topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

იწა (რაჭა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

იწა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. თემის ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, ქვემო კრიხი, შუა კრიხი). ზღვის დონიდან 640 მეტრი, ამბროლაურიდან 1 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 289, თბ., 1980 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/იწა


იწის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. იწას მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია //კეზერაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი., 200. - გვ.19. - 1811-1917 წწ. იწას ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142.


იწა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142

იწის ეკლესიის სიძველე:

(ქ.1887) ვერცხლზე ნაჭედი მთავარანგელოზების ხატი., გადაკრული ფიცარზე, 34,5X25,5 სმ. ძლიერ დაზიანებული. მთავარანგელოზებს თავზე აქვთ ასომთავრული წარწერები: წ~ჲ მქ~ლ, ანუ: წმიდაჲ მიქელ და წ~ი გბ~ლ, ანუ წმიდაი გაბრიელ. ხატს მარჯვენა მხარეს აშიის ადგილას დაკერებული აქვს ვერცხლის ფურცელი ასომთავრული წარწერით; ეს ფურცელი სხვა ხატიდან უნდა იყოს აღებული, რასაც ამტკიცებს ის, რომ მისი ორნამენტები სხვა არის, ხოლო ხატის არისა და აშიებისა კი სსვა.

საკერებლის წარწერა:

...რო: შ~ე: ცოდვჲლი:. ხუ(ტ)ლაბ...

იკითხება: [...]რო (?) შეიწყალე ცოდვჲლი ხუტულ (თუ ხუტლუ?) აბ[აშიძე?].