|
There are no translations available.
< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე
საფარის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.IX, თბ., 1985, გვ.150. // მონასტრის მოკლე ისტორია, ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, ჩუქურთმათა შესრულების თავისებურებანი და მათი შედარება ბეთანიასა და ფიტარეთთან. მოხსენიებულნი არიან: ივანე და გაბრიელ საფარლები, იოანე მტბევარ-საფარელი, კალიგრაფი სვიმონ საფარელი, ხუროთმოძღვარი ფარეზასძე.
საფარის მონასტერი, ძველი ქართული კულტურულ - საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხიდან 10-12 კილომეტრზე.
კომპლექსის ყველაზე ადრინდ. შენობა X ს. მიწურულის ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის განახლების ფრაგმენტები ინახება საქ. სსრ ხელოვნ. მუზეუმში). წმ. საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII ს. დასასრ. და XIV ს. დასაწყ. მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი. სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები - სარგის II და ყვარყვარე დაკრძალული არიან წმ. საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და სამთავრო ცენტრად აქციეს. ტაძრისა და კარიბჭის სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი ფარეზასძე. წმ. საბას ტაძარი შვერილი კლდის პირზეა აღმართული. მის დასავლეთად სამხრით გაშლილია არა მარტო ადრინდელი შენობები, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაა. მღვდლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექტონიკაში ახალი ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ან. ნიშანმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობის ნაწილების შეფარდებაში (შდრ. ბეთანია, ფიტარეთი). გუმბათის ყელი დაგრძელებული და გაფართოებულია, რის შედეგად შენობის კორპუსი უფრო დაბალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყელზე ნახევარწრიული სარკმლების განაწილება კი უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი. მაგრამ მას წინდა დგას. მიშენებულობა აქვს. დას. კარიბჭე უხვადაა მოჩუქურთმებული. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდ. ქვით. სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსხვერპლთუხუცესის ლასკურისძის საგვარეულო სამარხი იყო. ზემოთ - საეკლესიო სამრეკლო. მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებული სხვა სამლოცველოები XIV–XVI სს. მიეკუთვნება. მონასტერს თავს დასყურებდა ციხე. გარეშე გალავანი ერთია. XVI ს-ში მიტოვებული მონასტერი XIX ს-ში რუსმა ბერებმა განაახლეს, ზოგი რამ ააშენეს, შეაკეთეს ან გადააკეთეს, რამაც პირვანდელი სახის დამახინჯება გამოიწვია. ს. მ-ის მონასტერში მთავარი წარწერამდეგი კათალიკოსი არსენ I (IX ს.). X–XI სს-ში აქ ილარიონ ქართველი და გაბრიელ საფარელი, XII ს-ში - იოანე მტბევარ-საფარელი. XII–XIII სს. მიჯნაზე - მწიგნობარი ეფრემი, XVI ს-ში - ცნობილი კალიგრაფი სვიმონ კარბელაშვილი. XVIII–XIX სს-ში - გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამთავნელი და სხვ.
ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII–XVI სს., თბ., 1955.
ვ. ბერიძე. ლ. მენაბდე.
საფარა - მთავარი გვერდი
საფარა - აღწერა, ისტორია, მდებარეობა, რუკა, მარშრუტები
საფარა - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
საფარა - ფოტოგალერეა //ფოტოალბომის სრული ვერსია
|