topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლ.სახაროვა - ბრინჯაოს უძველესი მხატვრული ჭურჭელი საქართველოში

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)

ლამარა სახაროვა - ბრინჯაოს უძველესი მხატვრული ჭურჭელი საქართველოში // საბჭოთა ხელოვნება, თბ., 1965 წ., №12, გვ.46-48

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს შუქი  მოჰფინოს უძველესი მეტალურგიული წარმოების ერთ ერთ დარგს, კერძოდ, სპილენძ - ბრინჯაოს მხატვრული ჭურჭლის წარმოებას უძველეს საქართველოში. ამოსავალი მასალა ამ საკითხის შესწავლისათვის ძირითადად გვიანი ბრინჯაოს ხანის ლეჩხუმური ჭურჭელია. აღნიშნულ ჭურჭელთა ფორმა ზოგადად ასეთია: განიერი პირი, დაბალი მხრებაზიდული გამობერილი სხეული რომლის ბოლო სადგარივითაა გამოყვანილი და შემოჭედილია ოდნავ პირგადაშლილი, დაპირქვავებული ჯამის მოყვანილობის ფსკერზე ან პირიქით: სხეულის ბოლო სწორია და ჩასმულია ასევე პირგადაშლილი ჯამის მოყვანილობის ფსკერში. ჭურჭლის მოხდენილ ფორმას ერთგვარად ასრულებს მეტად ორიგინალური და ლამაზი სახელურები (ერთი ან ორი). სახელურის ზურგი სადაა, ან შემკულია ხოლმე მთელ სიგრძეზე გამავალი წნული ორნამენტით სახელურის ზედა მხარე კი წარმოადგენს რომელიღაც ცხოველის თავის სქემატურ გამოსახულებას - განიერი ტუჩ - პირი და დაცქვეტილი ყურებით. ასეთი ჭურჭლების დამზადება ლითონდამუშავების მეტად რთულსა და მაღალგანვითარებულ პროცესს - გულისხმობს1.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)

