topmenu

 

საფარა - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

საფარა (ახალციხის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. საფარა //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრება XIII-XVI საუკუნეები.-თბ.,1955.-გვ.18-34. გეოგრაფიული მდებარეობა, მთავარი ნაგებობის - წმ.საბას ტაძრისა და მის გარშემო მდებარე მცირე სამლოცველოების, სამრეკლოს, იოანე ნათლისმცემლისა და წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიების ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

2. საფარა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. -თბ., 1974.- გვ.63 -გვ.159-160. საფარის მონასტრის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. საფარის კომპლექსის - X საუკუნის ერთნავიანი , ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. საბას სახელობის ეკლესიებისა და სამრეკლოს ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ეკლესიათა ზომები. ტექსტს დართული აქვს ფოტოები (ტაბ.173, 174, 176)და ნახაზები ვ.ბერიძის, გ.ბერიძისა და ტ.გაბუნიას ანაზომის მიხედვით.

3. საფარა //ზაქარაია პ. ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს.-წ.3.-XIII-XVIII სს.-თბ.,1981.-გვ.5-54.ტაძრის ვრცელი დახასიათება-მშენებლობის ისტორია, ფრესკული მხატვრობა, აგების თარიღი.

4. თორდია ჯ. რომ უფრო მძლავრად გუგუნებდეს საფარის ზარები //საბჭოთა ხელოვნება.-1984.-N2.-გვ.84-88.საფარის მონასტრის ისტორია და მდგომარეობა.

5. მაისურაძე ი. საფარა // საბჭოთა ხელოვნება.- 1964.- N3.- გვ.55-56.მოკლე ცნობები საფარის მონასტრის გეოგრაფიული მდებარეობისა და აგების თარიღის შესახებ.

6. მამიაშვილი ი. საფარა // ფრესკა.-1979.-N10.-გვ.7-9.ახალციხის ახლოს დაცული სამონასტრო კომპლექსის ისტორია, აგების თარიღი, წარწერები.

7. მარსაგიშვილი გ. საფარის მონასტერი // მეცნიერება და ტექნიკა.- 1980. -N6.-გვ.43-46.აღნიშნულია საფარის მონასტრის გეოგრაფიული მდებარეობა, აგების თარიღი, დახასიათებულია ძეგლის გეგმა, დეკორი, წარწერები.

8. ხუციშვილი გ. რამდენიმე შენიშვნა საფარის წმ.საბას ტაძრის კედლის მხატვრობაზე //საბჭოთა ხელოვნება.-1972.-N2.-გვ.81-82.საფარის სამონასტრო კომპლექსის წმინდა საბას ტაძრის მხატვრობა.

9. ხუციშვილი გ. ფრესკა საფარის მონასტრის წმ.საბას ტაძრიდან //ძეგლის მეგობარი.-1970.-N23.-გვ.64-67. -  საფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობის- წმინდა საბას ტაძრის ამგების, მანდატურთუხუცესი ბექა ჯაყელისა (XIII ს.) და ფრესკის - "იესეს ხის" შესახებ.

10. ხუციშვილი გ. ჯგუფური ისტორიული პორტრეტი საფარის მონასტრის წმ.საბას ტაძარში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია.-1971.-N1.-გვ.94-106.მხატვრობის დაწვრილებითი ანალიზი. მოხსენიებული არიან ფრესკაზე გამოსახული ისტორიული პირები: საბა ათაბაგი, ბექა მანდატურთუხუცესი, სარგის სამცხის სპასალარი და მისი ვაჟი ყვარყვარე.

11. საფარის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.150. მონასტრის მოკლე ისტორია, ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, ჩუქურთმათა შესრულების თავისებურებანი და მათი შედარება ბეთანიასა და ფიტარეთთან. მოხსენიებულნი არიან: ივანე და გაბრიელ საფარლები, იოანე მტბევარ-საფარელი, კალიგრაფი სვიმონ საფარელი, ხუროთმოძღვარი ფარეზასძე.

