topmenu

 

ბარაკონი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.. <<<ეკლესია - მონასტრები>>>

ბარაკონი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 174

ეს დიდი, თლილი ქვით მოპირკეთებული და მდიდრულად მოჩუქურთმებული, ეკლესია რაჭაშია, რიონის ხეობაში, სოფ.წესის მახლობლად (ონის რაიონი). იგი 1753 წელს ააგეს რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით. ეს ნაამბობია შესასვლელთა ტიმპანებში მოთავსებულ ძალიან გრძელ და მაღალფარდოვან წარწერებში. ცნობილია ხუროთმოძღვარიც - ავთანდილ შულავრელი. შენობის გეგმა ტრადიციულია - სწორკუთხედი, საკურთხევლის აფსიდი, ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძი. ორნამენტაცია ტექნიკურად კარგი შესრულებულია, მაგრამ ხისტი და დაქუცმაცებულია. საყურადღებოა მისი მჭიდრო კავშირი ეროვნულ ტრადიციასთან. ირანული გავლენის კვალი (წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი ძეგლების უმეტესობისა) აქ არ შეინიშნება. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 18,7 მ., სიგანე - 15 მ.,

1. გ. ბოჭორიძე რაჭის ისტორიული ძეგლები: საქართვ. მუზეომის მოამბე, VII, ტფ., 1933, გვ.245-257