There are no translations available.
<უკან დაბრუნება
გ. ღამბაშიძე - "არსენჲ მ"-ის სამშენებლო კერამიკული წარწერა (ტყობჲა-ჲერდას (ინგუშეთი) ქრისტიანული ტაძრიდან // ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, VI, თბილისი,"მეცნიერება", 1998 წ.
გ. ღამბაშიძე
"არსენჲ მ"-ის სამშენებლო კერამიკული წარწერა ტყობჲა - ჲერდას (ინგუშეთი) ქრისტიანული ტაძრიდან
ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები
VI
ეძღვნება გიორგი ლომთათიძის ხსოვნას მისი დაბადებიდან 80 წლისთავზე
თბილისი,"მეცნიერება", 1998 წ.
მადლობას ვუხდით ბატონ გ. ღამბაშიძეს მოწოდებული მასალებისათვის
საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების კვლევა-ძიებისას აღმოჩენილია ქართულდამწერლობიანი კერამიკული ნაწარმი (სასუფრე - სამზარეულო - სამარნე სამშენებლო), რაც ნათლად მეტყველებს საქართველოს მოსახლეობაში ძველი დამწერლობის კარგ ცოდნასა და, საერთოდ, კულტურის მაღალ დონეზე1. პალეოგრაფიაში დანიშნულებისდა მიხედვით გამოყოფილი სამი, ერთმანეთისაგან განსხვავებული დამწერლობიდან ერთ-ერთი, ეპიგრაფიკული, იხმარებოდა ქვაზე, ლითონზე და სხვა მასალაზე ასოთა ამოჭრა-ამოკვეთის, გამოქანდაკებისა თუ ჭედვის დროს2. წარწერის შესრულების ტექნიკური ხერხებით გაპირობებულ თავისებურებათა გამო, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია კერამიკაზე არსებული წარწერები ეპიგრაფიკის ერთ-ერთ სახეობად - კერამიკულ დამწერლობად გამოიყოს (შდრ. „ლითონურ“ დამწერლობათ)3. კერამიკული დამწერლობისთვის დამახასიათებელია ნედლ თიხაზე ამოღარვით წარწერის შესრულება და იშვიათად, გამოწვის შემდეგ, თიხაზე ასოთა ამოკაწვრა4 სამშენებლო კერამიკაზე კი, ჯერ ყალიბში ტექსტისა და ასოთა სარკისებურად, ჩაღრმავებით (გამოყვანა, კრამიტის ზედაპირზე რომ პოზიტიური და ნაგებობის სახურავზე წასაკითხად გასარჩევი რელიეფური წარწერა გამოსახულიყო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ხელოსნის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ყალიბში გრაფემათა და ზოგჯერ სიტყვათა წაღმად და, აგრეთვე, გადაადგილებითაც ამოჭრა-ამოღარვის შედეგად კრამიტის ზედაპირზე წარწერის ცალკეული ასო, სიტყვა თუ მთელი ტექსტიც უკუღმად და "აღრეულად“ აისახებოდა “ხოლმე (იხ. ს.ფშაველის "კოხტა ღვთისმშობელის"5 ქვემო ჭალის "ჯვარპატიოსანის"6, შიომღვიმის მონასტრის7, არეშის ნაქალაქარის8, ბრტყელი კრამიტებისა და მსიგხუას ეკლესიის9 ღარისებრი კრამიტის წარწერები). აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობს კრამიტებზე წარწერათა სხვა ხერხებით გამოყვანის შემთხვევაშიც ერთ შემთხვევაში ნუსხა—ხუცური წარწერა ს.ბატანის ბრტყელ კრამიტზე10, მართალია, კრამიტის გამოწვამდეა ამოღარული, მაგრამ შევნიშნავთ, (რომ იგი არაძირითადია და შენობის სახურავზე დადებული კრამიტის წარწერის ქვემოდან წასაკითხად არ იყო გამიზნული - წარწერა კრამიტის გასწვრივ არის შესრულებული. ძირითადი ასომთავრული წარწერა და ცხოველის გამოსახულება კი რელიეფურად არის ყალიბით გამოყვანილი კრამიტის ქვედა ნაწილში, განივად; მეორე შემთხვევაში გრაფემა კრამიტის გამოწვის შემდეგ არის ამოკაწრული11, რაც არადამახასიათებელ და შემთხვევით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. არის შემთხვევები - აგურებზეც წარწერების არსებობისა (იხ. ფოხორაულების (თელავთან)12, ოთხთა ეკლესიის13 (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სამშენებლო კერამიკა). აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კერამიკული დამწერლობის ძეგლები უმთავრესად დაზიანებულია და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გვაქვს წარწერის სრული ტექსტი. მათი უმრავლესობა ეკლესიათა აღშენებას თუ აღდგენასთან დაკავშირებულ პირთა შენდობა - შეწყალება - ცხონების სავედრებელი, მოსახსენებელი შინაარსისაა14. წარწერები ძირითადად ასომთავრულითაა შესრულებული. გვაქვს კრამიტებზე წარწერის ნუსხურნარევი ასომთავრულითა (ს.კუპრიანთკარიდან)15 და ნუსხა-ხუცურით შესრულების შემთხვევები (ს.მატანიდან)16. ეპიგრაფიკულისა და დანარჩენ გვაროვანი დამწერლობების - წიგნურისა და "მდივანმწიგნობრულისთვის", მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთი ნიშან-თვისებებით ჩამოყალიბდნენ, დამახასიათებელია ის მოვლენა, რომ, დამწერლობითი ხელოვნების განვითარებასთან ერთად, ერთ დარგში შემუშავებული დამწერლობა სხვა დარგებშიც იქნა გამოყენებული (მაგ., ქვის წარწერათა დამწერლობა - ხელნაწერებში, ლითონური დამწერლობა - ქვის წარწერებში, ხელნაწერთა დამწერლობა - კედლის წარწერებში)17. კერამიკული დამწერლობაც, ბუნებრივია, ქართული დამწერლობითი ხელოვნების განვითარების ტენდენციებს ემორჩილებოდა და მისი ზოგადი პალეოგრაფიული ნიშნების მატარებელია, თუმც წარწერათა შესრულების ტექნიკური ხერხებით გაპირობებული გარკვეული თავისებურებანიც აქვს. სამშენებლო კერამიკული დამწერლობის ძეგლები ეკლესიათა სამშენებლო ლაპიდარული წარწერების მსგავსად, “ნაგებობათა ორგანული კომპონენტებია, მათი აშენებისა თუ აღდგენა - განახლების დროინდელია და, შესაბამისად საკუთრივ დამწერლობითი ძეგლის მნიშვნელობასთან ერთად, საყურადღებოა იმ ძეგლთა ისტორიის გასაშუქებლადაც, საიდანაც მომდინარეობენ18.
(+)
შუა საუკუნეთა საქართველო - ინგუშუთის ისტორიულ ურთიერთობათა თვალსაჩინოდ გამომხატველი ძეგლის ტყობია-იერდას ნატაძრალს (ტაბ.XLII) უკავშირდება საყურადღებო ძველქართულდამწერლობიანი სამშენებლო კერამიკა - ბრტყელი და ღარისებრი კრამიტები, რომელთა ნატეხი და მთელი ცალებიც მრავლად აღმოჩნდა 1969-70 წლებში ჩატარებული არქეოლოგიურ-სარესტავრაციო სამუშაოებისას. ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტი ორი სხვადასხვა ზომის ყალიბში გამოყვანილი. პირველის ზომებია: სიგრძე - 41 სმ, განი თავში - 30 სმ, განი ბოლოში - 23,5 სმ, აკეცილი გვერდების სიმაღლე - 4,5 სმ. მეორენაირ ყალიბში დამზადებული კრამიტის ზომებია: სიგრძე - 37 სმ, განი თავში - 29 სმ, განი ბოლოში - 22,7 სმ, აკეცილი გვერდების სიმაღლე - 4,5 სმ19. ორივე ყალიბში მოჭრილი კრამიტის თიხის განლექვა - დამუშავება - გამოწვა მსგავსია და ერთნაირად ხარისხოვანი. N1 ყალიბში მოჭრილ ბრტყელ კრამიტზე არსებობს ასომთავრულით შესრულებული შემდეგი სამსტრიქონიანი დაქარაგმებული ტექსტი (იხ. ტაბ.XLIII):
1) Ⴕ`Ⴄ Ⴘ`ႣႬ ქ`ე შ`დნ
2) Ⴀ`Ⴐ Ⴑ Ⴌ 0 არ`სნ
3) Ⴋ მ
N2 ყალიბში მოჭრილ ბრტყელ კრამიტზეც ასომთავრულით შესრულებული შემდეგი სამსტრიქონიანი დაქარაგმებული ტექსტია (იხ.ტაბ.XLIV). ფოტოზე გამოსახული კრამიტის ზედა მარჯვენა მხარე ჩამოტეხილია, მაგრამ ათობით აღმოჩენილ სხვა კრამიტთა ფრაგმენტების გათვალისწინებით წარწერის I სტრიქონის ბოლოს Ⴌ (ნ) წაკითხვა უტყუარია:
1) Ⴕ`Ⴄ Ⴘ`ႣႬ ქ`ე შ`დნ
2) ႠႰ`ႱႬႱ არ`სნს
ვ) .Ⴋ. .მ.
ტყობია - იერდას ბრტყელი კრამიტების წარწერების ასოთა მოხაზულობაში, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ასოთა და ქარაგმათა კიდურების ზოგიერთ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად სოლისებრ გაგანიერება, სამკუთხოვნად „დანაკვთა“. ამგვარად არის შემკული №1 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერის შემდეგი ასოები:
I სტრიქონი:
Ⴕ (ქ)-ს ოთხივე ფრთის; Ⴄ (ე)-ს ბუნისა და მარცხნივ განზიდული ხაზის;
Ⴘ (შ)-ს ზედა რკალის; Ⴃ (დ)-ს სარქველის; Ⴌ (ნ)-ს ზედა განივი ხაზისა და ქვედა რკალის მარჯვენა კიდურები; ორივე ქარაგმის კიდურები.
II სტრიქონი:
Ⴀ (ა)-ს სარქველისა და მუცლის რკალის, Ⴐ (რ)-ს ქვედა მარცხენა რკალის, Ⴑ (ს)-ს რკალის, Ⴌ (ნ)-ს ზედა განივი ხაზის, ა (ჲ)-ს რეალის ზედა კიდური; ქარაგმის ორივე კიდური.
III სტრიქონი:
მ-ს ზედა განივი ხაზის კიდური. ასევეა შემკული N2 ყალიბში გამოყვანილი კრამიტის წარწერის შემდეგი ასოები:
I სტრიქონი:
Ⴕ (ქ)-ს ოთხივე ფრთის; Ⴄ (ე)-ს მარცხნივ განზიდული ხაზის; Ⴘ (შ)-ს ზედა რკალის მარცხენა და ქვედა რკალის კიდურები: Ⴃ (დ)-ს სარქველის; Ⴌ (ნ)-ს ზედა განივი ხაზისა და ქვედა რკალის მარჯვენა კიდური; ორივე ქარაგმის კიდურები.
II სტრიქონი:
Ⴀ (ა)-ს სარქველისა და მუცლის რკალის, Ⴐ (რ)-ს ბუნისა და რკალთა კიდურები: ორივე ს-ს რკალის კიდური; Ⴌ (ნ)-ს ზედა განივი ხაზისა და რკალის მარჯვენა კიდური; ქარაგმის ორივე კიდური.
