topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წინარეხი - მაღალაანთ კომპლექსი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მაღალაანთ ეკლესია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ.156

XII ს - ის დასასრული

ქართლშია, კასპის რაიონში, სოფ.წინარეხს ზემოთ, მდ.კავთურის მარცხენა ნაპირზე. აქ მთელი ფეოდალური ანსამბლის ნარჩენებია. იქაურობა, XV ს-დან მაინც, ძლიერ აზნაურებს მაღალაძეებს ეკუთვნოდა - აქედანაა სახელწოდებაც. ეკლესია ერთნავიანია, გრძელი ექვტერით  ფასადის მთელ სიგრძეზე. ეს ამ ტიპის შენობათა ერთი საუკეთესო ნიმუშთაგანია საქართველოში. პროპორციები მსუბუქი და ჰარმონიულია, ფასადთა დამუშავება (სამთაღედის სისტემა აღმოსავლეთსა და დასავლეთ ფასადებზე) ავტორის შემოქმედებით დამოუკიდებლობას მოწმობს. რეპერტუარისა და შესრულების მხრივ საინტერესო და ძალიან ოსტატურია ორნამენტაცია, საერთო დეკორაციული ეფექტისთვის ხუროთმოძღვარი ორი ფერის ქვის შეხამებასაც მიმართავს - ძირითად ყვითელ -ქვიშისფერთან ერთად, ლამაზი მწვანე ქვაც არის ნახმარი ორნამენტული ფრიზებისთვის. სამრეკლოები და კოშკი ეკლესიის გარშემო XVII - XVIII საუკუნეებისაა (იხ. ქვემოთ). ეკლესიის ზომებია: სიგრძე - 12,5 მ., სიგანე უკარიბჭოდ - 7,5 მ., კარიბჭიანად - 11მ - მდე, სიმაღლე შიგნით - 10,5 მ - მდე.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)