topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ა.სოხაძე - ქართული დარბაზის დედაბოძი

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა//საერო ნაგებობები>>>

აკაკი სოხაძე (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) ქართული დარბაზის დედაბოძი //ძეგლის მეგობარი, გამ."საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1967 წ., №12, გვ.23-26

ხალხის უძველესი მსოფლმხედველობის მამჟღავნებელი ნივთიერი ძეგლებიდან ერთ-ერთ შესანიშნავ ძეგლს ქართული "დარბაზული", ანუ გვირგვინიანი სახლის დედაბოძი წარმოადგენს (დარბაზული სახლის გვირგვინი აგებულია კვადრატულ საფუძველზე და საფეხურების მსგავსად წყობილი ხის ნიყურებისაგან შედგება. აქვს ერდო, რომლითაც სინათლე შემოდის და კვამლი გადის). ირკვევა, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებულია წინაქრისტიანულ ხანაში შემუშავებული რწმენა-წარმოდგენების რთული კომპლექსი.

სახლის გვირგვინი. ფოტოს წყარო: ფბ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეს რწმენა-წარმოდგენები ქართველთა უძველესი რელიგიური სისტემის საკვანძო იდეებია, რომლებიც ასახავს ძველ წინააზიურ და კავკასიურ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ ისეთ დიდმნიშვნელოვან კულტებს, როგორიცაა მცენარეთა, მნათობთა და მათთან დაკავშირებული ცეცხლის და კერის კულტი, მიცვალებულის კულტი და სხვ. ამ კულტების მამჟღავნებელი მოტივებიდან გლეხური საცხოვრებელი სახლის დედაბოძებსა და მათ შემკულობასთან უშუალო კავშირშია სიცოცხლის ხის მოტივი, რომლის ვარიანტები დამოწმებულია არა მარტო ქართველ-კავკასიელ ტომთა ხელოვნებაში, არამედ ის მოცემულია წინააზიის უძველესი კულტურის ძეგლებზეც.

მარტო ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ხსენებული ძეგლი განეკუთვნება ნივთიერი კულტურის ისეთ მონაცემებს, რომელნიც ეთნოგრაფიულ სინამდვილვმი დამოწმებული სულიერი კულტურის სათანადო მონაცემებთან ერთად შეადგენენ ძვირფას საისტორიო წყაროს. მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გამოვამჟღანოთ ქართველი ხალხის უძველესი კულტურისა და ყოფის სპეციფიკური ნიშნები, აგრეთვე დავაყენოთ და გადავწყვიტოთ საქართველოს, კავკასიის და ზოგადი ეთნოგრაფიის მრავალი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ტერმინი "დედა-ბოძი" იმავეს ნიშნავს, რასაც "მთავარი ბოძი". იმ გარემოებამ, რომ მთავარი ბოძი ქართულში იწოდებოდა "დედაბოძად" და არა "მამაბოძად" შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს ტერმინი შემუშავებულია მატრიარქატის ხანაში, როცა ოჯახისა და საოჯახო მეურნეობის მთავარმესვეური დედაკაცი იყო.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

