topmenu

 

გ. ქავთარაძე - ზოგიერთი მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიისათვის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება......<<ენა და დამწერლობა>>>

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის

დაარსების მე-40 წლისთავისადმი

მიძღვნილი თბილისის

ახალგაზრდა მეცნიერთა

საიუბილეო კონფერენცია

თბილისი,

1981

გიორგი ქავთარაძე - ზოგიერთი მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიისათვის // არქეოლოგიური კვლევის ცენტრი

კრეტის A-ხაზოვანი ტექსტებიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა არის მეტ-ნაკლებად დადგენილი, მათთან სემიტურ და ინდოევროპულ მასალას აკავშირებენ. ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემების გათვალისწინებაც:

შდრ. მინოსური kuro (შენაჯამები) - ქართულ-ზანური ḳar/ḳr (შეკვრა, დაკავშირება) და *ḳreb/ḳareb (შეგროვება);

მინოსური kiro (დეფიციტი) - ქართულ-ზანური *ḳal (დეფიციტი);

მინოსური kunisu  და qerau (მარცვლეული) - ქართულ-ზანური  *kum (მოხალული მარცვალი, ფშავური სელი) და მოხევური ხ*ირი (გამხმარი თივის ღერო);

მინოსური kati, karopa, qapa, kararewe (ჭურჭელი) - ქართულ-ზანური *ḳ ardala რაჭული კორვა, ქარა, გობი;

მინოსური tanano, atano, jatano (წაწერილი საკულტო ნივთებზე) - ქართული“ტან”- ზმნისძირი (გატანება, ატანა);

მინოსური daku (ღვთაება “მიწა”) - ქართულ-ზანური *tiqa (თიხა, ნიადაგი მიწა);

მინოსური api' (შელოცვის ფორმულ) - ღვთაება აპანი;

მორფოლოგიური მონაცემებიდან შდრ. მინოსური u - პრეფიქსი -ანალოგიურ ქართულ-ზანურ კლებით პრეფიქსს და აგრეთვე აღმატებითი ხარისხის პრეფიქსულ ფორმანტს; ხოლო მრავლობითი რიცხვის მინოსური t - ფორმანტი - მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების მრავლობითი რიცხვის ძველქართულ t - ფორმანტს.

ბერძნული ენის დიალექტებში შემონახულ, მცენარეების აღმნიშვნელ მინოსურ ტერმინებს თითქოს მიახლოებული პარალელები უნდა ეძებნებოდეთ ქართველურ ენებსა და მათ დიალექტებში: ἄκυλος “რკო”, შდრ. ქართულ-ზანური  *ḳrḳo “რკო”; μιμαίκυλον "მარწყვი", შდრ. საერთო ქართველური *mar w (აგრეთვე ბასკური maguri);

βράβυλον "კვრინჩხა", შდრ. ინგილოური დიალექტის ბრული “ბარდი”;

ὄσπρεα “ჭოტოსანი ნაყოფი”, შდრ. ქართლური დიალექტის სპირო “ბლის ქერქის აბგა”;

ζίζυφον “ბუჩქიანი მცენარე”, შდრ. ქართულ-ზანური *ჳeჳ(w) ეკლებიანი, დატოტვილი ბუჩქი”;

σταφυλή “ყურძნის მტევანი”, შდრ. ძველქართული სთუელი “რთველი”, სთული “დართული ნართი”, რომლებიც შესაძლოა ქართულ-ზანურ *rtw-ს "გადაფარება" უკავშირდებიან. სავარაუდოა, რომ მინოსური დამწერლობის წაკითხვის მცდელობასთან დაკავშირებით, სხვა ენების მონაცემებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემებიც, განსაკუთრებით წინაბერძნული ენის მათთან სიახლოვის ფონზე.