III სტრიქონი:
მ-ს ზედა განივი ხაზის კიდური; მ-ს გვერდებთან არსებული რელიეფური სამკუთხოვანი ნიშნები. ასოთა კიდურების, ზოგჯერ ასოთა ტანის სხვა ნაწილებისა და ქარაგმათა სამკუთხა ნაკვთებით სოლისებრ გასქელება, “კიდურტყუპწვეტოვნება“ თუ “წაისრულობა” ქართულ ლაპიდარულ დამწერლობაში X ს. II ნახევრიდან20, X ს. დამლევიდან21 თუ X-XI სს. მიჯნიდან22 იწყება, დამახასიათებელია ქართული დამწერლობის გარკვეული პერიოდისათვის, სახელდობრ, X ს. დამლევისა და XI ს. I ნახევრისათვის23 და ძლიერ გავრცელებულია XI ს I ნახევრის მანძილზე“24. ასონიშანთა და ქარაგმათა აღნიშნული წესით "დანაკვთა" - შემკობის მრავალი შემთხვევა იძებნება, აღნიშნულ საუკუნეთა დამწერლობის ძეგლებში (იხ.უდეს ღვთისმშობლის ეკლესიის სტელა X ს.)25, არადეთის წ`ა გიორგის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკი (X-XI სს.)26, ატენის სიონის (X-XI სს) წარწერები №№2427, 2628, 2829; ალავერდის (XI ს. I ნახ.), მანგლისის (XI ს. I მეოთხედი), სვეტიცხოვლის (XI ს. I მეოთხედი), სამთავისის (1030 წ)30, ზედაზნის ეკლესიის კანკელის (X ს. დამლევი)31, ხირსის წ`ა სტეფანეს ეკლესიის (XI ს. I ნახ)32, ქორეთის ღმრთაების ეკლესიის (1000 წ.)33, ქუთაისის ბაგრატის ტაძრის (1001-1008 წწ.)34 სამშენებლო წარწერა, ნიკორწმიდის ბაგრატ მეფის წარწერა (1010-1014 წწ.)35, კაცხის ბაგრატ მეფის წარწერა (1010-1014 წწ)36, სავანის წარწერები (1046 წ.)37, ანუხვას (XI ს.)38, ბესლეთის ხიდის (XI ს.)39, ზემო კრიხის (XI ს.)40, ინჩხურის (XI ს)41, კაცხის ჯვრის ამაღლების გამოსახულების (XI ს.)42, კაცხის იოჰაბის43, კაცხის ჯიხუაისძის (XI ს)44, ლაშეს ღვთისმშობლის ეკლესიის (XI ს.)45, მთისკალთის ეკლესიის (XI ს.)46, ნიკორწმიდის ქათამ-ვეშაპის გამოსახულების (XI ს.)47, ნიკორწმიდის (XI ს)48, პატარა ონის წმ.ნიკოლოზის ეკლესიის49, სვიფის წ`ა გიორგის ეკლესიის (XI ს.)50, ქედისუბნის (XI ს.)51, ღუმურიშის (XI ს.)52, წებელდის (XI ს)53. ჯრუჭის წ`ა გიორგის ეკლესიის (XI ს.)54, საყდრის მეორე საკურთხევლის წინა ჯვრის (X ს.)55, ჩიხარეშის ტრიპტიხის (X ს)56, ფაკის ხატის (X ს)57, ლაგურკას ღვთისმშობლის ხატის (X ს.)58, ლაბეჭინას ღვთისმშობლის ხატის (XI ს.)59, ნაწულის ღვთისმშობლის ”ხატის“60, მურყმელის ჯვრის (XI ს.)61, ჩუყულას არქანგელოზ მიქელის (XI ს.)62, სეტის წ`ა გიორგის (XI ს)63, გელათის წ`ა მამას (XI ს.)64 წარწერა და სხვა. ტყობა-იერდას ტაძრის ბრტყელ კრამიტთა წარწერებში ასოთა და ქარაგმათა კიდურების ზოგიერთ შემთხვევაში სამკუთხოვნად „დანაკვთა“ - ოდნავ შესამჩნევი „ტყუპწვეტოვნება“, „ტყუპწვეტოვანი“ ხელოვნებითი დამწერლობის საწყისი ეტაპის გამომხატველია და კერამიკული დამწერლობის ამ ნიმუშთა X ს II ნახევრისათვის თუ მიწურულისათვის მიკუთვნებას სრული საფუძველი აქვს. ტყობია–იერდას ტაძრის ბრტყელ კრამიტებზე არსებულ წარწერებში ასო მ-ს კორპუსის შემკვრელი ხაზი ბუნის მარჯვნივ არ არის გადასული, რაც X ს ძეგლებში ზოგჯერ დასტურდება65 განუსხურება - გამხედრულებისაკენ მიდრეკილი მსგავსი კონფიგურაციის მ გვხვდება X, X-XI სს. მიჯნის ბევრ წერილობით ძეგლში (იხ. მაჩხაანის ეკლესიის (X ს.)66, კაზრეთის "სათხის“ ეკლესიის X ს. ხელოსნის მოსახსენებელი წარწერა67, ახალსოფლის ეკლესიის X ს. ბოლო მეოთხედის ბაგრატ III-ისა და გურანდუხტ დედოფლის მოსახსენებელი წარწერა68, ს. საბუეს წ`ა იოვანე ნათლისმცემლის ეკლესიის აბრაჰამის X ს. მოსახსენებელი წარწერა69, თრიალეთის ახალქალაქის წ`ა გიორგის ეკლესიის X-XI სს მიჯნის რატ ერისთავთ-ერისთავის მოსახსენებელი წარწერა70, „შეპიაკის“ (წალკის რ-ნი) ეკლესიის X-XI სს მიჯნის ხარვეჩინის სამშენებლო წარწერა71, მანგლისის ტაძრის გიორგი მეფის XI ს. პირველი ათეულ წლების წარწერა72 საინტერესოა აღინიშნოს, რომ მანგლისის.ტაძრის იმავე დროის თევდორე ევჩინის ძის წარწერაში ზოგჯერ ასო მ-ს კორპუსის შემკვრელი ხაზი გადასულია ასოს ბუნის მარჯვნივ, ზოგ შემთხვევაში კი არ არის გადასული73; ასევე, ღოდომის ძის თულაჲს წარწერაში ერთ შემთხვევაში გადასულია და მეორეში არა74. სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის 1030 წ. ვაჩე ყანჩაელის ძის ილარიონის წარწერა75; ფიის წ~ა გიორგის ეკლესიის (X ს.) წარწერა76 ოქრობაგეთის (შავშეთი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) ეკლესიის 934 წ. მამალაჲსძეთა მოსახსენებელი წარწერა77 და სხვ·). საერთოდ, მიჩნეულია, რომ ასომთავრული გრაფემების გაკუთხოვნება - განუსხურება - გამხედრულებას ადგილი აქვს IX-X სს, ხოლო XI ს-დან - აღარ78. ამრიგად, ტყობია - ჲერდას ბრტყელი კრამიტების წარწერების ასო მ მითითებული პერიოდის ქართული დამწერლობისთვის დამახასიათებელი ტენდენციის მატარებელია. ტყობა-ჲერდას ბრტყელ კრამიტთა წარწერების დამახასიათებელ პალეოგრაფიულ ნიშანთაგან აღვნიშნავთ, რომ Ⴀ (ა)-სა და Ⴃ (დ)-ს სარქველი კორპუსისგან ყელით აქვს გამოყოფილი79, ასო Ⴄ (ე)-ს გააჩნია ცხვირის მარცხნივ განზიდული ხაზი80, Ⴐ (რ)-სა81 და Ⴘ (შ)-ს82 რკალები გახსნილია. მათ მრავლად ეძებნებათ ანალოგიები აღნიშნული პერიოდის ქართული დამწერლობის ზევით მითითებულ ძეგლებში. საინტერესოა დაკვირვება ტყობაა - ჲერდას ბრტყელი კრამიტების წარწერებში სიტყვების გამოყოფისა და განკვეთილობის, თუ, სასვენი ნიშნების ხმარების თვალსაზრისით, რაც გარკვეული ეპოქის მიმანიშნებელია. როგორც აღინიშნა, ორ სხვადასხვა ყალიბში მოჭრილ ბრტყელ კრამიტებზე არსებული თითქმის იდენტური სამსტრიქონიანი წარწერა ოთხ-ოთხ დაქარაგმებულსიტყვიანია. ამასთან, I სტრიქონი შედგება ორ-ორი სიტყვისგან, II და III სტრიქონები - თითოსგან. ორივე ყალიბის კრამიტების I სტრიქონის ერთმანეთის გვერდით არსებული დაქარაგმებული სიტყვები Ⴕ~Ⴄ(ქ~ე) და Ⴘ~ႣႬ(შ`დნ) ერთმანეთისგან არც დაშორებულია და არც განკვეთილობის ნიშნით არის გამოყოფილი. განკვეთილობის ნიშანი არ უზის არც II სტრიქონის ერთადერთ სიტყვას - ႠႰ~ႱႬა(არ`სნჲ) - ႠႰ~ႱႬႱ(არ~სნს) და არც №1 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერის III სტრიქონის ერთადერთ ასო მ-ს. სახარების ხანმეტი ტექსტების შესწავლით გაირკვა, რომ განკვეთილობისა და სასვენი ნიშნები ქართულ მწერლობაში უკვე VI ს. უხმარიათ. არაბთა ბატონობით გამოწვეული კულტურული დაქვეითების შედეგად სასვენი ნიშნების ხმარებას გადაჩვეულან და მხოლოდ განკვეთილობის ნიშნები უხმარიათ83. V-VIII სს. წარწერებში განკვეთილობის ნიშნები არ იხმარება და სიტყვებიც არ არის ერთმანეთისგან დაშორებული84. IX ს. იწყება სიტყვათა ერთმანეთისგან დაცილება და განკვეთილობის ნიშნად ორწერტილის ხმარება, თუმც ზოგჯერ სიტყვები დაცილებულია განკვეთილობის ნიშნების გარეშე და, პირიქით, განკვეთილობის ნიშნები უზის ერთმანეთისგან დაუცილებელ სიტყვებს85. ამავე დროს, IX-X სს. წარწერებში ხშირად სიტყვები ერთმანეთისგან დაუცალკევებელია და არც განკვეთილობის ნიშნებია ნახმარი. საბოლოოდ, სიტყვათა დაშორიშორებაც და განკვეთაც წესად XI სდან მკვიდრდება86. ამ თვალსაზრისით ტყობია - იერდული ბრტყელი კრამიტების წარწერები IX-X სს.დამახასიათებელი ვითარების გამომხატველია. კრამიტთა წარწერების I სტრიქონში სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული და არცგანკვეთილობის ნიშნებით გამოყოფილი, მაგრამ, ამავე დროს, მაინც ჩანს სიტყვათა ერთმანეთისგან გამოყოფის ტენდენცია. პირველი სიტყვის - „ქრისტეს“ დაქარაგმებული ასოები Ⴕ`Ⴄ (ქ`ე) სტრიქონში „ასოთა ვიწროდ დასხმით”-აც და ასოთა „სიგრძე-სივრცით“-აც განირჩევა, მაშინ როცა მეორე სიტყვის - “შეუნდვენ” დაქარაგმებული ასოები Ⴘ`ႣႹ (შ`დნ) უფრო “გაწყობითაც“ არის „დასხმულნი“ სტრიქონში და უფრო დიდრონადაც „ჩამონაკვთილნი“. რაც შეეხება N2 ყალიბის წარწერის III სტრიქონის სიტყვის საწყისი ასო მ-ს შუატანის ორსავე მხარეს არსებულ სამკუთხოვან რელიეფურ თითო წერტილს, იმის გათვალისწინებით, რომ განკვეთილობის ნიშნები ტყობჲა-ჲერდას კერამიკულ წარწერებში სხვაგან არ არის ნახმარი, ის ნიშნები შეიძლებოდა დეკორატიულ სამკაულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ისინი ასო მ-ს ორივე მხრიდან უზის, რაც კომპოზიციური სიმეტრიულობის დაცვით შეიძლება აიხსნას. