topmenu

 

შაორის ქოროღლი - ლ.მელიქსეთ -ბეგი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ... <<<ციხე-ქალაქები // საქართველოს მეგალითები>>>

შაორის ქოროღლი // ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 70-73

ეს სადგომი შესდგება ორი ძირითადი კომპლექსისაგან, რომლებიც მდებარეობენ ერთსადაიმავე მთის ორ მწვერვალზე. მათგან ერთი, შედარებით გრანდიოზული, მაღალზეა, ხოლო მეორე, მცირე დაბალზე. ამ ნაციხარ-ნაქალაქევს გაკვრით იხსენიებს 1898 წელს ზ.გულისაშვილი, ხოლო იმავე წელს ი.როსტომაშვილი დაწვრილებით აგვიწერს შემდეგი სიტყვებით: «Гора Корогли настолько крута и остроконечна, что подняться на вершину её верхом нет никакой возможности, и с половины горы приходится оставлять лошадей на склоне, а самым подниматься пешком. Но замечательно, что выше, на самой горе, доныне сохранилась в целости искусно сделанная дорога, шириною в четыре аршина, вся ровно устланная плитневыми камнями; она ведёт до самой вершины, и так и кажется, что по ней поднимались до самой крепости в экипажах (арбах)» (И.Ростомов, ор. ჩიტ., 26.). შემდეგ ი.როსტომაშვილი ეხება ამ ნაციხარ -ნაქალაქევის სახელწოდებას რომელიც, მისი აზრით, არ შეიძლება დაკავშირებულიყოს "ქოროღლი"-სთანაო, ვინაიდან საეჭვოა, რომ იგი  ქოროღლი, "ოდესმე ამ ადგილებში ყოფილიყოს". (не думаю, что бы он когда либо был в этих местах). როგორც თავის ადგილას ჩვენ უკვე დავინახეთ, არავითარი საჭიროება არ მოითხოვს, რომ სახელწოდება „ქოროღლი“ ციხე-სიმაგრეს უთუოდ, "ყაჩაღ ქოროღლი"-საგან მოეღოს, რადგანაც "ქოროღლი" თურქული ექვივალენტია "ცალთვალა", "თვალბრმა", "ციკლოპ"-ისა. რაც შეეხება ი.როსტომაშვილის მეორე განმარტებას, რომ ქოროღლის ციხე იგივე შაორის ციხე უნდა იყოს, ვახუშტის გეოგრაფიისა, რის გამოც უფრო სწორი იქნებოდა ამ ციხისათვის შაორის - ციხე გვეწოდებიაო, ეს შეხედულება სწორია და მისაღებიც. სახელწოდების განმარტების შემდეგ ი.როსტომაშვილი განაგრძობს ციხე-სიმაგრის აღწერას: «Крепость Кор-оглы окружена была домиками, как и Абульская; следы поселения видны и теперь, в виде множества домиков, или лучше логовищ, сложенных из плитневых камней, без глины, и имеющих здесь же под рукой в изобилии; домики покрыты теми же плитами, огромных размеров. Крепость построена на самой вершине горы и имеет внутри до 40 шагов длины. Высота стены достигает до 2-х и более саженей, а толщина до 5- 6 аршин. Внутри, кругом всей крепости у самой стены, до сих пор сохранилось до сорока помещении и столько же на сих последних, а всего около 80. Помещении в обоих этажах сохранилось в целости только несколько, а остальные разрушились. Длина, или что то же глубина смх помещении достигает до 4-х аршин, а ширина до 2 -3-х аршин. Каждое из этих помещении имеет особый вход с плошади крепости, но есть и такие, которые имеют ходы и их одного помещения в другое. ეს ნაციხარ-ნაქალაქევი ი.როსტომაშვილზე წინ აღწერილი იყო ე.ლალაიანის მიერ 1895 წელს, მაგრამ მის აღწერას, თუმცაღა დაწვრილებითს, არაფერი გააჩნია ისეთი, რაც დამახასიათებელი ყოფილიყო ამ ძეგლის "ციკლოპურ"-ობისა. საინტერესოა მხოლოდ ერთი მითითება, რომელიც აღნიშნულია გზამყოლის, მღვდელ ტერ-მარკოზ ტერ-ჰარუთიუნიანის ნაამბობის თანახმად, რომ ციხის სამხრეთ კედლის ერთ-ერთ კამაროვან უბეში, რომელსაც სიმაღლე ერთ არშინზე მეტი ჰქონდა, სიგანე კი ¾ არშ. და სიღრმე ¼ არშ, მოთავსებული იყო ადამიანის ქანდაკებაო. იგი თავღია იყო, ტანსაცმელით მუხლებამდე და უიარაღოთ". ამასთანავე, იგივე ე.ლალაიანი გადმოგვცემს, რომ ამ "ქანდაკებას ორსავე მხარეს ჰქონია წარწერა, რომელიც ვერც თითონ (ტერ-მარკოზს), ვერც მის გზამყოლ - ქართველს ვერ ამოუცვნიათ, თუ რა ასოებით ყოფილა დაწერილი". შემდეგ იგივე ე.