მათი დამზადება რამოდენიმე საფეხურად ხდებოდა: ჯერ გამოჭედავდნენ (თუ გამოკვერავდნენ) ბრინჯაოს თხელ ფურცლებს, რომლისგანაც თარგის საშუალებით მოჭრიდნენ ჭურჭლის ნაწილებს და სათანადო ადგილებში დახვრეტდნენ მანჭველებისათვის; მანჭველებს ცალკე ამზადებდნენ. ფურცლის ორი მოპირდაპირე ნაპირის სამანჭვლეები ერთმანეთს ზუსტად უნდა დამთხვეოდა, რათა გაკერილიყო მანჭვლების საშუალებით. ჭურჭლის ძირებს ჩამოასხამდნენ ან გამოჭედავდნენ, მასაც დახვრეტდნენ და შემოაკრავდნენ ან შიგნიდან მოარგებდნენ ჭურჭლის ძირს (ან გამოყვანილ ქუსლს); შემდეგ გაკერავდნენ. სახელურისათვის საჭირო ნახვრეტებს ან თარგზე აკეთებდნენ ან ნახევრად გამზადებულ უძირო სხეულზე. ნახვრეტებს მიადგამდნენ სპეციალურ თიხის ყალიბს სახელურის ჩამოსასხმელად. ყალიბს სამი გამოსასვლელი ჰქონდა: ორი ედგმებოდა ჭურჭლის სხეულზე გამზადებულ ნახვრეტებს და ერთიდან, რომელიც სახელურის ზურგზე ხვდებოდა, ასხამდნენ გამდნარ ლითონს. ჭურჭელს შიგნიდან ყალიბის ბოლოებს უხვედრებდნენ პატარა, ფოსოებიან ქვებს თუ თიხის ყალიბებს, რომლებიც აკავებნენ გამდნარ ლითონს და ამრიგად ხელს უწყობდნენ სხეულისა და სახელურის შედუღებას. ჭურჭლის შიგნით ამ ფოსოებიანი ქვებისაგან რჩებოდა პატარა კოპები. რაც უფრო დახელოვნებული იყო ხელოსანი, მით უფრო პატარა იყო ეს კოპები და გვერდბზედაც არ რჩებოდა არ რჩებოდა ფოსოდან თუ ყალიბიდან გამოსული დაღვენთილი ლითონი. სახელურის ზურგზე, იქ, სადაც ხვდებოდა ყალიბის მესამე დასასვლელი (საიდანა ლითონს ასხამდნენ), რჩებოდა პატარა დანამატი, რომელსაც, როგორც ჩანს, ოსტატი შეძლებისდაგვარად ასორებდა. (სურ.1, 2, 3, 4). ლეჩხუმის ბრინჯაოს ჭურჭელთა მსგავსი ჭურჭლები აღმოჩენილია რაჭაში (ბრილის სამაროვანი, ქვიშარი)2, ჯავის რაიონში (თლის სამაროვანი)3, იმერეთში (ზეკარი, ვანი)4, სამეგრელოში (კურძუ)5, აჭარაში (ქობულეთი)6, დუშეთის რაიონში (შუახევი)7, და სხვ. საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი რაოდენობით აღნიშნული ჭურჭლები, თუ მისი ფრაგმენტები აღმოჩენილია ჩრდილო ოსეთსა და ყაბარდოში. უკიდურესი საზღვარი მისი გავრცელებისა ჩრდილოეთით - არის უკრაინა (ჟაბოტინო, ტაგანჩა), აღმოსავლეთით აზერბაიჯანი (ჩაილი) და სამხრეთით სომხეთი (მალაქლუ)8. ამ ჭურჭელთა წარმომავლობას სხვადასხვანაირად ხსნიან. მაგალითად, ჰალშტატის ბრინჯაოს ჭურჭლებთან მსგავსების საფუძველზე ს.მაგურა და ნ.მაკარენკო ამტკიცებდნენ ჟაბოტინოს სიტულების ევროპულ წარმომავლობას9. ეს მტკიცება სრულიად სამართლიანად იქნა გაკრიტიკებული, რის შემდეგადაც წარმოიშვა ახალი მოსაზრება, რომ ბრინჯაოს ზოომორფულ ყურებიანი ჭურჭლების სამშობლო კავკასიაა. (ა.პიოტროვსკი, ბ.კუფტინი, ა.იესენი, ე.კრუპნოვი). ზოგი არქეოლოგი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ ჭურჭელთა წარმომავლობის ადგილს, კერძოდ - საქართველოს ფაგლებით (გ.გობეჯიშვილი). წამომავლობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენის აზრით აუცილებლად საჭიროა გავარჩიოთ ორი სხვადასხვა გარემოება: წამომავლობა ტექნიკის - დამზადების თვალსაზრისით და წარმომავლობა გარკვეული ფორმის შექმნის თვალსაზრისით. საერთოდ სპილენძის გამოკვერილი ფურცლებისაგან მანჭვლების საშუალებით ჭურჭელთა დამზადების მთავარ და უძველეს წყაროდ წინა აზია მიაჩნიათ. აქედან უნდა იყოს იგი გავრცელებული ამიერკავკასიაში, შემდეგ ჩრდილო კავკასიაში და სკვითურ - სავრომატულ - აზიურ სამყაროში; ხმელთაშუა ზღვის საშუალებით იტალიასა და საბერძნეთში, აქედან შუა ევროპასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც კი. ამ მოსაზრებას ის ადასტურებს, რომ აღნიშნული ტექნიკით დამზადებული ბრინჯაოს უძველესი ჭურჭელი აღმოჩენილია ურის გათხრებში, ასურულ ბარელიეფებზე, ეგვიპტურ აკლდამებზე გამოსახულ ვაზებს შორის და სხვ.10.

(+)