უეჭველია, სიტყვა "დედა"-ს "მთავარი"-ს მნიშვნელობა მხოლოდ იმ ხანაში შეეძლო მიეღო, როცა სახლის (გვარის, ოჯახის) მთავრად (სახლის დედად, დიასახლისად) ითვლებოღა დედაკაცი, მაგრამ იმის დამტკიცება, შესაძლებელი იყო თუ არა "დედა" "მთავარი"-ს მნიშვნელობით დაკავშირებოდა "ბოძს" და ამ გზით წარმოქმნილიყო ტერმინი "დედა-ბოძი", მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსახერხებელი, თუ აღმოჩნდება, რომ ქართველ ტომებს მთავარი ბოძი საცხოვრებელი სახლის ან სხვა ნაგებობის ელემენტის სახით მატრიარქატის დროსაც მოეპოვებოდათ... არქეოლოგიური მასალები ამის სასარგებლოდ უნდა ლაპარაკობდეს. ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დამოწმებული მეორე სახელიც "გულთა ბოძი", რომელიც საცხოვრებელი სახლის ინტერიერის შუა, ცენტრალური ნაწილის, გულის ბოძს უნდა ნიშნავდეს. დედაბოძი ბან-გვირგვიანიანი დარბაზისა და ზოგიერთი ბანიანი სახლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა. კონსტრუქციული თვალსაზრისით მისი არსებითი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ იგი განსაზღვრული ტიპის სახლების სახურავის, "დარბაზულ" სახლებში განსაკუთრებით სახურავის ცენტრალური ნაწილის - გვირგვინის საყრდენი იყო. დედაბოძის თავზე დადებული იყო ბალიში, რომელსაც თავხე ეყრდნობოდა. თავხეები კოჭებს უკავშირდებოდა, კოჭები კი იმაგრებდა სახურავის დანარჩენ ნაწილებს. ქართული დარბაზის ინტერიერში შეიძლება ყოფილიყო 2, 3 ან 4 საყრდენი, მზიდი კოჭების ქვეშ შედგმული ბოძი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

მათი განლაგების მიხედვით განისაზღვრებოდა დარბაზის ინტერიერის სამი ტიპი; ორბოძიანი (1+1), სამბოძიანი (2+1) და ოთხბოძიანი (2+2). სამბოძიან ინტერიერში ეულად მდგომ ბოძს და ორბოძიან ინტერიერში ორივე ბოძს (უპირატესად ერთ მათგანს, რომელიც განათებული პირით მიქცეულ იყო კარისკენ) ეწოდებოდა "დედაბოძი", თუმცა ზოგჯერ ამავე სახელით მოიხსენიებოდა ბან-გვირგვინიანი სახლის ინტერიერის ყველა ბოძი. ვინაიდან დედაბოძი სხვა ცენტრალურ ბოძებთან ერთად ბან-გვირგვინიანი სახლის ინტერიერში სახურავის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დიდი სიმძიმისათვის უნდა გაეძლო, მზადდებოდა მაგარი ხის ჯიშისაგან, ჩვეულებრივ მუხისაგან. დედაბოძები. რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 6 მეტრს აღწევს, სხვადასხვა ფორმისაა, მაგრამ ზოგადი ფორმის მიხედვით ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, ყველას ლათინური ასო T-ს მოყვანილობა აქვს. შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: კორპუსი (დედა-ბოძი უბალიშოდ და უბაზისოდ), ბალიში (ბანდუში) და ბაზისი, ანუ დედაბოძის საყრდენი, რომელიც ქვისაა. დედაბოძის კორპუსი მეტწილად ისეთი წარკვეთილი პირამიდის ფორმის მქონეა, რომლის ფუძე მართკუთხედს წარმოადგენს; მობრტყოა, სიგანე სისქეს შესამჩნევად აღემატება, ზემო მიმართულებით თანდათან ფართოვდება. ასეთი ფორმა განსაზღვრულია მექანიკის კანონებით და შეესაბამება დედაბოძის ძირითად ფუნქციას. კონსტრუქციული დანიშნულების გარდა, დედაბოძს დაკისრებული ჰქონდა გარკვეული ესთეტიკური, საოჯახო - ყოფითი (სოციალური) და საკულტო ხასიათის ფუნქცია. დედაბოძს, იმის გამო, რომ დარბაზული სახლის სახურავის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა სხვა ცენტრალურ ბოძებთან ერთად და საგანგებოდ შემკული იყო, წამყვანი ადგილი ეკავა ინტერიერში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