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ XI ს გიორგი მთაწმიდელის შემდეგ, რომელმაც შემოიღო განკვეთილობის ნიშნები, ეფრემ მცირეს მიერ ქართულ მწერლობაში შემოღებულ სასვენ განკვეთილობის სისტემაში „ერთწერტილი“ „მცირედ სასუენად“ არის მიჩნეული (იმ სისტემით „ორწერტილი - გასაკუეთელად სიტყჳსაჲ” ”სამწერტილი - დიდად სასუენად“, ”ექუსწერტილი - სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებელად სიტყჳსა-დ იქნა განსაზღვრული)87, შესაძლოა, ეს სისტემა, რომელიც „მთელმა განათლებულმა ქართველობამ მიიღო“ (ივ.ჯავახიშვილი), გარკვეულად პრაქტიკაში არსებულ ტრადიციას ემყარებოდა და ამ ვარაუდიდან გამომდინარე, ასო მ-ს გვერდებთან დასმული ერთწერტილები გამოთქმული მოსაზრების პარალელურად, იქნებ “მცირედ სასუენად” იქნეს მიჩნეული, რომლითაც ასო მ-ს ქვეშ ნაგულისხმევი სიტყვა გამოეყოფა წინმავალ ტექსტს (რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ N1 ყალიბის წარწერის III სტრიქონის სიტყვის საწყის ასო მ-ს არ აქვს დასმული ანალოგიური წერტილები, იქნებ ეს აიხსნებოდეს იმ წარწერაში, N2 ყალიბის ტექსტისგან განსხვავებით, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების განსხვავებული შემთხვევით - იხ. ქვევით). ტყობა-იერდას №1 ყალიბში მოჭრილ კრამიტზე არსებული წარწერის II სტრიქონში ასო ა (ჲ) 2-3-ჯერ არის დაპატარავებული სხვა გრაფემებთან შედარებით და ჩასმულია წინმდგომ ასო Ⴌ (ნ)-ს თავხაზსა და ქვედა რკალს შორის არსებულ სივრცეში. მსგავსი შემთხვევები ასოთა დაპატარავებისა და სხვა ასოებში ჩასმისა, რაც, ალბათ, განპირობებული იყო საწერი ადგილის სიმცირითა და დეკორატიულ - კომპოზიციური მოსაზრებითაც, მრავლად გვხვდება ძველი ქართული დამწერლობის ძეგლებში (იხ.ბეთლემის (პალესტინა) ქართული მონასტრის აბა ანტონის VI ს. მოზაიკური წარწერა88, რუისის ტაძრის გიორგი ეპისკოპოსისა და ტაძრის კონქში არსებული XI-ს. I ნახევრის წარწერები89, მანგლისის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის სარკმლის თავსართზე არსებული XI ს. I მეოთხედის წარწერა90, სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის 1030 წ. წარწერა91, დარკვეთის ეკლესიის დასავლეთის კედლის სამშენებლო და დასავლეთის სარკმლის ზედანზე არსებული XI ს. წარწერები92, ნიკორწმიდის ტაძრის სამხრეთი კედლის XI ს. წარწერა93, მესტიის მუზეუმის წ`ა გიორგის XIV-XV სს. ხატის წარწერა94 და ა.შ.) და ამ მხრივაც ტყობია-ჲერდული შემთხვევა გამონაკლისს არ წარმოადგენს. №1 ყალიბის კერამიკულ წარწერაში საკუთარი სახელი არსენი ჲ-ზე მთავრდება. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ძველ ქართულ წერილობთ ძეგლებში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ი-ს ჲ ცვლის. მაგ, საკუთარი სახელის - გიორგის გადმოცემისას გრაფემა ი გადმოცემულია ჲ-თი ჯუმათის (XI ს), სუჯუნას (XI ს.), ნაკიფარის (XI ს.)95, იფარის96, მესტიის მუზეუმის (XIV-XV სს.)97 წ`ა გიორგის ხატების წარწერებში; არეშის სტელისა (X ს.)98 და ბაჯითის ეკლესიის წარწერებში (XI I ს.)99. ჲ-ზე მთავრდება საკუთარი სახელი გაგიკი ხირსის წ`ა სტეფანეს სახელობის ეკლესიის (XI ს. I ნახ.) წარწერაში100, მიქელი - ატენის სიონის წარწერაში101, ჩანგლის ეკლესიის (XI-XII სს. დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) წარწერაში საკუთარი სახელი ეგნატი ბოლოვდება ჲ-ზე102. იმავე ძეგლის წარწერებში ის მაგივრად ჲ იხმარება სხვა შემთხვევებშიც - „გაიღებდჲნ“, „მიეცემოდჲს”103; ჲ-თაა გადმოცემული საკუთარი სახელები იესუ, იოვანე, იესე, იუდა და სხვ. კუმურდოს, აბასთუმნის, ოპიზის, ყალა-ბოინის104, სხიერის (IX-X სს.)105 წარწერებში; ჲ-ზე მთავრდება სიტყვა „ჯუარჲ“ კაცხის ტაძრისა (1014-1027 წწ.)106 და ყველის ციხის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) ქვის სვეტის (XI ს) წარწერებში107, „არქიეპისკობოსჲ“ ნინოწმიდის წ`ა ნინოს ეკლესიის საკურთხევლის (X-XI სს.) წარწერაში108, „[ქორ]ეპისკოპოსჲ“ თორღას ციხის წარწერაში109. ი-სა და ჲ-ს ურთიერთშენაცვლების მაგალითები გვხვდება ფიტარეთის ტაძრის (XIII-XIV სს.)110, ლეკნარის (X-XI სს.), შრომისუბნის (X ს)111, არხოტის (1222-1230 წწ.)112, განძანის (XIV ს. I ნახ)113, დმანისის სიონის კარიბჭის (XII ს. დამლევი- XIV ს. დამდეგამდე)114 წარწერებში და, საერთოდ, ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში ი-ს ჲ-თი შეცვლის მრავალი შემთხვევა დასტურდება115, რაც ახსნილია ჲ-ს ფუნქციის დაქვეითებით116. ამრიგად, ტყობაა - ჲერდულ კერამიკულ წარწერაში ჲ-ს მაგივრად ჲ-ს ხმარება ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის დამახასიათებელი მოვლენის გამოხატულებაა. ტყობია-ჲერდას N2 ყალიბში მოჭრილ ერთ-ერთ კრამიტზე117 (იხ. ტაბ.XLIV) გამოწვამდე ამოღარულია 4 პატარა ოთხკუთხედი, რომლებშიც ჯვრებია ჩაწერილი. ისინი I და II სტრიქონთა შორისაა განლაგებული - სამი მათგანი ერთმანეთის გვერდით არის, მეოთხე კი - შუა გამოსახულების ქვევითაა II სტრიქონის ქარაგმის თავზე.
(+)
ამ ნიშანთა შესახებ გარკვევით რაიმეს თქმა ჭირს, მით უმეტეს, რომ ყველა კრამიტზე ისინი არ გვხვდება საერთოდ, ხელოსნის დავღები შუა საუკუნეთა ქართულ კრამიტებზე იშვიათია118. რაიმე ფუნქციაც ტყობია-იერდას კრამიტის დეკორატიულობაში მათ თითქოს არ უნდა გააჩნდეს. შესაძლოა, ისინი მოჭრილი კრამიტის რაოდენობაზე მიუთითებს. საყურადღებოა ტყობია - ჲერდული ბრტყელი კრამიტების წარწერათა სინტაქსური თვალსაზრისით შესწავლა, რისთვისაც განვიხილოთ ისინი ცალ - ცალკე. N1 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელი არსენი ი ფუძიანია (როგორც აღინიშნა, ტყობია - ჲერდულ წარწერაში იგი ჲ-ზე მთავრდება). წარწერის ტექსტში არს(ე)ნჲ ირიბ ობიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, მიცემით ბრუნვაში იგი არს(ე)ნის119 ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, ტექსტი ამ სიტყვაზე რომ მთავრდებოდეს. ვინაიდან აღნიშნული საკუთარი სახელი არს(ე)ნჲ ფორმით არის გადმოცემული, უნდა ჩავთვალოთ, რომ წინადადება გრძელდება, საკუთარი სახელის შემდეგ მისი მსაზღვრელია, რომელიც წარწერის III სტრიქონის მხოლოასოიანი დაქარაგმების მ-ს ქვეშ უნდა იყოს ნაგულისხმევი, რაც ქმნის საფუძველს, ასო მ-ს ქვეშ არს(ე)ნჲს წოდება, ხარისხი, თანამდებობა თუ გვარ-სადაურობა ვიგულისხმოთ. ამრიგად, N1 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერა ქარაგმების გახსნით და სინტაქსური ანალიზით, ჩვენი აზრით, ასე უნდა იკითხებოდეს:
ქ(რისტ)ე შ(ეუნ)დ(ვე)ნ არს(ე)ნჲ მ(...სა).
№2 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელი ასევე ირიბ ობიექტს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, იგი მიცემითი ბრუნვის ნიშნით არის წარმოდგენილი - არ(ე)ნ(ჲ)ს (წინა წარწერის მიხედვით, საკუთარი სახელის ფუძეში აქაც ი-ს მაგივრად ჲ-ს ვგულისხმობთ) იმავე ბრუნვაში უნდა იყოს მისი მსაზღვრელი მ-ის ქვეშ ნაგულისხმევი სიტყვაც120. ამრიგად, ტექსტის სინტაქსური ანალიზით, ქარაგმების გახსნით და იმ მოსაზრების დაშვებით, რომ №2 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერის III სტრიქონის მხოლოასოიანად დაქარაგმებული “სიტყვის გრაფემა - მ შესაძლოა „მცირედ სასუენობის“ ერთწერტილით არის გამოყოფილი, N2 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერა ასე უნდა იკითხებოდეს:
ქ(რისტ)ე შ(ეუნ)დ(ვე)ნ არს(ე)ნ(ჲ)ს, მ(...სა).
ტყობჲა-ჲერდულ ბრტყელ კრამიტებზე III სტრიქონში გვაქვს სიტყვის მხოლოასოიანი დაქარაგმების შემთხვევა - გამოსახულია ერთადერთი ასო მ. მიჩნეულია, რომ სიტყვათა დაქარაგმება გამოწვეული იყო წერის სისწრაფით, საწერი მასალის სიძვირით121, ძნელად დასამუშავებელი საწერი მასალითა თუ წარწერისთვის განკუთვნილი ადგილის სიმცირით122. ჩვენს შემთხვევაში, წარწერის ყალიბში შესრულების სიძნელესთან ერთად, ეტყობა, კრამიტის სიბრტყეზე რელიეფურ გრაფემათა განლაგების კომპოზიციურობაც იყო გათვალისწინებული, ვინაიდან სიტყვათა დაქარაგმების სხვა სისტემითაც გრაფემა მ–ის ქვეშ ნაგულისხმევი სიტყვის გადმოცემისათვის ადგილი საკმაოდ იყო. აღსანიშნავია, რომ ტყობჲა-ჲერდული კრამიტების ყალიბებში წარწერათა გამომყვანი გრაფემებისა და ქარაგმათა ნიშნების კრამიტის სიბრტყეზე განლაგების კომპოზიციურობას დიდ ყურადღებას უთმობს, იგი სიმეტრიულობის დაცვით ხასიათდება. მაგალითად, ეს კარგად ჩანს I სტრიქონში ქარაგმათა განლაგებით ქარაგმის ნიშანი მეორე სიტყვის - Ⴘ`ႣႬ (შ`დნ) მეორე ასოს Ⴃ (დ)-ს თავზე კი არაა გამოსახული, როგორც მოითხოვდა ამას სამასოიანად დაქარაგმებული სიტყვის დამოუკიდებელი კომპოზიციურობა, არამედ ქარაგმის ნიშანი მეორე ასოს - Ⴃ (დ)-სა და, ნაწილობრივ, მესამე ასოს - Ⴌ (ნ)-ს შორის, მათ თავზეა გამოსახული, რითაც გათვალისწინებულია I სტრიქონის ორივე სიტყვის ერთმანეთზე მიჯრით გამოყვანილი ხუთივე ასოზე ქარაგმათა განლაგების კომპოზიციურობა. ასევე აღსანიშნავია, რომ II სტრიქონის სიტყვის ქარაგმის ნიშანი სიმეტრიულად, სიტყვის შუაში, ასოთა თავზეა გამოსახული. ამავე დროს, იგი კომპოზიციურად I სტრიქონის ქარაგმათა შუაში წარმოსადგენი სამკუთხედის ქვედა წერტილშია გამოსახული. აღსანიშნავია ისიც, რომ III სტრიქონის ერთადერთი ასო - მ, რომელიც ვერტიკალზე მიჯრილია II სტრიქონის ასოებთან, მათ შუაშია და, შესაბამისად, II სტრიქონის ქარაგმის „გავლენა“ მასზეც ვრცელდება. გრაფემათა და ქარაგმათა კომპოზიციური განლაგების საკითხისთვის აღსანიშნავია, აგრეთვე, გრაფემათა და ქარაგმათა თანაბარი დაცილება კრამიტის აკეცილი გვერდებიდან თუ თავბოლოდან და ქარაგმათა დაცილება გრაფემებიდან. დაქარაგმების სისტემათა შორის ლაკონიზმით ყველაზე გამორჩეული მხოლოასოიანი დაქარგმებისას ვხვდებით მხოლოდ სიტყვის საწყის ასოს, რომლითაც აღინიშნება მთელი სიტყვა. როგორც გარკვეულია, მხოლოასოიანად „რამდენიმე ხშირად სახმარებელი სახელის დაქარაგმება ყოფილა წესად მიღებული123. ქართულ ხელნაწერ და ეპიგრაფიკულ ძეგლებში საკმაოდ მოიძებნება სიტყვათა მხოლოასოიანად დაქარაგმების შემთხვევები. ამ სისტემით არის გადმოცემული საკუთარი სახელები: მოსე - მ (ჭილ-ეტრატის იადგარი, X ს)124, მათე - მ (მათეს სახარების თარგმანები, XI ს I ნახ)125, ლუკა - ლ126, ქრისტე - ქ (საბუე, IX ს.127, ზემო სკრა, X ს.128), ქართლი - ქ (პარხალი, 973 წ.)129, გიორგი მეფის სიგელი მღვიმისადმი (1170 წ)130. გრიგოლ სურამელის დაწერილი მღვიმისადმი (1247/1250 წწ)131, არსებითი სახელები: „უფალო“ - ~ო (ატენის სიონის132, სვინაქსარი - 1535 წ.133 „უფალო“ - `ო (საყდრის ქედის ეკლესია, XII ს. ბოლო - XIII ს დასაწყისი)134, კათალიკოსი - `კ135, ჭყონდიდელი - ჭ136, მთავარი მამა - `მ137, მეფე - მ (ოთხთა ეკლესია, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. X ს. ბოლო ოცწლეული)138, წილკნელი - `წ139, ქართლისა კათალიკოსი - ქ`კ (ყაურმის ეკლესია, 1033-1048 წწ.)140, “სამთავნელმან“ - `ს (სამთავისი)141, ღმერთი - `ღ (შიომღვიმე)142, ერისთავი - `ე (თეთრიწყაროს რ-ნი)143, „ერისთავთ ერისთავისა“ - ე`ე (ოთხთა ეკლესია X ს. ბოლო)144, ზედსართავი: „წმიდაო“ `წ (შუამთა)145, „გლახაკი“ - `გ (ხირსა, X-XI სს)146, „გლახაკმა“ – გ (სამთავისი)147, „ძლიერი“ - `ძ (სამთავისი)148, ნაცვალსახელი: ჩუენი - ჩ (ჭილ-ეტრატის იადგარი)149, ზმნა: ”ადიდე“ - ა (ოთხთა ეკლესია, X ს. ბოლო ოცწლეული)150, თანდებული: გან- ~გ (ჭილ-ეტრატის იადგარი, X ს.)151; კავშირი; რამეთუ - `რ152, ხოლო - `ხ153, „და“ - `დ (ატენის სიონი, X-XI ს”ს.)154; - დ საყდრისქედის ეკლესია155; ბრუნვის ნიშანი: - მან - `მ156 და სხვა). საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დაქარაგმებული სიტყვის ამოკითხვა ხშირად სათუოა და მისი წაკითხვა ზოგჯერ მხოლოდ ვარაუდს ემყარება157. ეს, პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, მხოლოასოიანად დაქარაგმებული სიტყვის გაშიფრვას შეეხება. წერილობით ძეგლებში არსებით სახელთა მხოლოასოიანი დაქარაგმების მაგალითების მოხილვა გვიჩვენებს, რომ დაქარაგმების ეს წესი ბიბლიური სახელების, საეკლესიო თუ საერო წოდებათანამდებობათა აღსანიშნავად იხმარებოდა. ტყობჲა - ჲერდულ ბრტყელ კრამიტებზე არსებული მხოლოასოიანი დაქარაგმების ასო მ, ჩვენი აზრით, იმავე ხასიათისა უნდა იყოს და „არსენჲ”-ს თანამდებობას, წოდება - ხარისხს თუ სადაურობას უნდა გამოხატავდეს, მით უმეტეს, რომ №1 კრამიტის წარწერის ტექსტის სინტაქსური განხილვისას გაირკვა, რომ ასო მ-ის ქვეშ საკუთარი სახელის - „არსენჲ-ს მსაზღვრელი სიტყვა უნდა ვივარაუდოთ. საქართველოში ტაძართა მშენებლები მეფენი, დიდი საერო და საეკლესიო ფეოდალები და ესა თუ ის თემები იყვნენ158. ინგუშეთში ქრისტიანული ტაძრის აგება საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ და მისი მშენებლობა სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლებს მივაწეროთ159. ტყობჲა - ჲერდას ტაძრის სახურავ კრამიტზე არსებულ ქრისტესადმი „არსენჲ”სთვის შენდობის მავედრებელ მოსახსენებელ წარწერაში, რომელსაც, სამშენებლო - ქტიტორული წარწერის მსგავსად160, მოსახსენებელ - მემორიალურთან ერთად, ალბათ, იურიდიული შინაარსიც ჰქონდა, ჩვენი აზრით, ეკლესიაზე უფლების მქონე სასულიერო თუ საერო პირის სახელი თუ შეიძლებოდა აღნიშნულიყო.
(+)
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და წარწერის X ს. II ნახევრით დათარიღების საფუძველზე, ტყობჲა–ჲერდას ტაძრის ბრტყელ კრამიტებზე მხოლოასოიანად დაქარაგმებული სიტყვის საწყის ასო მ-ს ვხსნით, როგორც მამაომთავარს და წარწერებში მოხსენიებული „არსენი მ“ მიგვაჩნია არსენი მამამთავრად. შეიძლებოდა დაგვეშვა, რომ ასო - მ თარიღის აღმნიშვნელია. მაშინ მივიღებდით 820 წელს (780+40) XIII მოქცევისა და 1352 წელს (1312+40) XIV მოქცევის მიხედვით, მაგრამ არც პალეოგრაფიული მონაცემები გვაძლევს იმას საშუალებას, რომ იმ საუკუნეებს დავუკავშიროთ ეს წარწერები, არც N1 კრამიტის წარწერის ენობრივი ანალიზი ქმნის ასეთი ვარაუდის საფუძველს და არც ის, რომ ეპიგრაფიკულსა და ხელნაწერ ძეგლებში ქორონიკონის აღნიშვნის გარეშე არ იძებნება თარიღის აღნიშვნის შემთხვევები161. საკითხის ისტორიისათვის აღვნიშნავთ, რომ 1969 წ. ტყობჲა–ჲერდას ტაძრის I არქეოლოგიური კამპანიის შემდეგ გამოთქმული ვარაუდი162 დაამტკიცა 1970 წ. II არქეოლოგიური კამპანიის დროს ტყობჲა-ჲერდას ტაძართან აღმოჩენილმა დიდი ღარისებრი კრამიტის ორმა ფრაგმენტმა, რომლებზეც არსებობს ჩვენი საკითხისთვის მნიშვნელოვანი წარწერა. დიდი ღარისებრი კრამიტის N1 ფრაგმენტი (იხ. ტაბ.XLV) წარმოადგენს კრამიტის ქვედა მარჯვენა ბოლოს. მასზე ყალიბში გამოყვანილი სიტყვის დამამთავრებელი შემდეგი ასომთავრული ასოებია: ႧႤႰႱႱ (თერსსა), N2 ფრაგმენტი (იხ: ტაბ.XLVI) წარმოადგენს კრამიტის ქვედა ბოლოს, რომელზეც N1 ფრაგმენტის სიტყვა სრულად არის წარმოდგენილი - ႫႫ`ႠႠႧႤ`ႰႱႱ` (მმამთ`ერსსა) (ტაბ. XLVII). ქარაგმათა გახსნით წარწერა ასე შეიძლება წაიკითხოს:
მ(ა)მა(თ)მთ(ა){ვ}(ა)რსსა,
მ(ა)მა(თ) მთ(ა){ვ}რ(ი)სსა,
მ(ა)მა(თ) მთ(ა){ვ}რ(ი)სასა, ან
მ(ა)მა(თ) მთ(ა){ვ}რ(ი)ს(აჲ)სა.