ლალაიანი აღნიშნავს რა, რომ ერთ-ერთი "სენაკის აღმოსავლეთ კედლის კუთხეში მოთავსებული იყო ორი ქვაჯვარა, დასძენს, რომ იგი "შეეცადა მოეძებნა წარწერა და ადამიანის ქანდაკების შემცველი ქვა, მაგრამ ამაოდ"-ო. თვით ციხე-სიმაგრე მთავარი (ზედა) კომპლექსისა არსებითად ექვსწახნაგოვანი გეგმისაა (ტაბ. XXIVა), რომელთაგან დაცულია აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები (ტაბ.XXII), დანარჩენი კი ან ნახევრად დაქცეულია (სამხრეთ-აღმოსავლეთის), ანდა სრულიად განადგურებულია (ჩრდილოეთ-დასავლეთის). ასე რომ ი.როსტომაშვილის განცხადება, ვითომც "ნაციხარის მხოლოდ ერთადერთი აღმოსავლეთ კედლის მცირეოდენ ნაწილსღა მოუღწევია"-ო, კორექტივს მოითხოვს. ციხე-სიმაგრე შიგნით ამჟამად ქაოსს წარმოადგენს: სავსებით ანუ ნახევრად ჩამონგრეული ერთ ან ორსართულიანი ბინები ისეა დაგროვებული, რომ მათი ფიქსირება გეგმაზე შეუძლებელი იყო. შედარებით კარგადაა შენახული შესავალი კარი (ალაყაფი) აღმოსავლეთ კედელში (ტაბ.XXII), რომლითაც ქვეიდან ზევით ზიგზაგებით მიმავალი ქვაფენილი გზა თავდება, ხოლო გზის პირას, მარჯვნივ მონოლით-ობელისკი დგას, რომელიც ოთხწახნაგოვან და წვეტთავა ძეგლად მოსჩანს. თვით გზა კი, რომელიც უნიცუმ-ს წარმოადგენს, იშვიათია, ისევე როგორც ევროპაში ცნობილი ალლეეს ცოუვერტს-ი. დოლმენისებრი  ბინებიდან, რომლებიც აქა-იქ მრავლად არიან მიმობნეული ციხე - სიმაგრის გალავნის გარეთ, ყველაზე უკეთესად შენახულია ალაყაფის მარჯვნივ, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბინა (ტაბ. XXXV). იგი ფიქალით არის ნაშენი, რითაც არსებითად განსხვავდება გოხნარისა და ბედენის ლოდოვანის ანალოგიურ დოლმენთაგან (ტაბ.XXX-XXXIV). რაც შეეხება  ქვედა კომპლექსს, იგი პირველიდან შედარებით მცირე ზომისაა. იგი შესდგება გალავნისაგან, რომლის არე 10X15 მეტრამდეა, და მთლად დაშლილ ცალკეულ შენობათაგან. დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოაღწერილი ორივე სადგომი ერთმანეთზე ისეა დაკავშირებული, რომ, სახელწოდების გარდა მათი სიახლოვე ("ნათესაობა“) შესაფერ ლეგენდაშიც კი არის ასახული, რაც "ყაჩაღ ქოროღლი“-ს სიმხნე-სიმამაცეს მოგვითხრობს. ამასთანავე, დამაფიქრებელია ერთი ფრიად საგულისხმო გარემოება: რით აიხსნება, რომ არცერთი ამ გრანდიოზულ და არაჩვეულებრივ ნაციხარ-ნაქალაქევთაგანი არ იხსენიება ქართულ წყაროებში: ამის პასუხად, ჩვენის აზრით, შეიძლება ერთ-ერთი ამ მოსაზრებათაგანი გამოდგეს: 1) ეს სიმაგრე- ქალაქები თავიანთი დაფუძნებით, განვითარებითა და დაცემით წინ უსწრებენ ქართული საისტორიო მწერლობის ჩამოყალიბებისა და, კერძოდ, "წმ.ნინოს ცხორების" (ქართლის მოქცევის მეორე ნაწილის) ჩასახვის ხანას, უკიდურეს შემთხვევაში ერთი მათგანი, სახელდობრ აბულისა, მაინც იქნებოდა მოხსენებული იმ ქალაქთა მწკრივში, როგორიცაა ფოკა-ურბნის-მცხეთა. 2) ეს სიმაგრე-ქალაქები, რომლებიც მიუდგომელ სიმაღლეზეა აგებული, და ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია, რომ იქ ხალხს ზამთარ ზაფხულ ეცხოვროს, შეიძლება წარმოშობილიყვნენ, თავისთავად იგულისხმება, ციკლოპურ ნაციხართა საფუძველზე, ადრინდელი ფეოდალიზმის ხანას, როდესაც ჯავახეთის ტერიტორიაზე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა სწარმოებდა სახელმწიფოთა შორის, როდესაც სტრატეგიული მოსაზრებების გამო საჭიროდ შეიქმნა ძველი სიმაგრეების გამოყენება - გაფართოება იქ დიდძალი ჯარის მოთავსების მიზნით. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ეს ორი სადგომი თავის ნაგებობით ძირითადად განსხვავდება ბიზანტიური დროის ნაგებობათაგან დასავლეთ საქართველოში (V-VI სს.), როგორიც არიან არქეოპოლის - ნოქალაქევი, ციხისძირი (პეტრა?), ანაკოპია-ნიკოფსია, როდოპოლის - ვარციხე, მარტიროპოლის, შორაპანი, სკანდე, ტოლები და სხვ. ასეთ მოსაზრებას ჩვენ გამოვსთქვამთ მხოლოდ საკითხის დასმის წესით, რამდენადაც იმ მასალებს, რაც ჩვენს განკარგულებაშია, ვერ ძალუძს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა.