There are no translations available.
<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
პირველი ტოლა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ხვანჭკარის თემი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ასკისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 17 კილომეტრი. სოფელში დგას მაცხოვრის ეკლესია. მეორე ტოლა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. სოფელში დგას სამების ეკლესია
ტოლას ეკლესიები (ამბროლაურის რ-ნი),ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.124. - სოფ. ტოლას მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები.ტოლა //საქართველოს მიზეუმის მოამბე. ტ.V. -ტფ., 1935. - გვ.204-205. - სოფ. ტოლაში მდებარე მაცხოვრისა და სამების სახელობის ეკლესიების მოკლე არქიტექტურული დახასიათება.
3. მეორე ტოლას წმ. სამების ეკლესია. პირველიტოლას მაცხოვრის ეკლესია //კეზევაძე მ. ეგზარქოსობის დროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. - ქუთაისი. - 2005. - გვ.21.; გვ.25 - 1811-1917 წწ. ტოლას ეკლესიებში მოღვაწე მღვდლების ნუსხა.
ტოლა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.124
ტოლას არის ორი ძველი ეკლესია: ერთი მაცხოვრისა, პირველ ტოლას, ანუ პირველ უბანს. და მეორე სამებისა, მეორე ტოლას.
1. მაცხოვრის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 6,3X4,7 მ. ნაგები შირიმის ქვისა და კირისაგან (ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ნაწილები ნაგებია რიყის ქვით). დგას მარტო კედლები, რომლებიც შიგნით და გარეთ გალესილია კირით. სახურავის უდიდესი ნაწილი გადახდილია, დარჩენილი ნაწილი კიდევ სულ დამპალია. იატაკად აგია სწორპირიანი ქვა. ეკლესიას კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი აღმოსავლეთით -1, სამხრეთით - 1: დასავლეთით - 1, ტრაპეზი საკურთხევლის შუაშია, სამკვეთლო კედელშია გამართული. საკურთხეველში არის ორი თახჩა (ერთი სამხრეთით, მეორე ჩრდილოეთით). ეკლესიას გარეთ, დასავლეთ მხარეს, კარის ასწვრივ აქვს ქვა ძველი ფორმის ჯვრის გამოსახულებით; უკანასკნელის ასწვრივ კიდევ კედელშივე ცხვრის (?) თავის გამოსახულებაა.
2. სამების ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 5X3,8 მ. ნაგები კლდის ქვისა და კირისაგან. დგას მარტო კედლები. სახურავგადახდილი. საკურთხევლის აღმოსავლეთი ნაწილი სწორკუთხედია; კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით. კარი აქვს სამხრეთით, დასალეთით და ჩრდილოეთით. სარკმელი აღმოსავლეთით -1, დასავლეთით -1, ტრაპეზი საკურთხევლის შუაში ყოფილა, დღეს იგი ნახევრად დაქცეულია; სამკვეთლო კუთხეშია გამართული; საკურთხეველშივე არის პატარა თახჩები; შუა ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელში არის მოზრდილი თახჩა. ეკლესიას გარეთ, დასავლეთის კარის ზემოთ, აქვს ქვა ძველი ფორმის ჯვრის გამოსახულებით.
|