ეს არის წარწერის დასასრული სამწუხაროდ, კრამიტის ზედა ნაწილი წარწერის საწყისითურთ ტყობჲა-ჲერდას ტაძრის არქეოლოგიური თხრისას არ აღმოჩენილა უფრო მომცრო ზომის ღარისებრი კრამიტები კი (ტოლმკლავა, ლათინური და გოლგოთიანი ჯვრებით შემკული163), რომლებითაც გადახურული იყო ტაძრის სახურავის ბრტყელიკრამიტების შეერთების ადგილები, მრავლად იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩანს, იმ დიდრონი ღარისებრი კრამიტებით ტაძრის სახურავის განსაკუთრებული ადგილი (შესაძლოა, ორფერდა სახურავის ქედი) იყო გადახურული. დიდზომიანი ღარისებრი კრამიტის ფრაგმენტთა წარწერის ასონიშნები კონფიგურაციით ძირითადში ბრტყელი კრამიტების წარწერათა ასოების მსგავსია (სამივე შემთხვევაში მ–ს მუცლის რკალის შემკვრელი ხაზი ბუნის მარჯვნივ არ არის განზიდული; Ⴀ(ა)-ს სარქველსა და მუცელს შორის ყელი აქვს; Ⴄ (ე)-ს გააჩნია ცხვირიდან მარცხნივ განზიდული ხაზი; Ⴐ(რ)-ს, Ⴑ-ისა და Ⴀ (ა)ს რკალები გახსნილია; სიტყვის ბოლო ასო Ⴀ(ა) მისი წინა ასოს ს-ის რკალის ზევით, ასოს ბუნთან მცირე ზომისადაა ჩასმული, იმ განსხვავებით, რომ მის ასო–ნიშნებს "ტყუპწვეტოვნებისაკენ" მიდრეკილება ნაკლებ ახასიათებთ. ამასთან, მისი ასო - ნიშნები უფრო მომცრო ზომისანი არიან (რაც კრამიტის ზედაპირზე წარწერის შესაძლო ვრცელტექსტიანობითაც შეიძლება აიხსნას) და ნაკლებ რელიეფურნიც - ღარისებრ ყალიბში ეტყობა ასოთა გამოყვანის სიძნელისა გამო. აღვნიშნავთ, რომ სიტყვას, რომელიც თავისთავად მრავალასოიანია და თან კრამიტის ღარისებურობის გამო კომპოზიციურად გაშლილი, გააჩნია ორი ქარაგმის ნიშანი. ხაზგასასმელია, რომ დიდი ღარისებრი კრამიტის წარწერის ყალიბში გამომყვანს ორი შეცდომა მოსვლია: 1.დავიწყნია ასო Ⴅ (ვ)-ის–თვის ფეხის გამოყვანა, რის გამოც კრამიტზე ასო Ⴄ(ე) გამოისახა; 2.ყალიბში ასო Ⴐ (რ)-თვის შეცდომით პოზიტიურად ამოუჭრია ქვედა რკალი, შემდეგ მიმხვდარა თავის შეცდომას და იგი სარკისებურად გამოუყვანია, რის გამოც კრამიტის ზედაპირზე ასახული გრაფემა Ⴐ (რ)–ს ქვედა ბოლო ორრკალიანია (სამშენებლო კერამიკულ დამწერლობაში წარწერების შემსრულებელთა ხშირი შეცდომების შესახებ ჩვენ ზევით აღვნიშნეთ). აქვე დავძენთ, რომ ბრტყელი და დიდი ღარისებრი კრამიტების მაღალპროფესიულად დამზადება (თიხის განლექვა - დამუშავება, გამოწვის ფერ-ხარისხი), წარწერათა ტექსტობრივი, პალეოგრაფიული და კრამიტთა აღმოჩენის სტრატიგრაფიული მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ისინი თანადროულია, ერთ სახელოსნო ცენტრში და, შესაძლოა, ერთი ხელოსნის მიერაც არის დამზადებული. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ტყობჲა - ჲერდას კრამიტებზე არსებულ წარწერათა პალეოგრაფიული მონაცემები - მათი კალიგრაფიულობა, ასოთა კიდურების "ხელოვნებითად" შემკობა, კრამიტის სიბრტყეზე გრაფემათა და ქარაგმათა კომპოზიციური სიმეტრიულობით განაწილება, წარწერათა გრამატიკული მონაცემები მიუთითებს, რომ წარწერითა კრამიტების "ყალიბებში გამომყვანი „კეთილად-მწერალი“ ყოფილა, რომელიც ქართულ დამწერლობაში შემუშავებული თუ ჩასახვის პროცესში არსებული ტენდენციების მატარებელია. ამასთანავე, აღსანიშნავია ტყობია–იერდას ტაძრის სახურავის კრამიტთა დეკორატიულობა - ბრტყელი და დიდი ღარისებრი კრამიტების - წარწერებით, ღარისებრი და ანტეფიქსებისა კი ნაირი ჯვრებითა და ვარდულებით შემკობა, რაც ტყობჲა - ჲერდას კრამიტების მაღალპროფესიულ საწარმოში დამზადების მიმანიშნებელია. რაც შეეხება საკითხს კრამიტთა საქართველოდან ინგუშეთში ექსპორტის თუ საკუთრივ ინგუშეთში დამზადების შესახებ, ამის თაობაზე რაიმეს დაბეჯითებით მტკიცება გაჭირდება. თუმც, ჩაჩან–ინგუშთა საგმირო ეპოსის თქმულებათა მიხედვით, ტყობჲა - ჲერდას სამშენებლო ქვებიც ერთ შემთხვევაში „შორეული უცხო ქვეყნებიდან“ (თქმულება „ბარკუმ კანტი“)164, მეორე შემთხვევაში კი "საქართველოდან“ (თქმულება „ბარახოი კანტი“)165, არის ჩატანილი. და მაინც, იმის შესაძლებლობაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეთუნეს ინგუშეთშივე შეეძლო დაემზადებინა ტაძრისათვის საჭირო კრამიტი. როგორც აღინიშნა, ტყობჲა-ჲერდას დიდ ღარისებრ კრამიტზე არსებულ წარწერაში ჩვენ „მამათმოავარი“ ამოვიკითხეო, თუმც უნდა ითქვას, სიტყვის თავდაპირველი ფორმის აღდგენა მაინც გაჭირდება. მამათმთავარი, მამადმთავარი თუ მამამთავარი? იკვის ტაძრის არსენი კათალიკოსის (955-980 წწ) წარწერაში ეს სიტყვა „მ(ა)მ(ა)დმთავარი“ ფორმითაა გადმოცემული166. ასევეა გიორგი მეფის 1170 წ სიგელში მღვიმისადმი - "მამადმთ(ა)ვარო"167, 1247/1250 წწ. გრიგოლ სურამელის დაწერილში მღვიმისადმი - "მამადმთავარს“168. ჩვენთვის საინტერესო ტერმინი „მამათმთავარნი“ ფორმით არის გადმოცემული იოვანე საბანისძის "ჰაბოს წამება“–ში (VIII ს.)169. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში (X ს.) - "მამათმთავრობისაჲ“170, რუის–ურბნისის კრების ძეგლისწერაში (1103 წ.)171, „ისტორიანი და აზმანნი შარავანდედთანი“–ში - „მამათმთავართა“172, 1249-1260 წწ. მღვიმის კრებულის დაწერილში გრიგოლ სურამელისადმი - „მამათ[მთავართა]“173, XIII ს მიწურულის ქაქანას დაწერილში ქვათავევისადმი - „მამათმთავართა“174, XIII ს. „კურთხევა მირონისა“–ში - მამათმთავარი“ // „მამათ–მთავარი“175, ბაგრატ მეფის გელათისადმი შეწირულების 1545 წ. სიგელში - „მიმათმთავარ“-ო176, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დომენტის 1724 წ საბუთში - „მამათ-მთავარმან“177, ასევეა დომენტი კათალიკოსის სამწყსოს განწესების 1710 წ. წიგნში178, (ერეკლე II-ისა და ანტონ I–ის 1749 წ გუჯარში179 დავით ბატონიშვილის XVIII–XIX სს. მიჯნის სამართალში - „მამათ-მთავარი“180. გიორგი მეფის 1211–1212 წწ ბრძანებაში მღვიმისადმი ეს ტერმინი გადმოცემულია ფორმით - „მამამთავარმან“181, ასევეა კათალიკოს-პატრიარქის დომენტის XVIII ს. დასაწყისის საბუთშიც182 ერეკლე II–ისა და ანტონ I–ის 1749 წ. გუჯარში "მამამთავარი“–ა183 და სხვ. ტყობჲა - ჲერდული დიდი ღარისებრი კრამიტის წარწერის დაქარაგმებულ სიტყვაზე „მმ`ამთ`ერსსა" დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სიტყვის თანხმოვანთაგან სწორედ ეს ასო (თ ან დ) აკლია, რაც შესაძლოა მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ამ სიტყვის ფორმა - მამამთავართან (თუმც კრამიტზე ასოთა განლაგების კომპოზიციურობაც უნდა გავითვალისწინოთ - შეიძლება მანაც გამოიწვია სიტყვის შემადგენელ ასოთაგან ასო თ-ს ან დ-ს გამოტოვება). საერთოდ კი აღვნიშნავთ, რომ ამ სიტყვის მართებული ფორმაა მამათმთავარი (<მამათა–მთავარი. შდრ. მამათა-მამა184). ძველი ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით, მამათმთავრად საქართველოს ეკლესიის უზენაესი საჭეთმპყრობელი იწოდებოდა. გიორგი მერჩულეს (X ს.) „(გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"-ს მიხედვით, „არსენი კათალიკოსმან (არსენ I, დიდი, საფარელი - დაახლ. 830–887 წწ.185 - გ. ღ.) ...ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ, საყდარი მამათ–მთავრობისაჲ შეამკო სრულიად...“186; რუის-ურბნისის კრების „ძეგლის-წერაში“ (1103 წ.) იკითხება: „...იოანე ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი-კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოისა დიდი მამათმთავარი“187, „იოანე წმიდისა მთავარეპისკოპოსისა ჩუენისა კათოლიკოსისა და ყოვლისა საქართველოისა ყოვლად ღირსისა მამათმთავრისა“188. გიორგი მეფის სიგელში მღვიმისადმი (1170 წ.) ქართლის კათალიკოსი მამათმთავრადაა წოდებული: ”და თქ(უე)ნ, წმიდაო მამადმთ(ა)ვარო ქ(ართლისა) კ(ათალიკო)ზო...“189, 1247/1250 წწ. დაწერილში გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი არსენი ქართლის კათალიკოსი მამათმთავრადაა მოხსენიებული: "...ვითა წმიდასა მამადმთავარს ქ(ართლი)სა <ქ> {კ}(ათალიკო)ზსა არსენის...190; XVIII ს. დასაწყისის საბუთებში კათალიკოს-პატრიარქი დომენტი წოდებულია შემდეგნაირად: „ყოვლისა საქართველოსა დიდმან მამამთავარმან ქართლის კათალიკოზმან პატრიარქმან დომენტი ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ...“191, სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს მამათმთავარს - „ესენი არიან ადამ, აბელ, ნოე, აბრაჰამ და მისთანანი. ხოლო აწინდელიცა პატრიარქნი“192. XVIII-XIX სს. მიჯნაზე შექმნილი "საკოდიფიკაციო ძეგლი „სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ასეთ განმარტებას იძლევა - „პირველი მამათმთავარი, ანუ კათოლიკოზი, იყო მმართებელი და თავი ყოვლისასა საზოგადოდ ეკლესიისა ხოლო კერძო მმართებელნი იყვნენ ეპისკოპოზნი“193. ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეპისკოპოსებაც მამათმთავრებად არიან წოდებული (ასე, მაგალითად, მეფე არჩილისა და ქართლის კათალიკოს მიქაელის XIII ს. „კურთხევა მირონისა"-ში, მამათმთავრებია: ვალაშკერტელი, ბოლნელი, კარელი ხარჭაშნელი, ტფილელი, წალკელი, ბანელი, ჭერემ–ქალაქელი, დმანელი, დადაშნელი, გიშელი194. ბაგრატ მეფის გელათისადმი შეწირულების 1545 წ სიგელში გენათელი „მამათმთავარ-ეფისკოპოზო"-დ იწოდება195, წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს 1669 წ. სიგელში კი ასურელ მამათაგანი - ისე წილკნელიც მამათმთავარია”196. ამრიგად, ტეობჲა-ჲერდულ კერამიკულ წარწერებში მოხსენიებული "არსენი მ“-ის არსენ მამათმთავრად ახსნის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ წარწერათა პალეოგრაფიული და ტაძრის არქეოლოგიურ–ხელოვნებათმცოდნეობითი მონაცემები X ს. II ნახ. - X-XI სს. მიჯნისაკენ მიგვითითებენ, მიგვაჩნია, რომ ტყობჲა-ჲერდას კრამიტებზე მოხსენიებულია ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და ჰაგიოგრაფი, ქართლის კათალიკოსი არსენ II (955-980 წწ.)197, რომლის სახელთანაც, ჩანს, დაკავშირებულია ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ტაძრის ტყობია-იერდას აღმშენებლობა.
