topmenu

 

სკანდის ციხე - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე-ქალაქები და კოშკები>>>


ფოტოს ავტორი: ნანა ცინაძე

სკანდეს ციხე - ციციშვილი ირაკლი // ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.51.

VI საუკუნის ბიზანტიური წერილობითი წყაროები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ბიზანტია ირანის ომებთან დაკავშირებით, ასახელებენ ლაზიკის უმთავრეს ქალაქებსა და ციხეებს -არქეოპოლის-ნოქალაქევთან ერთად ქუთაისს, როდოპოლისს (ვარდციხე), სკანდეს და სარაპანას (შორაპანი). შორაპანი და სკანდე იბერიის საზღვართან მდებარეობდნენ და გზას კეტავდნენ ამ ციხეებში ომის დაწყების წინ იმპერატორმა იუსტინიანემ შეცვალა ლაზები რომის გარნიზონით, რომელმაც მალე დატოვა ეს ციხეები და ისინი სპარსელებმა დაიკავეს. 532 წლის დაზავების შემდეგ, ორივე ციხე გადავიდა რომაელების ხელში, მაგრამ ლაზებმა იმის შიშით რომ სპარსელები კვლავ დაეუფლებოდნენ მათ, თვითონ დაანგრიეს ორივე ციხე. ამგვარად ეს ორივე ციხე არსებობდა 532 წლამდე. შორაპანი ქუთაისთან იხსენიება როგორც დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ქალაქი. შორაპნის ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე, ფლატე კალთებით. გალავანი სისქით 1,2 მ, გამაგრებული იყო კონტრფორებით. უძველესი კედლები აგებულია შერეული წყობით, სადაც ქვის წყობაში დატანებულია მსხვილი აგურის ფენები, რაც ათარიღებს ამ კედლებს IV - V საუკუნეებით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ შორაპანში ბევრ ადგილას აღმოჩენილია ქვის კვადრები ანტიკური პერიოდისათვის დამახასიათებელი "მერცხლის კუდის" სახის სამაგრებით. ციხეს ახლავს კამარით დახურული გვირაბი, რომელიც ციხიდან მდინარე ყვირილამდე ჩადიოდა. სკანდეს ციხეც მდებარეობს კლდოვან ბორცვზე და მასაც გალავანი ჰქონდა შემოვლებული. კედლების ნაწილი აქაც შერეული წყობითაა შესრულებული და IV საუკუნით თარიღდება. ვარდციხე იყო ლაზიკის მნიშვნელოვანი ქალაქი. მის საფორტიფიკაციო სისტემაში გამოიყოფა ზღუდის სამი პერიოდის კედლები. უძველესია ერთი მეტრის სისქის კედელი რომელსაც უკავშირდება კოშკები. კედლები პოლიგონური წყობისაა ფლეთილი ქვისაგან. ეს კედლები თარიღდება IV საუკუნით. მეორე, უფრო მძლავრი კედლები აგებულია უფრო მსხვილი კირქვისაგან და ახლავს აგურის შრეები, რაც მათ V VI საუკუნეთა დასაწყისით ათარიღებს. არიანეს ცნობით, II საუკუნის 30-იან წლებში აფსაროში ხუთი რომაული კოჰორტა მდგარა.