- აქ შემუშავებული მორფოლოგიური ნიშნებია - მრგვალი ძირი, გამოყვანილი ქუსლი, ვერტიკალურად დაყენებული ყურები, მოძრავი სახელური და წაკვეთილი კონუსური ძირი. ეს ნიშნები ჩანს, თავისი გავრცელების გზაზე გარემოს შესაბამისად ნაწილობრივ იცვლება, ზოგან მტკიცედ მკვიდრდება, ზოგან ახალ ვარიანტში გადაიზრდება ხოლმე. მაგრამ გარკვეული ნიშანი ძირითადი ფორმიდან მაინც რჩება. ასეთ დასკვნამდე მივყავართ, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოსა და აზეერბაიჯანის მრგვალძირიანი ვერტიკალურ ყურებიანი ჭურჭლების შედარებას ურის წინადინასტიური ხანის №8 და №9 სამარხებში აღმოჩენილ ჭურჭლებთან, თრიალეთის XV-XVII ყორღანთა ბრინჯაოს ჭურჭლის შედარებას ურის II დინასტიის პერიოდის სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელთან, ლურისტან - მიდიის ბრინჯაოს ჭურჭელთა შედარებას ურის წინადინასტიური პერიოდის №1 სამარხში აღმოჩენილ ჭურჭელთან და სხვ.11. ქრონოლოგიური მონაცვლეობაც ლოგიკურად თან სდევს აღიშნულ გარემოებას - წინა აზიური ბრინჯაოს ჭურჭლები ყველაზე უძველესია, ხოლო ევროპისა - ყველაზე უახლესი. კავკსიაში აღმოჩენილ, ზემოთ აღნიშნულ ტექნიკით დამზადებულ ბრინჯაოს ჭურჭელთა შორის, თრიალეთური ბრინჯაოს ჭურჭელი ყველაზე უძველესია (თუ მხედველობაში არ მივიღებთ მეჯვრისხევის თასს, რომელიც ბრინჯაოს ფურცლისაგან არის გაკეთებული ჭედვით, მხოლოდ უმანჭვლებოდ)12. თრიალეთურ ჭურჭელთა მორფოლოგიური ნიშნები - ვერტიკალურად დაყენებული სახელურები, მაღალი, გამოყვანილი ძირი გაცილებით უფრო გვიან ჩნდება კიმერიულ-სკვითუ სავრომატულ - სამყაროში. სწორედ ამ ნიშნებით ანათესავებს კ.სმირნოვი სკვითურ, სავრომატულ-აზიურ (უმთავრესად დას. ციმბირს) ბრინჯაოს ჩამოსხმულ ქვაბებს და მათი წარმოშობის წყაროდ აღმოსავლეთ ევროპის ბრიჯაოს ხანის დასასრულის მანჭვლებიან ქვაბებს მიიჩნევს, მაგრამ ამ უკანასკნელთა წარმომავლობაზე კავკასიიდან არაფერს ამბობს13. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უმთავრესად მრგვალმუცლიანი - ქვაბის ტიპის ბრინჯაოს ჭურჭელი ჩანს მოჭარბებული - გავიხსენოთ თრიალეთის XV ყორღანში აღმოჩენილი ჭურჭელი, ნავთლუღის №1 სამარხის ქვაბი, გომნას №1 და სამთავროს №1 სამარხის აღმოჩენილი ჭურჭლები, პატარძეულის კოლექცია 2-30/2-9 და ბოლოს აზერბაიჯანში აღმოჩენილი ქვაბები. აღნიშნულ მორფოგიურ ნიშანთა გამო აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ვარიანტი ყველაზე ახლოს დგას წინააზიურ მასალებთან. ყველაზე მეტი ორიგინალობა კავკასიაში გავრცელებულ ბრინჯაოს ჭურჭელთა ფორმაში მისი ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთაზე მცხოვრებმა ტომებმა შეიტანეს. ჩვენ აქ უკვე ვგულისხმობთ ლეჩხუმურ ბრინჯაოს ჭურჭელთა მსგავს ჭურჭლებს, რომელთა მორფოლოგიური ნიშნებია დაბალი, გამოყვანილი ძირი; სახელურის გაფორმება რომელიღაც ცხოველის დაცქვეტილი ყურებითა და დაწნული ორნამენტით რელიეფური სიგრძივი ზოლებით, რომბებით. საერთოდ განსაკუთრებული მოხდენილობა განსსვავებს მას ბრინჯაოს ყველა სხვა ჭურჭლისაგან. ამ ნიშნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივმა კერამიკულმა ფორმებმა და დეკორატიულმა მოტივებმა 14. რის შედგადაც შეიქმნა ამიერკავკასიის ბრინჯაოს ჭურჭელთა ჩრდილო - დასავლური ვარიანტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი რაღაც გარკვეული ფორმა ჩამოყალიბდა და ამით ყოველივე დასრულდა პირიქით, დროისა და გარემოს ზეგავლენით იგი სხვადასხვა ვარიანტებში იხატებოდა (ქვაბები, სასმისები, ლარნაკები და სხვ.) როგორც კავკასიურ ბრინჯაოს ჭურჭლებს აქვთ საერთო ნიშნები წინააზიურ ჭურჭლებთან, ასევე ევროპულ ჭურჭლებს აქვთ საერთო კავკასიურთან. ეს საერთო ნიშნებია - ძირითადად ტექნიკა (კვერვა, მანჭვლები), მოძრავი სახელური და ძირის მოყვანილობა. ევროპულ ბრინჯაოს უძველეს ჭურჭლებს ისეთივე ძირი აქვს როგორც ლეჩხუმის ბრიჯაოს ქვბს და ისეთივე მოძრავი სახელური, როგორც ბრილისა და სამხრეთ ოსეთის ბრინჯაოს ქვაბებს. ასეთი საერთო ნიშნები უნდა იყოს სწორედ ჩვენის აზრით, ბრინჯაოს ჭურჭელთა გავრცელების გზის მანიშნებელი.