იგი, კერასთან ერთად, სახლის ელემენტებიდან უმნიშვნელოვანეს საკულტო ობიექტად ითვლებოდა და გარკვეული სამეურნეო ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული, საოჯახო ყოფაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ჩვენი წინაპრების მიერ დედაბოძის სოციალურ ინსტიტუტებთან და მოვლენებთან დაკავშირების კონცეფციის ერთ მეტად საყურადღებო თავისებურებას ავლენს ჩვენს მიერ 1957 წ. ფიქსირებული ცნობა, რომელიც მცხეთაში ჩავიწერე ხანდაზმული ტასო მაჩხანელისაგან. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ კავშირი დედაბოძსა, თავხესა და კოჭებს შორის, მათი თანაარსებობა დარბაზული ნაგებობის კომპლექსში გააზრებული იყო ოჯახის სტრუქტურის შესაბამისად. მთხრობელის თქმით, დედაბოძს "დედა" ეწოდებოდა, იგი ოჯახის უფროს ქალს "ბაბუას" (დიდედას) შეესიტყვებოდა თავის მნიშვნელობით. თავხე დედაბოძის მეუღლედ მიაჩნდათ, მას "მამა" ეწოდებოდა, ოჯახის უფროსი კაცის თანხვედრი იყო. კოჭები დედაბოძისა და თავხის შვილებად იწოდებოდნენ. საყურადღებოა, რომ ქართლში სასახლიკაცო ერთობის საღვთო და აგრეთვე კვიმატობა დღეს ძირის სახლის კერასა და დედაბოძთან სრულდებოდა საგანგებო რიტუალი, რომლის მონაწილენი მხოლოდ ამ სახლიდან განაყარი სახლიკაცები იყვნენ, რაც სახლიკაცობის გვარიდან გამოყოფის მაჩვენებელი იყო (გ.ჩიტაია).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

აქვე სრულდებოდა ინკორპორაციის ცერემონიალი. "შარბათის შესმის შემდეგ მეჯვრე ნეფე-დედოფალს დედაბოძის ან კერის ირგვლივ სამჯერ შემოატარებდა" (გ.ჩიტაია). დედაბოძებს უპირატესად ასტრალური ორნამენტი ამკობს. მათზე გამოსახულია: მთვარე, მზე, ვარსკვლავები, ჯვარი, ხელი, მცენარე, ტოტი, ცხოველი, ფრინველი, "ჯაჭვი", სამკუთხედი, რომბი, ნახევარწრეები, რადიალური სხივებით, სწორი და ტეხილი ხაზები. ეს სახეები დედაბოძებზე სხვადასხვა ვარიანტითაა განლაგებული, მაგრამ ძირითადი პრინციპი ამ განლაგებისა უცვლელია. დედაბოძთა კომპოზიციაში საერთოდ ცენტრალური (განმსაზღვრელი) ადგილი მზისა და მთვარის გამოსახულებას უჭირავს, დანარჩენ გამოსახულებათა განლაგება და სიდიდე მათთან შესაბამისია. ამ კომპოზიციაში შემავალი ელემენტების სიმეტრულ დაჯგუფება - განაწევრებაზე. აღნიშნულს გარდა, უშუალო ზეგავლენას თვით საკომპოზიციო არეს მოყვანილობა ახდენდა, იგი ოსტატას მხატვრულ შესაძლებლობას "ჩაკეტილი კონტურის" მკაცრად დეტერმინებული სივრცის თავისებურებას უმორჩილებდა. მეტწილად მზისა და მთვარის წრიულ გამოსახულებათა ცენტრი დედაბოძის მოხატულ ზედაპირზე გამავალ ვერტიკალურ ღერძზე მდებარეობს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს გამოსახულებანი სიდიდით კომპოზიციაში შემავალ ვარსკვლავთა გამოსახულებებს ბევრად აღემატება; ეს გარემოება შემთხვევითი არ არის და იმაზე მიგვითითებს, რომ მზეს და მთვარეს ჩვენი წარმართი წინაპრების შეგნებაში გაღმერთებულ მნათობთაგან მთავარი ადგილი ეკავათ.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე