირის დუღაბით; საშენ მასალად ნაწილობრივ რიყის ქვებიცაა გამოყებული. ნაგებობა შიგნით და გარეთ მთლიანად შელესილი ყოფილა კირის ხსნარით. დასავლეთიდან  კარიბჭის კედელზე მიშებული ყოფილა სამრეკლო, რომლის მასიური კვადრატული კვეთის (1,0X1,0) პილონები დღესაცაა შემორჩენილი; მათგანი კარიბჭის კვდელზეა მიშენებული, ხოლო ორიც მათ პირდაპირ მდგარა. დღეს მარჯვენა პილონი აღარ არსებობს. საყდრის გუმბათის მაღალ ყელს როგორც შიგნიდან, ისე გარედან ცილინდრული ფორმა აქვს. იგი ზემოდან ქვის ძალზე ამობურცული კარნიზით ბოლოვდება. გეგმაზე ადვილი შესამჩნევია ძეგლის მშენებლობის სხვადასხვა პერიოდი და გადაკეთების შედეგად გამოწვეული ცვლილებები. გიშის საყდრის მთელი ნაგებობა და კარვისებური რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის გუმბათი დღემდე კარგადაა შემონახული. როგორც ირკვევა, გიშის  საყდრის გუმბათი და ზოგიერთი სხვა ელემენტი უკანასკნელად აღდგენილ და გადაკეთებულ იქნა XIX ს-ის პირველ ნახევარში. გიშის ღვთისმშობლის ეკლესიის დათარიღება, რა თქმა უნდა, ძნელდება იმის გამო. რომ ძეგლი რამდენჯერმეა დანგრეული, აღდგენილი და გადაკეთებული. გ.ჩუბინაშვილის აზრით, შესაძლებელია გარჩევა იმ ძლიერ დანგრეული უძველესი ეკლესიის ნაშთებისა რომელიც XI ს-ში აუშენებიათ. გ.ჩუბინაშვილი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პატარა ეკლესია თავისი უტყვი არქიტექტურით არ შეიძლება მივიღოთ ეპისკოპოსთა კათედრად, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ VI საუკენეში, სახელდობრ, ”გიშელთა” კათედრად; ასევე მისი აზრით, ეკლესიის შესასვლელი კარიბჭე გადაკეთებულია XIX საუკუნის შუა წლებში. ნაგებობის დასათარიღებლად უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული პროცესები, რომელთა მეოხებითაც ძეგლი განიცდიდა პერიოდულად ნგრევასა და აღდგენას. ძეგლის აგებისა და ნგრევა-განახლების პირველ პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ VI-XI სს., ხოლო მეორე პერიოდად ჟამი XVII საუკუნიდან XIX ს-ის მეორე ნახევრამდე.