12. საფარა //ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები.-თბ.,1970.-გვ.18-33.ტაძრის მდებარეობა. მონასტერში შემავალი ნაგებობების, წმინდა საბას სახელობის გუმბათოვანი ტაძრის, წმინდა სტეფანეს სახელობის სამლოცველოს, მიძინებისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების, წმინდა დიმიტრის, იოანე ოქროპირისა და წმინდა სტეფანეს სახელობის სამლოცველოების ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის წმინდა საბას სახელობის ტაძრის დასავლეთი მხრის, გუმბათის,დასავლეთ სარკმლის, კარიბჭის, ჩრდილოეთი ფასადის, ჩრდილოეთი შეასასვლელის, ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი სარკმლების, დასავლეთი კარიბჭისა და სასახლის ნანგრევების ფოტოები.

13. საფარის მონასტერი //საქართველოს სულიერი საგანძური წ.I.-თბ.,2005.-გვ.303-307.XI საუკუნეში აგებული წმინდა საბას სახელობის საფარის მონასტრისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა. ცნობები სამცხის მფლობელების , ჯაყელების შესახებ. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

14. XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის ხუროთმოძღვრება: საფარა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.-თბ.-1990.-გვ.150-171.ძეგლის ისტორია, ისტორიული წყაროების და სამეცნიერო ლიტერატურის შეჯერება, ფრესკული და ეპიგრაფიკული წარწერების განხილვა, მშენებლობის ეტაპების დადგენა. ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი (ჰერალდიკური ფრინველების დახასიათება), ანალოგიები ფიტარეთის ტაძართან. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.34-40; ტაბ.LIII-LVIII).

15. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია: საფარის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.22-24.დაარსების თარიღი, ცნობები მომხატავთა შესახებ, მოკლე ისტორია, ანსამბლის აღწერილობა, ისტორიული ცნობები, საღმრთისმეტყველო და სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ბექა მანდატურთუხუცესი და მისი ვაჟები: სარგის, ყვარყვარე, შალვა (ჯაყელები), წმინდა საბას სახელობის ტაძრის ხუროთმოძღვარი ფარეძიძე, გრიგოლ ნაფშუენის ძე, ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ახლავს საფარის სამონასტრო კომპლექსის ორი ფოტო.

16. განვითარებული ფეოდალიზმი: საფარა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.100.წმ. საბას ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

17. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): საფარა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.67-68.ტაძრის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული და მხატვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXII.სურ.1).

18. ახალციხე და მისი მიდამოები //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.41-45.საფარის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა საეკლესიო ნაგებობების ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.მოხსენიებულნი არიან: სარგის და ბექა ჯაყელები.ტექსტს ახლავს ფოტო.

19. ბერიძე ვ. საფარის წმ. საბას ტაძარი //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის IV სამეცნიერო სესია 1949 წლის 9-10 და 11 ივნისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1949.-გვ.10.წმ. საბას ტაძრის მხატვრობის მოკლე მიმოხილვა.

20. საფარა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.233. განხილულია საფარის კომპლექსის წმ. საბას სახ. ეკლესიასა და სატრაპეზოში შემორჩენილი მცირერიცხოვანი ბერძნული წარწერები. მოცემულია წარწერების შესრულების სავარაუდო დათარიღება.

21. ბორჯომიდან ვარძიამდე: საფარა //გაბაშვილი ც. ვარძია გზამკვლევი.-თბ.,1945.-გვ.15.მოკლე ცნობა საფარის მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი ნაგებობების შესახებ.მოცემულია წმ. საბას, იოანე ნათლისმცემლის, წმ. მარინესა და ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიათა მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. აღნიშნულია წმ. საბას სახ. ეკლესიის კედლის მხატვრობის შესახებ. მოხსენიებული არიან: ტაძრის "დამაარსებელი და შემამკობელი" ბექა მანდატურთუხუცესი, საბა ათაბაგი, სარგის-სამცხის სპასალარი და ყვარყვარე ათაბაგები. ტექსტს დართული აქვს საფარის მონასტრის ფოტო და საფარის ნაგებობათა სქემა.

22. საფარა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.88. - მოკლე ცნობა სამონასტრო კომპლექსის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.