<უკან დაბრუნება...<<<ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები // ექსპონატები>>>
ფოტოს წყარო: http://www.panoramio.com/photo/38121397
არტაანი (თურქ.არდაჰანი, Ardahan) - ქალაქი და რაიონი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. წყაროების მიხედვით, შემდგომ არტაანი იყო როგორც მხარის, ასევე ციხე - ქალაქის სახელწოდება. ლეონტი მროველის (IX ს.) ცნობით, არტაანის ციხე, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, იმავე ცნობით, ფარნავაზის დროს, ძვ.წ. III საუკუნეში წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. თურქებიც მას „შაითან ყალას“, ანუ „ქაჯთა ციხეს - ქაჯთა ქალაქს“ ეძახდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი „მრისხანე ციხედ“ მოიხსენიებს, მროველის დროს კი მას ჰური ეწოდებოდა. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა. ზოგიერთი მეცნიერის, მათ შორის ლევან მელქისედ-ბეგის აზრითაც, სწორედ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯთა ციხე. XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ნაწილად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. სახელწოდება არტაანი ქალაქს XVII საუკუნეში უნდა დარქმეოდა. 1877 - 1878 წლებში რუსეთ - თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებითა და 1878 წლის ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, 1917 წლამდე შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1918 - 1921 წლების ომის დროს კი კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შედეგად გადაეცა თურქეთს.
გამოყენებული ბმულები:
https://ka.wikipedia.org/wiki/არტაანი
http://tao-klarjeti.ge/1old/istoriuli_geografia.html
http://www.ick.ge/articles/14500--i.html
http://taoklarjeti.com/index.php?option=com_content&view=article&id=91&Itemid=115
ფოტოს წყარო: http://wikimapia.org/
***************************************************************************
გ.გაგოშიძე - რელიეფის ფრაგმენტები ქალაქ არტაანიდან // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია №3 (47-B), 2012, ხელოვნებათმცოდნეობა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ”ქვის ფონდში” დაცულია ქვის რელიეფის ორი, ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტი (სხსმ 49/1,2), რომლებიც საქართველოს ”საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების” მუზეუმიდანაა შემოსული. ამ მუზეუმის დავთარში აღნიშნული ექსპონატები 1910 წელსაა გატარებული (A-938). აქ ვკითხულობთ, რომ ისინი არდაგანიდან ჩამოუტანია ექვთიმე თაყაიშვილს, მისთვის კი ეს ფრაგმენტები გადაუცია პოლკოვნიკ ნადეჟდინს...<<<ტექსტი სრულად აქ<<<...
|