topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

შორაპანი - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<საქართველოს ციხე- ქალაქები>>>

 

შორაპანი და სკანდეს ციხე - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.- გვ.51

შორაპანი და სკანდე იბერიის საზღვართან მდებარეობდნენ და გზას კეტავდნენ ამ ციხეებში ომის დაწყების წინ იმპერატორმა იუსტინიანემ შეცვალა ლაზები რომის გარნიზონით, რომელმაც მალე დატოვა ეს ციხეები და ისინი სპარსელებმა დაიკავეს. 532 წლის დაზავების   შემდეგ, ორივე ციხე გადავიდა რომაელების ხელში, მაგრამ ლაზებმა იმის შიშით რომ სპარსელები კვლავ დაეუფლებოდნენ მათ, თვითონ დაანგრიეს ორივე ციხე. ამგვარად ეს ორივე ციხე არსებობდა 532 წლამდე. შორაპანი ქუთაისთან იხსენიება როგორც დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ქალაქი. შორაპნის ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე, ფლატე კალთებით. გალავანი სისქით 1,2  მ, გამაგრებული იყო კონტრფორებით. უძველესი კედლები აგებულია შერეული წყობით, სადაც ქვის წყობაში დატანებულია მსხვილი აგურის ფენები, რაც ათარიღებს ამ კედლებს IV- V საუკუნეებით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ შორაპანში ბევრ ადგილას აღმოჩენილია ქვის კვადრები ანტიკური პერიოდისათვის დამახასიათებელი „მერცხლის კუდის" სახის სამაგრებით. ციხეს ახლავს კამარით დახურული გვირაბი, რომელიც ციხიდან მდინარე ყვირილამდე ჩადიოდა.

სკანდეს ციხეც მდებარეობს კლდოვან ბორცვზე და მასაც გალავანი ჰქონდა შემოვლებული. კედლების ნაწილი აქაც შერეული წყობითაა შესრულებული და IV საუკუნით თარიღდება.