(+)

ამ გარემოებამ შეიყვანა ალბათ შეცდომაში ს.მაგურა და ნ.მაკარენკო, რომელთაც ჟაბოტინოს ბრინჯაოს ჭურჭელს ჰალშტატური წარმომავლობა მიაწერეს. გარდა ზემოთ აღნიშნული რამდენიმე ზოგადი ნიშნისა (რაც ლოგიკურად აუცილებლად უნდა ყოფილიყო კიდეც) ჰალშტატური ჭურჭელი სრულიად სხვანაირია და მეტად განსხვავებულ ვარიანტებს ქმნის. ევროპული ჭურჭლის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა - დაპირქვავებული წაკვეთილი კონუსი (ზუსტად სარწყულისებური) ვერტიკალური ყურებით და მოძრავი სახელურით. იქაური ტრადიციით აღნიშნულ ჭურჭელს სიტულას ეძახიან15. ამრიგად, ბრინჯაოს ჭედვითა და მანჭვლების საშუალებით ჭურჭელთა დამზადებას მეტად ღრმა და ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი საწყისები ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში გადადის: რაც შეეხება მის საწარმოო ტრადიციას მან გასული საუკუნის მიწურულამდეც კი მოატანა. საქართველოს სოფლებში ეხლაცბ ვხვდებით გასული საუკუნის ქართული მჭედლების მიერ სპილენძის გამოკვერილი ფურცლებისგან მანჭვლებით გაკერილ ჭურჭელს. ასეა დამზადებული მაგალითად სვანური სათემო ქვაბებიც. ბრინჯაოს უძველესი ჭურჭლის შსწავლა ცხადყოფს, ერთის მხრივ მის ნათესაობას წინააზიის ლითონის უძველეს ჭურჭელთან, ხოლო მეორეს მხრივ მის საკუთარ ადგილობრივ მხატვრულ ტრადიციებთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

__________________________________________________________________________________

1. Б.Куфтин, Урартский колумбарии у подошвы Арарата и Куро-Аракский энеолит, საქართველოს სახ.მუზ.მოამბე XIII-B, 1944, გვ.35; საქართველოს არქეოლოგია, თბილისი, 1959 გვ.220.

2. გ.ნიორაძე, ქვიშარის არქეოლოგიური ძეგლები. საქართველოს სახ.მუზეუმის მოამბე XV-B 1948, გვ.საქართველოს არქეოლოგია, თბილისი, 1959, გვ.220

3. Б.В. Техов, могильник эпохи поздней бронзы в с.Тли, СА, №I, 1960, стр. 171, рис. 7; Об одном погребальном коплексе из с.Тли, СА, №4, 1961, стр. 131, рис4; Раскопки тлийского могильника в 1960 году, СА, I, 1963, стр. 165, рис2

4. დაცულია ქუთაისის მუზეუმში, კოლექცია №5411

5. კოლექცია №:4-49

6. ვანისა და ქობულეთის მასალები გვიჩვენა ნ.ხოშტარიამ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.

7. კოლექცია №11-28

8. Е.И.Крупнов, Жеммалинский клад, Москва, 1952, стр.24-27

9. Е.И.Крупнов, დასახელებული ნაშრომი, გვ.29

10. Reallexicon der Vorgeschichte herausgegeben Max Fbert Zwölfter band. Berlin 1928, გვ.182; Dictionnaire des antiquites greques et romaines, fas.44. Paris 1910, გვ.1358-1360; Proccedings of the society of Antiquares of Scotland vob. LXXI,1936-1937, Edinburgh, გვ.20, სურ.3

11. C.L.Woolley, Ur Excavations, 1934, ტბ.239, სურ.100; ტბ.240, სურ.113, ტბ.235, სურ.46, 49. დ.ქორიძე, გვიანი ბრინჯაოს ხანის არქ. ძეგლები თბილისიდან, აკად. ს.ჯანაშიას სახ.სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XVIII, 1954, გვ.58-58; Г.П.Кесаманлы, Медные котлы из раскопок на територии Азербаиджана, материалы сессии посвящённый итогам археологических и этнографических исследований 1964 года в СССР, Баку, 1965, стр.88-89; Б.А.Куфтин, Археологические раскопки в Триалети, Тбилиси, 1941, ტაბ.LXXXVII; И.М.Дьяконов, История Мидии, М-Л, 1956, გვ.145, 404

12. Б.А.Куфтин, დასახელებული ნაშრომი, ტაბ.LXXXVII, გვ.16-17, სურ.18

13. К.Ф.Смирнов, Савроматы, М., 1964, გვ.131

14. Б.А.Куфтин, Материалы к археологии Колхиды. I. Тбилиси, 1949, გვ.217, სურ.40: მისივე II ტ.1950. გვ.124-125; საქართველოს არქეოლოგია, თბილისი, 1959, გვ.220

15. Энциклопедический словарь, Ф.А.Брокгауз, И.А.Эфрон, т.XXX, С.Петербург, 1900, გვ.112-113