(+)
დასასრულ აღვნიშნავთ, რომ 1886 წლის ექსპედიციის დროს ცნობილ კავკასიოლოგს ვს.მილლერს ტყობჲა-ჲერდას ტაძარში, მარცხენა კედლის ნიშაში უპოვია წითლად გამომწვარი კერამიკული ფილა (განით 6 და სიგრძით 7 გოჯისა, ანუ 26,4 სმ X 30,8 სმ), რომელზეც ორ სტრიქონად არსებულა ზედაში ხუთი, ქვედაში კი ოთხი ქართული ასოს ნარჩენი (იხ. სურ.XLVIII). ვს. მილლერმა გამოაქვეყნა მის მიერ გადაღებული წარწერის ასლი და წარწერის დ.ბაქრაძისეული თარგმანი. დ.ბაქრაძე წარწერას ასე კითხულობდა: Христосъ, спаси Иоанна"-198. ვს. მილლერის მიერ აღმოჩენილი წარწერიანი კერამიკული ფილის წარმომავლობა (ტყობჲა-ჲერდას ტაძარი), საგნობრიობა (წითლად გამომწვარი კერამიკული ფილა, მისი ზომები), წარწერის ტექსტობრივ - პალეოგრაფიული მონაცემები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ტყობჲა-ჲერდას ტაძრის №2 ყალიბში მოჭრილი კრამიტისა და მისი წარწერის ფრაგმენტთან (აღვნიშნავთ, რომ კერამიკული ფილის წარწერის I სტრიქონის ხუთივე ასო თანხვდება კრამიტის წარწერის I სტრიქონის ხუთივე ასოს, იმ მცირე განსხვავებით, რომ მილლერისეული წარწერის ასლში ქარაგმა არ აქვს დასმული Ⴕ (ქე)-ს; წარწერის ასლში ასო Ⴄ(ე)-ს თავხაზის მარცხენა განშტოებას - მორჩი არ აქვს; ქარაგმის ნიშანი ზუსტად აზის ასო Ⴃ (დ)-ს, იგი ასო Ⴌ (ნ)–ზეც უნდა გადადიოდეს. კერამიკული ფილის წარწერის II სტრიქონში: კრამიტისეული II სტრიქონის პირველი ასო არაა (ეტყობა კერამიკული ფილის ჩამოტეხვის გამო); ასლისეული პირველი ასოსგან ზედატანის ფრაგმენტია შემორჩენილი. იგი კრამიტის წარწერის II სტრიქონის მეორე ასოს Ⴐ(რ)-ს ფრაგმენტია; ასლის მეორე ასოსგან გამოხაზულია ასწვრივი ხაზი. იგი სინამდვილეში კრამიტისეული წარწერის II სტრიქონის მესამე ასო ს-საა. მისთვის მარცხენა თავხაზის პუნქტირით აღდგენა და ასო Ⴈ (ი)-ს მიღება არაა სწორი; პუნქტირით გამოსახული ქარაგმა აზის ასო Ⴌ(ნ)-ს. იგი ასო Ⴐ(რ)-სა და ს–ზე უნდა იყოს გამოსახული) და ვს.მილლერის მიერ აღმოჩენილი კერამიკული ფილის წარწერა ასე უნდა წავიკითხოთ.
ქ(რისტ)ე შ(ეუნ)დ(ვე)ნ [ა]რს(ე)ნ(ჲ)ს.
შესაბამისად, ვს.მილლერის ის ვარაუღიც, რომ მის მიერ აღმოჩენილი კერამიკული ფილა ოდესღაც სამარხის კუთვნილება იყო199, უარსაყოფია.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Г. Г. ГАМБАШИДЗЕ
СТРОИТЕЛЬНО-КЕРАМИЧЕСКАЯ НАДПИСЬ «АРСЕНИ М“
ИЗ ХРИСТИАНСКОГО ХРАМА ТКОБЯ-ЕРДА (ИНГУШЕТИ)
Резюме
На основе палеографического, синтаксического анализа и расшифровки надписей, исполненных древнегрузинским церковным заглавным шрифтом «асомтаврули» на плоских и желобчатых черепицах, найденных во время археологического изучения (1969-1970 гг.) храма Ткобя-Ерда, утверждается, что в них упоминается известный грузинский церковный деятель, католикос Арсен II (955-980 гг.).
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ARCHAEOLOGICAL REMAINS OF FEUDAL GEORGIA, VI
Summary
The collected papers of the Department of the Medieval Archaeology of the Centre for Archaeological Studies of the Academy of Sciences of Ceorgia is dedicated to the memory of the well-known Georgian archaeologist Giorgi Lomtatitze, the 80th birth aniversary of whose was marked in 1994.
The paper of R.Ramishvili and B.Jorbenadze reviews the life and activities of G. Lomtatidze. He was a versatile scientist, but special mention should be made of his contribution to the study of Medieval remains and to the becoming of Georgian medieval archaeology. The article by P. Pirpilashvili is dedicated to recollections about G. Lomtatidze. In R. Ramishvili’s paper „Some specifications of the development of the medieval towns of Georgia" the author presents his view on some problems of the origin of the Georgian medieval town. The latest archaeological discoveries of the last decades on the one hand, and the rejection in Georgian historiography of pseudoscientific theory of the Soviet period on the obligatory passage of the slave-owning stage of development by Old World Societies on the other, permit reconsideration of the theory in official publications on the origin and the development of the Georgian medieval town.
By their nature, Georgian towns, which arose in an original geographical, economic and social environment, must have radically differed from Greco-Byzantine medieval towns, that arose in the early Middle Ages on the ruins of classical (slaveowning) ones. There can be no doubt that in Georgia towns and urban life, as well as the feudal system itself originated in the depths of the primitive communal system, and that the economic and social bases of Georgian towns radically differed from their Classical and Near Eastern counterparts.
By incontrovertable archaeological evidence, towns developed dynamically on the territory of Georgia in the first half of the 1st millenniem A. D., reaching the peak of their development in the first centuries of Christianity. According to individual towns, after the 6th century regress is observable in the urban life of the Caucasus. This should be accounted for the complex political and economic processes occurring in the Near East and the Caucasus. In his paper „The ancient village site of Tetri-gza“ D. Mindorashvili presents the materials brought to light during the 1988 excavations of dwelling and economic complexes of the 11th—13th cent, at the Tetri-gza village site, near Ananuri.
B. Jorbenadze’s paper “Archaeological materials from the burial-grounds found by chance in Eastern Georgia" deals with the burial inventory from the villages Tsqneti (6th-8th cent.), Gldani (6th-8th cent ), Kochbaani (6th—7th cent- and 12th-14th cent.), Rusiani and from the territory of the Verona fortress (12th- 14th cent.). Tz. Lomidze’s paper is devoted to the study of the Abanoskhevi burial-ground (the Aragvi valley) in 4th-7th cent, where three types of burials are attested.
V. Chikhladze’s paper „Burials with crudelly built walls at Zhinvali burial ground" deals with the burial complexes of noble warriors dating from 1st—3rd centuries A.D.
In their paper L.Tsitlanadze, A.Kakhidze, Z.Shatberashvili „The Gigias Satibi Burial Ground" publish burial materials of the 9th century A. D. excavated the Dariali Gorge.
M. Mitsishvili’s paper „Towards the diffusion of 12th-14th cent, polychrome glazed pottery" studies the routes and the area of diffusion of the indicated pottery.
In his paper „The constructional ceramic inscription. "Arseni M" from the Ghristian temple Tkobya-Erda (Ingushetia)" based on palaeographic and syntax analysis and deciphering of the inscriptions written in old Georgian Church capital letters „asomtavruli" on flat and fluted tiles found during the archaeological investigation of the temple in 1969—1970, G.Gambashidze asserts that the inscription refers to the well-known Georgian Church figure Catholicos Arsen II (955—980).
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. გ.ლომთათიძე, საქართველოს მოსახლეობის ყოფა და კულტურა XI-XIII საუკუნეებში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით). საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.III, თბილისი, 1979, გვ.519-520; მისივე, „ვეფხისტყაოსნის“ თანამოასაკე საგნები მიწის წიაღიდან. ძმ., 1984, №68, გვ.16-17.
2. ივ.ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია, მეორე გამოცემა,- თბილისი, 1949, გვ.108-109.
3. იქვე, გვ.109-110.
4. ჯ.ჯღამაია სამშენებლო კერამიკა ფეოდალური ხანის საქართველოში. თბილისი, 1980, გვ.47.
5. თ.ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, - თბილისი, 1961, გვ.131-132, სურ.57.
6. ჯ.ჯღამაია, დასახელებული ნაშრომი, - გვ.48-49, ტაბ.XIV.
7. იქვე, ტაბ.XV.
8. ლ.ჭილაშვილი, არეშის ნაქალაქარის არქეოლოგიური დაზვერვები, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები. - თბილისი, 1975, IV, გვ.89-90, ტაბ.XXI.
9. А.Кация, Памятники архитектуры в долине Цкуара. Материалы пл археологии Абхазии, - თბილისი, 1967, გვ.72, ტაბ.IX/2.
10. ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრომი, გვ.52, ტაბ.XX.
11. გ.ლომთათიძე, ნ.უგრელიძე, მთაქართლის ექსპედიციის არმაზისხევის რაზმის ნამუშევარი 1964 წელს, XIX სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1964 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბილისი, 1965, გვ.57.
12. ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრომი, გვ.48.
13. ქართული წარწერების კორპუსი, I, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ.შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ.287–288.
14. ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრომი, გვ.47-56, 93.
15. რ.რამიშვილი, ბ.ჯორბენაძე, ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, მაცნე, ისტორიის... სერია, 1977, N4 გვ.169, სურ.N3; გ.ჯორბენაძე, ჟალეთის მთის არქეოლოგიური ძეგლები, მაცნე, ისტორიის... სერია, 1982, N4, გვ.148.
16. ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრომი, გვ.52, ტაბ.XX.
17. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.109-110.
18. იგივე მნიშვნელობა აქვს სასუფრე-სამზარეულო-სამარნე კერამიკაზე არსებულ დამწერლობით ძეგლებსაც.
