topmenu

 

გომარეთი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

დიდ გომარეთის წმ.გიორგი  ფოტოს ავტორი: აბესალომ ტურაშვილი

გომარეთი, დმანისის რაიონის სოფლების დიდი გომარეთისა და პატარა გომარეთის ძველი სახელწოდებაა. სოფლები მდებარეობს ისტორიულ ზურტაკეტში. XVIII საუკუნეში გომარეთი ქალაქის ტიპის მოზრდილი დაბა იყო. მატერიალური კულტურის ძეგლებთან აღსანიშნავია ადრინდელი ფეოდალური ხანის სტელები რელიეფური გამოსახულებებით, განვითარებული ფეოდალური ხანის ხუთი ეკლესია მათზე ამოკვეთილი წარწერებით, ქვაჯვარები (დიდ გომარეთში), XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია წარწერით (პატარა გომარეთში).

დიდი გომარეთი — სოფელი ქვემო ქართლის მხარის დმანისის რაიონში (გომარეთის თემი), მდებარეობს გომარეთის პლატოზე. ზღვის დონიდან 1360 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.

პატარა გომარეთი — სოფელი ქვემო ქართლის მხარის დმანისის რაიონში (გომარეთის თემი), მდებარეობს გომარეთის პლატოზე. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 32 კილომეტრით.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 522, გვ. 212, თბ., 1978 წელი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, გვ. 708, თბ., 1984 წელი.

დიდ გომარეთის წმ.გიორგი ფოტოს ავტორი: აბესალომ ტურაშვილი

გომარეთი (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

დიდი გომარეთის ეკლესიები (დმანისის რ-ნი)

1. ზურტაკეტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის //რჩეულიშვილი ლ. ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.68-69. - აღწერილია ლამაზი საყდრის კომპლექსიდან ნანგრევების სახით შემორჩენილი სასახლე.

2. ლიპარიტისუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.248. - სოფ.დიდი გომარეთის მიდამოებში შემორჩენილი XII-XIII საუკუნეების ძეგლის ნანგრევების - ლიპარიტისუბნის (ლამაზი საყდარი) სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე.

3. ზურტაკეტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.27-32; გვ.45; გვ.48. - დიდი გომარეთის ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, სამების ("სიხოიანთ საყდარი") სახელობის ეკლესიების ვრცელი ხურათმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, შედარება შეპიაკის, კუმურდოსა და სხვა ეკლესიების არქიტექტურასთან. ტექსტს დართული აქვს სამების ეკლესიის დეტალების ჩანახატები (სურ.6, გვ.30).

4. დიდი გომარეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-ტ.III.-თბ.,1979.-გვ.522-523. - სოფ.გომარეთის მატერიალური კულტურის ძეგლების (ღვთისმშობლის სახელობის(XI ს.), მეორე დარბაზული ეკლესია, XII-XIII საუკუნეების ე.წ. "ყიფიანთ საყდარი", წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, (XIII-XIV სს.) ბრტყელაფსიდიანი ეკლესია - "კვირიკე", მონასტერი "ლამაზი საყდარი", ჭოჭიანში - შუა საუკუნეების ეკლესია "თამარის სამწირველო", შოშილეთში - განვითარებული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი) მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან:ლიპარიტ ერისთავი, მიქელ ხუცეს-კალატოზი, გიორგი აფხაზთა მეფე. ტექსტს ახლავს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევებისა და სამხრეთ ფასადის ფოტოები.

5. მწერალი ზრუნავს ძეგლებზე //გაზ. "ლიტერატურული საქართველო". - 1979 (21 სექტ.). - გვ.4. - ახალგაზრდა ქართველ მწერალთა წვლილი (კრებულ "ზეკარის" მთლიანი ჰონორარი)XII საუკუნის ძეგლის - "ლამაზი საყდრის" - აღსადგენად.

6. კალისტრატე. საისტორიო მასალა //გაზ. "ივერია. - 1891 (19 ნოემბ.). - N246. - გვ.2-3. - დიდი გომარეთის წარწერების შესახებ.

7. Меписашвили Р. Памятники архитектуры X-XI веков в сел. Кабери и Гостибе //Ars Georgica. Разыскания Института истории грузинского искусства. Серия А. - 1979. - N8. - С.55.

8. Такайшвили Е. Археологичкские экскурсии, разыскания и заметки. Вып.IV. - Тифл., 1913. - 176 с. с илл.

9. Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековой Грузии. - 1962. - С.191-192 с илл.

10. ლიპარიტისუბანი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.44-45. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

ნანგრევების სახით შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსის (ეკლესია, კოშკი, სატრაპეზო და სხვ. ნაგებობები) აღწერილობა. აღნიშნულია, რომ ეკლესიის აგება უკავშირდება თამარ მეფის სახელს.

11. გომარეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - 1979.; გვ.522; ტ.VII. - თბ., 1984.-გვ.708. - მოკლე ცნობა დიდსა და პატარა გომარეთში მდებარე ხუთი ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრული გაფორმების შესახებ.

12. რუსუდან მეფისაშვილი  - კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ // ძეგლის მეგობარი, 1971 წ., თბ., კრ.26, გვ.17-31 ...ისტორიული ქვემო ქართლის ის ნაწილი, რომელიც დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ბოლნისისა და დმანისის რაიონებს მოიცავს, ძალიან მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რომლებიც განეკუთვნებიან პერიოდს V საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ამ ძეგლებისათვის თვალის მიდევნება ქართველი ხალხის დიდი შემოქმედებითი მუშაობის ნათელ სურათს გვიშლის აღნიშნული ხანგრძლივი დროის მანძილზე, გვიჩვენებს მშენებელთა მაღალ ოსტატობას, სტილთა ცვლას და ცალკეული მცირე რაიონების ნაგებობათა თავისებურებას. ეს წერილი ამ დიდძალი მასალის მხოლოდ ნაწილს ეხება. ეს შესანიშნავი ძეგლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება...<<ტექსტი სრულად აქ...<<


დიდ გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია  ფოტოს ავტორი: აბესალომ ტურაშვილი

 

 

დიდ გომარეთის წმ.გიორგი  ფოტოების ავტორი: აბესალომ ტურაშვილი

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე


დიდ გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია  ფოტოების ავტორი: აბესალომ ტურაშვილი



მზის საათი

 

საფლავის ქვები