There are no translations available.
< უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ზედა შავრა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 30 კილომეტრი.
ზედა შავრა - ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ. 1994.- გვ.80.
ზედა შავრას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (სურ32) ერთნავიანი შენობაა, ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი - აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით. მას აქვს ძვირფასი ჩუქურთმიანი ქვები, რომლებიც ადგილობრივ პირთა ცნობით მოტანილია "კვერთის ნასაყდრევი"-დან.
ზედა შავრა, ფოტო გ. ბოჭორიძის წიგნიდან, (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)
ზედა შავრა (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ. 1994. - გვ.80. - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. ზედა შავრა // საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.V.- ტფ., 1928.- გვ.181. - იოანე ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
3. ზედა შავრა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.IV.- თბ., 1979.- გვ.498. - სოფ.ზედა შავრაში შემორჩენილი წმინდა მარიამისა და წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიების ნანგრევების მოკლე აღწერილობა.
ქვედა შავრა - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 22 კილომეტრი.
ქვედა შავრა - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61
ქვედა შავრის "თეთრი ჯვარის" ეკლესია ერთნავიანი შენობაა 8X5 მ. ნაგები შირიმის თლილი ქვისა და კირისაგან. შენახულა მარტო კედლები, ნახევრად დაქცეული. იგი შიგნით ნანგრევით არის სავსე, კარი შენახულია დასავლეთით და სამხრეთით. ყველაზე უკეთესად შენახულა აღმოსავლეთი კედელი (რასაკვირველია ნახევრამდე). ეკლესია დაუქცევიათ 1932 წ. მასალა ადგილობრივი სკოლისათვის უხმარიათ. ეკლესიის ეზოზე აღმოსავლეთით დგას დიდი მუხა, დასავლეთით - კაკლის ხე, დასავლეთ-სამხრეთით მუხა. დაზიანებული კედლების ქვების წყობა სწორხაზოვანია.
ქვედა შავრა, ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.63. - სოფ. ქვედა შავრის "თეთრი ჯვარის" ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
|