19. ტყობია-იერდული ბრტყელი კრამიტების ზომებში მცირეოდენი განსხვავება შესაძლოა ეკლესიის სახურავის სხვადასხვა ადგილზე მათი გამოყენებით იყო გაპირობებული. ერთსა და იმავე ძეგლზე სხვადასხვა ზომის კრამიტთა გამოყენება აღნიშნულია არქეოლოგიურ ლიტერტურაში - სამადლო I ერთ-ერთ სათავსოს, რომელიც ელინისტური ხანის სატაძრო ანსამბლს უნდა ეკუთვნოდეს, სახურავზე უხმარიათ სულ ცოტა სამი სხვადასხვა ზომის კალიპტერი და ორი ზომის სოლენი. იხ. ი.გაგოშიძე, სამადლოს არქეოლოგიური ექსპედიციის 1972 წლის მუშაობის ანგარიში - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, IV, 1975, გვ.60-61; არსებობს შემთხვევაც, ერთსა და იმავე ძეგლზე სხვადასხვა ზომა-მოყვანილობის კრამიტთა არსებობისა, რაც გვიანდელი შეკეთების შედეგი უნდა იყოს. იხ. გ.ლომთათიძე, ნ.უგრელიძე, მთა ქართლის ექსპედიციის არმაზისხევის რაზმის ნამუშევარი 1964 წ. XIX სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1964 წლის საველე–არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი, თბილისი, 1965, გვ.56.
20. ქართული წარწერების კორპუსი, I., გვ.31, 33.
21 თ. ბარნაველი, კახეთის", გვ.11; მისივე, მანგლისის ტაძრის წარწერები, თბ)
ლისი, 1961, გვ. 31.
21. თ.ბარნაველი, კახეთის..., გვ.11; მისივე, მანგლისის ტაძრის წარწერები, თბილისი, 1961, გვ.31.
22. B. H.Силогава, Грузинские лапидарные надписи Западной Грузии X-XVIII вв., как исторический источник, Автореферат на соискание учёной степени канд. исторических наук, თბილისი, 1973, გვ.13.
23. ო.ბარნაველი, მანგლისის.., გვ.31.
24. თ.ბარნაველი კახეთის.., გვ.68; ნ.შოშიაშვილის მიხედვით, XI ს. იგი ტიპურია. იხ.ქართული წარწერების კორპუსი, I..., გვ.33; ზ.სხირტლაძის მიხედვით, ეს პალეოგრაფიული ნიშანი დამახასიათებელია XI ს., უფრო მისი I ნახევრისათვის. იხ.ზ.სხირტლაძე, მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია, ძმ, N60, 1982, გვ.48; ვ. სილოგავას აზრით, მას წამყვანი ადგილი უკავია ქართულ ლაპიდარულ წარწერებში XII ს. II ნახევრამდე. იხ. მისი, დასახ, ნაშრომი, გვ. 13.
25. ქართული წარწერების კორპუსი, I..., გვ.138-139, სურ.66.
26. იქვე, გვ.113, სურ.40.
27. იქვე, გვ.218–219, სურ.138.
28. იქვე, გვ.219, სურ.140.
29. იქვე, გვ.220, სურ.142.
30. თ.ბარნაეელი, კახეთის.., გვ.11-12, სურ.5, 6; მისივე, მანგლისის.., სურ.28.
31. იქვე, გვ.65-76, სურ.18-19, 22-33.
32. იქვე, გვ.148-150, სურ.63.
33. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნიკე I (IX-XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ.სილოგავამ, თბილისი, 1980, გვ.37-38.
34. იქვე, გვ.52-53.
35. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი II.., გვ.54-55.
36. იქვე, გვ.55-56.
37. იქვე, გვ.58-59, 60-63. .
38. იქვე, გვ.64-65.
39. იქვე, გვ.73.
40. იქვე, გვ.85
41. იქვე, გვ.88
42. იქვე, გვ.89–90.
43. იქვე, გვ.91.
44. იქვე, გვ.91-92.
45. იქვე, გვ.92–93.
46. იქვე, გვ.95-96.
47. იქვე, გვ.99
48. იქვე, გვ.99-101
49. იქვე, გვ.105-107.
50. იქვე, გვ.109-110.
51. იქვე, გვ.118.
52. იქვე, გვ.126
53. იქვე, გვ.127.
54. იქვე, გვ.129-130.
55. Г.Н.Чубинашвили, Грузинское чеканное искусство. Исследование по истории грузинского средневекового ивкусства. Иллюстрации, თბილისი, 1959, ილ.№40.
56. Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, ილ. №47.
57. იქვე, ილ.№52.
58. იქვე, ილ.№55.
59. იქვე, ილ.№131.
60. იქვე, ილ.№138.
61. იქვე, ილ.№149.
62. იქვე, ილ.№171.
63. იქვე, ილ.№182.
64. იქვე, ილ.№201.
65. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ.33.
66. იქვე, გვ.224-226, სურ.145, 145ა.
67. იქვე, გვ.255-258, სურ.160.
68. იქვე, გვ.258-259, სურ.161.
69. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ.317-318, სურ.201.
70. იქვე, გვ.243-244, სურ.152.
71. იქვე, გვ.236-238, სურ.148.
72. თ.ბარნაველი, მანგლისის.., გვ.8, სურ.3.
73. იქვე, გვ.12, სურ.6, 28.
74. იქვე, გვ.3, სურ.1, 28.
75. თ.ბარნაველი, კახეთის..., გვ.11, სურ.5.
76. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ.271-272.
77. იქვე, გვ.307, სურ.191.
78. იქვე, გვ.237.
79. აღნიშნულია, რომ Ⴃ(დ) X ს. ზოგჯერ უყელოა, ზედა განივი ხაზი წრეზე ზის. იხ. იქვე, გვ.32.
80. იგი IX ს-დან ჩნდება. იხ. იქვე, გვ.32.
81. Ⴐ(რ)-ს რკალები V-VIII სს. ძლიერ მოხრილია, IX-X სს. კი გადახსნილია. იხ.იქვე. გვ.32.
82. Ⴘ(შ)-ს ქვედა წრე ეხსნება V ს–ის II ნახევარშივე, ზედა კი - VII ს-ში. იხ. იქვე,გვ.32.
83. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.144-145.
84. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ.32.
85. იქვე.
86. იქვე.
87. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.144-146.
88. ე.მაჭავარიანი, ასომთავრული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი, "მრავალთავი", II, თბილისი, 1973, გვ.249, ტაბ.I.
89. ძმ, 10-11, 1967, გვ.26, 37.
90. თ.ბარნაველი, მანგლისის..., გვ.6-7, სურ.2.
91. ძმ, 10-11, 1967, გვ.61.
92. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ.78-79.
93. იქვე, გვ.98-99, წარწ.№90.
94. Г.В.Алибегашвлли, Памятники средневековой станковой живописи из верхней Сванети. Средневековое искусство, Русь, Грузия, М., 1978, с.167.
95. Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი. ილ.№№151, 156, 184, 229.
96. ვ.ბერიძე, ძველი ქართული ოსტატები, თბილისი, 1967, გვ.66.
97. Г.В.Алибегашвили, დასახ. ნაშრომი, გვ.167.
98. ქართული წარწერების კორპუსი. I.., გვ.111.
99. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II.., გვ.71-72. სურ.49.
100. თ.ბარნაველი, დასახ. ნაშრომი, გვ.149-150, სურ.63.
101. თ.ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბილისი, 1957, გვ.53, სურ.30.
102. ვ.სილოგავა, სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, - მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, თბილისი, 1980, N2, გვ.154, სტრ.2.
103. გ.სილოგავა, დასახ. ნაშრ, გვ.154. სტრ.8-9.
104. იქვე, გვ.154, შენ.39; ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ,267-269,
105. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ.33.
106. იქვე, გვ.56-57, სურ.35.
107. ა.ბაქრაძე, ს.ბოლქვაძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, თბილისი, 1953, გვ.15-16, წარწ.№13.
108. თ.ბარნაველი, კახეთის.., გვ.118-120, სურ.49.
109. იქვე. გვ.94.
110. ვ.სილოგავა, სომხეთის.., გვ.154.
111. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ.48-49, წარწ.28; გვ.44, წარწ.21; გვ.46, წარწ.24ბ
112. გ.ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, თბილისი, 1981, გვ.74-76, სურ.4.
113. ვ.ცისკარიშვილი, განძანის წარწერების შესახებ, - აკადემიის მოამბე, ტ.XV, N6, 1954, გვ.465–472.
114. ლ.მუსხელიშვილი, დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.:შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბილისი, 1938, გვ.384-389.
115. Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, ილ.N426; ზ.სარჯველაძე. ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები. თბილისი, 1975, გვ.35-45; ი.იმნაიშვილი, სინური მრავალთავი, გამოკვლევა და ლექსიკონი, თბ., 1975, გვ.15; ა.მარტიროსოვი, ჭილ-ეტრატის იადგარის ორთოგრაფია და ფონეტიკა ჭილ-ეტრატის იადგარი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს ა.შანიძემ, ა.მარტიროსოვმა და ა.ჯიშიაშვილმა. ა.შანიძის რედაქციით, თბილისი, 1977, გვ.229-234; თ.ენუქიძე, ტბეთის სულთა მატიანე, თბილისი, 1977, გვ.16-26; გ.ღამბაშიძე, ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში, საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1976, N3, გვ.74-75; A.Шанидзе, Новооткрытие надписи в Болгарии, - მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1978, N3, გვ.94; ზ.სხირტლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ.40-49.
აღვნიშნავთ, რომ მოყვანილი მაგალითებით ნათლად ჩანს პ.მურადიანის მოსაზრების მცდარობა, რომ ის მაგივრად ჲ–ს ხმარება თითქოს დამახასიათებელია მხოლოდ XIII-XIV სს., რაც ავტორს არგუმენტად მიაჩნია ჩანგლის ეკლესიის წარწერების გვიანი დათარიღებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით ვ.სილოგავას მიერ პ.მურადიანის მოსაზრების კრიტიკა, ჩვენი აზრით, საფუძვლიანია. იხ. ვ.სილოგავა, სომხეთის.., გვ.154.
116. ზ.სარჯველაძე, დასახ. ნაშრომი, გვ.44. არსებობს შემთხვევებიც, როცა ჲ უადგილოდ არის ნახმარი, მორფოლოგიურადაც უფუნქციოა და მხოლოდ გრაფიკულ სამკაულად არის მიჩნეული, იხ.ა.მარტიროსოვი, დასახ. ნაშრომი, გვ.234.
117. სავ.№ტ-ჲ-70-60. არქეოლოგიური მასალა ინახება ქ.გროზნის ჩაჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკურ სამხარეთმცოდნეო მუზეუმში.
118. ცნობილია რელიეფური ნიშანი ბრტყელ კრამიტზე შუამთის ეკლესიიდან (XVI ს), რაც ხელოსნის დამღად არის მიჩნეული იხ.ჯ.ჯღამაია. დასახ. ნაშრომი, გვ.75, ტაბ.XXIV, 1; "რელიეფური ნიშნები" ყოფილა ს.საყარაულოსთან არსებული ეკლესიის ნანგრევებში და ჟალეთის მთის ეკლესიის თხრისას აღმოჩენილი კრამიტის ნატეხებზე. იხ.რ.რამიშვილი, ბ.ჯორბენაძე, ერწო–თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები - მაცნე, ისტორიის სერია; ბ.ჯორბენაძე, ჟალეთის მთის არქეოლოგიური ძეგლები - მაცნე, ისტორიის... სერია, 1982, №4, გვ.147-148.
119. ი.იმნაიშვილი, სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში; თბილისი, 1957, გვ.368.
