topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ინწობა - ფიქლები (საბუე)

<უკან დაბრუნება...<<<საბუეს ისტორიული ძეგლები //ყვარლის რაიონი>>>


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ინწობა, საბუე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.186, თბ., 1980 წელი.

ინწობა, საბუე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფ.საბუედან (ყვარლის რ-ონი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდებოდა სამსხვერპლოს, სადიაკვნეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებს. სამხრეთ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლის ორი ნალისებრი ფორმის თაღი შუაში აღმართულ სქელ, მასიურ ბოძს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ.

ინწობა (ყვარლის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები. - თბ., 1980. - გვ.17-18. - მოკლე ცნობები ადრეფეოდალური ხანის ქრისტიანული ძეგლის ინწობის ნათლისმცემლის (ფიქალების) შესახებ. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის გეგმა.

2. ციხეები და ციხესიმაგრეები საბუე //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი - თბ., 1962. - გვ.91-95. რეზ. რუს.ენაზე. - სოფ.საბუეში მდებარე ჯორჯაძეების კუთვნილი ციხე - დარბაზის აღწერილობა. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.24-26; ტაბ.XVIII/2).

3. ინწობა (საბუე) // შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.114. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

4. ინწობა, საბუე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.186, თბ., 1980 წელი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ეკლესიის ინტერიერი

დასავლეთ კედელზე ფრესკების ფრაგმენტები

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

ჩამოყრილი ბათქაში და ფრესკების ფრაგმენტები