topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აიაზმა (წალკის რ-ონი)

<უკან დაბრუნება


აიაზმა (ყოფილი თეთრიწყარო) - სოფელია წალკის რაიონში (ედიქილისის საკრებ.:), წალკის ქვაბულის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ზე, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე - ზღვის დონიდან 1580 მეტრ სიმაღლეზე, წალკის წყალსაცავიდან 7 კმ, წალკიდან 17 კმ-ში. სოფელში მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა „წმინდა წყალს“ ნიშნავს. სოფელში დგას VI – VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV-ის დროს). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით. არქიტექტურული ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით აიაზმის ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისოს ეკლესიები. საინტერესო ისააა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება წყალუხვი წყარო, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

 

 

 

 

 

 

*********************************************************************************

აიაზმა // „ჟღერს ქვის ჰარმონია“, გამომც. „ციცინათლა“, თბილისი 2006, გვ. 26

აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20 -იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა "წმინდა წყალს" ნიშნავს.....ტექსტი სრულად აქ <<...