120. ძველ ქართულ ენაში საკუთარ სახელთა ბრუნებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ "თუ საკუთარ სახელს ახლდა დანართი, იბრუნებოდა ორივე (საკუთარი ”სახელიცა და დანართიც), მაგრამ მერმე და მერმე - მხოლოდ დანართი“. იხ.ა.შანიძე, ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბილისი, 1976, გვ.42. ამრიგად, საკუთარ სახელთა ბრუნვის ისტორიისთვის საყურადღებო ფაქტია, რომ ერთ სახელოსნო ცენტრში ერთსა და იმავე დროს შექმნილი ერთი შინაარსის ორ წარწერაში ერთ შემთხვევაში დანართიანი საკუთარი სახელი არ იბრუნვის (N1 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერა) მეორე შემთხვევაში კი დანართიანი საკუთარი სახელი იბრუნვის (N2 ყალიბში მოჭრილი კრამიტის წარწერა, ზ.სარჯველაძის მიერ აღნიშნულია, რომ ძველი ქართულის ნორმებით მსაზღვრელ-საზღვრული ყველა ბრუნვაში სრულ ნიშანს ირთავს, ხოლო X საუკუნიდან შეინიშნება ზოგი გადახვევა. იხ.მისი, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბილისი, 1984, გვ.377.
121. ივ.ჯავახიშვილი, დასახ.ნაშრომი, გვ.137
122. ც.ჭანკიევი, დაქარაგმება V-X სს. ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში. - პალეოგრაფიული ძიებანი, II, თბილისი, 1969, გვ.120.
123. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.143.
124. ი.აბულაძე, ქართული წერის ნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, თბილისი, 1949, გვ.20/11, ტაბ.10, გვ.339.
125. იქვე, გვ.130/16, ტაბ.65.
126. იქვე, გვ.339.
127. ც.ჭანკიევი, დასახ.ნაშრო, გვ.119.
128. იქვე
129. იქვე
130. ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ.ენუქიძემ, ვ.სილოგავამ, ნ.შოშიაშვილმა, თბილისი, 1984, გვ.70/114.
131. იქვე, გვ.125/30.
132. თ.ბარნაველი, ატენის.., გვ.63.
133. ი.აბულაძე, დასახ. ნაშრომი, გვ.202/11; გვ.341.
134. ვ.ჯაფარიძე, შუასაუკუნეების ერთი ისტორიულ–არქეოლოგიური ძეგლი ნაქალაქარ დმანისის გარეუბანში (საყდრისქედის ეკლესია). - ფსაძ, II, 1974, გვ.162.
135. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.143.
136. იქვე.
137. იქვე.
138. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ.288, სურ.179.
139. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.143, `ბ ივ.ჯავახიშვილს ჩვენი სქოლიოს N135-137,139 ქვეშ მითითებული აქვს ოპიზისა და შიომღვიმის მონასტრის XI-XII სს. საბუთები.
140. ნ.ბერძენიშვილი, ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური (საანგარიშო მოხსენებები), საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი I, ისტორიული გეოგრაფია, თბილისი, 1964, გვ.75.
141. თ.ბარნაველი, კახეთის.., გვ.151.
142. ჯ.ჯღამაია, რუსთაველის ხანის საქართველოს სამშენებლო კერამიკა, მაცნე, 1968; №6, გვ.58, ტაბ.1/2.
143. ა.ბაქრაძე, ს.ბოლქვაძე, დასახ. ნაშრომი, გვ.29-30, №33.
144. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ.288-289.
145. თ.ბარნაველი, კახეთის.., გვ.144, N292,
146. თ.ბარნაველი, კახეთის.., გვ.149-151.
147. იქვე, გვ.151.
148. იქვე.
149. ი.აბულაძე, დასახ. ნაშრომი, გვ.20/12; ტაბ.10, გვ.353.
150. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ.287-288,
151. ივ.ჯავახიშვილი, დასახ.ნაშრომი, გვ.143.
152. ც.ჭანკიევი, დასახ. ნაშრომი, გვ.119.
153. იქვე.
154. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ.212, სურ.123.
155. ვ.ჯაფარიძე, დასახ. ნაშრომი, გვ.162.
156. ც.ჭანკიევი, დასახ. ნაშრომი, გვ.119.
157. იქვე, გვ.120. როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, მხოლოასოიანი დაქარაგმების ყველა ასოს ქარაგმის ნიშანი არ გააჩნია, ასე რომ, ტყობჲა–ჲერდას კრამიტზე ქარაგმის ნიშნის გარეშე სიტყვის მხოლოასოიანად დაქარაგმება გამონაკლისი არ არის.
158. Г.Н.Чубинашвили, Архитектура Кахетии, ტექსტი, თბილისი, 1959, გვ.587.
159. ტყობჲა-ჲერდას არქეოლოგიურ-ხელოვნებისმცოდნეობითი მონაცემებით, ეპიგრაფიკულ ძეგლთა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტაძრის მშენებლები არიან X ს. II ნახევრის მოღვაწენი - საქართველოს კათალიკოსი არსენ II (955-980 წწ), ეპისკოპოსი გიორგი, კახეთის ხელისუფალნი კვირიკე II (929-976 წწ.), ან დავითი (976-1010 წწ.), ანდა მათი ერისთავები იხ. Гамбашидзе Г., К вопросу о культурно-исторических связях средневековой Грузии с народами Северного Кавказа, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 1977, გვ.9-10, შენ. 22.
160. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ.21.
161. აღსანიშნავია, რომ მონეტებზე თარიღი ზოგჯერ ქორონიკონის გარეშეა მითითებული (რაც, ალბათ, მონეტათა მცირეზომიანობით არის გამოწვეული). მაგალითად, დემეტრე II ფულზე გამოსახული ასო Ⴔ(ფ) ახსნილია როგორც ქორონიკონი 500-1280 წ. იხ. M.Бapатaeв, Нумизматические факты Грузинского царства, СПб, 1844, III, გვ.158. მ.ბარათაშვილის მიერ გამოთქმული ასეთი ახსნის სისწორე შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურეს და იგი გაზიარებულია. იხ. ი.ჯალაღანია, დემეტრე II-ისა და დავით VIII-ის ფულების განძი სოფ.შალაურიდან, — მაცნე, ისტორიის.. სერია, 1976, №2, გვ.138-144.
162. Г. Г. Гaм6aшидзe. Полный отчет археологических работ в связи с реставрационными работами в храме «Ткобя-Ерды» и археологическая разведка храма «Алби-Ерды» в 1969 г., ხელნაწერი, თბილისი, 1970, გვ.42-43. ინახება რუსეთის არქეოლოგიის ინსტიტუტისა (მოსკოვი) და ჩეჩნეთ–ინგუშეთის რესპუბლიკურ სამხარეთმცოდნეო მუზეუმის (გროზნი) არქივში; მისივე, ინგუშეთის ქრისტიანულ ეკლესიებში („თხაბა-ერდი“ და „ალბი-ერდი“) ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა–ძიების ანგარიში, არქეოლოგიური კვლევა–ძიება საქართველოში 1969 წ., თბილისი, 1971, გვ.105-106.
163. ჯვრიანი კრამიტები სამონასტრო კერამიკული სახელოსნოების პროდუქციად არის მიჩნეული (იხ. ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრ, გვ.85). ამ მიმართებით საყურადღებოა აღინიშნოს, რომ არმაზისხევის ნამონასტრევთან და სვეტიცხოველთანაც აღმოჩენილია ბრტყელი კრამიტები, ზედ რელიეფური სამი ასომთავრული ასოთი ႵႩႨ (ქკი), რაც ახსნილია, როგორც „კათალიკოსი?“ (იხ.გ.ლომთათიძე, ნ.უგრელიძე, მთა ქართლის", გვ.56-57) "ქართლის კათალიკოსი“ (იხ.ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრ., გვ.55, ტაბ.XXII, 3). გამოთქმულია მოსაზრება, რომ კრამიტის გამოსაწვავი სახელოსნო კათალიკოსისადმი დაქვემდებარებულ წარმოებას ეკუთვნოდა (იხ.გ.ლომთათიძე, ნ.უგრელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ.57; ჯ.ჯღამაია, დასახ. ნაშრომი, გვ.55).
164. У.Б.Далгат. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972, с.362.
165. იქვე, გვ.366
166. Р.Шмерлинг. Купольный храм в Икви, ქართული ხელოვნება. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის შრომები, თბილისი, 1971, №7, გვ.174.
167. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს, თ.ენუქიძემ, ვ.სილოგავამ, ნ.შოშიაშვილმა, თბილისი, 1984, გვ.70/114.
168. იქვე, გვ.127/84.
169. ქართული პროზა, წ.I, თბილისი, 1982, გვ.143.
170. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგ. ს.ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი, 1946, გვ.132.
171. ე.გაბიძაშვილი, რუის–ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978, გვ.184/26-27; 195/22-24.
172. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.II, თბილისი, 1959, გვ.36/12.
173. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, გვ.130/4.
174. იქვე, გვ.194/11.
175. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.2, საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს). ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი.დოლიძემ, თბილისი, 1965, გვ.49.
176. იქვე, გვ.189. ”
177. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, გვ.159/23.
178. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.3, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი.დოლიძემ, თბილისი, 1970, გვ.664.
179. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.2, გვ.399.
180. სამართალი ბატონიშვილის დავითისა, ტექსტი გამოსცა ღა გამოკვლევა დაურთო დავით ფურცელაძემ, თბილისი, 1964, გვ.161.
181. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, გვ.110/5-6.
182. იქვე, გვ.158/9.
183. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.2, გვ.400.
184. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, II გვ.125/23.
185. ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წ.I, თბილისი, 1984, გვ.25.
186. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, გვ.132; შდრ. კ.კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I, თბილისი, 1980, გვ.153-154: „ეკლესიის სათავეში დგას მამათმთავარი — კათალიკოსი".
187. ე.გაბიძაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.184/26-27; შდრ.ივ.ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წ.II, ნაკვ.II, ტფ., 1929, გვ.9.
188. ე.გაბიძაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.195/22-24.
189. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, გვ.70/113—114. ·
190. იქვე, გვ.127/84-85.
191. იქვე, გვ. 158/8-11; იხ. აგრეთვე 159/21-23.
192. სულხან–საბა ორბელიანი, თხზ., ტ.IV, ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ი.აბულაძემ, თბილისი, 1965, გვ.435.
193. სამართალი ბატონიშვილის დავითისა, გვ.161.
194. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.II, გვ.49.
195. იქვე, გვ.189.
196. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს,), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი.დოლიძემ, თბილისი, 1970, გვ.559.
197. აღვნიშნავთ, რომ ასევე ქართლის კათალიკოს არსენ II მიჩნეული `ბ თ.ბარნაველის მიერ იკვის წ`ა გიორგის ეკლესიის დასავლეთის ფასადზე არსებულ წარწერაში მოხსენიებული "მამადმთავარი არსენი" (იხ. განსვენებული მეცნიერის `ბ თ.ბარნაველის მიერ ჩვენთვის გადმოცემული ხელნაწერი იკვის ტაძრის აღნიშნულ წარწერასთან დაკავშირებით, რომლის ვარიანტიც რედაქციის სახელით შემდეგში გამოქვეყნდა `ბ გ.ჩუბინაშვილის მიერ. იხ. Р.Шмерлинг. Купольный храм в Икви., გვ.191 - იკვის ტაძრის წარწერა არსენ (? - გ.ღ.) კათალიკოსის წარწერად ჰქონდა მიჩნეული `ბ ი.ჯავახიშვილსაც. იხ, მისი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1965, გვ.38).
198. Вс. Миллер, Терская область, археологические экскурсии. I, Археологические наблюдения в области чеченцев. - МАК, вып.I, 1888, с.20-21: рис.35.
199. იქვე
|