topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აკაურთა, აკვანება - ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აკაურთა, აკვანება - ბერიძე  ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.96-97.

ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს. სოფ.აკაურთა ბოლნისის დასავლეთითაა, შვიდიოდე კმ. მანძილზე, მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე. ეს არის მშვენივრად გათლილი ქვის დიდი კვადრებით მოპირკეთებული შენობა, რომელიც ერთადერთი ფართო სწორკუთხა ნავისა და შვერილი აფსიდისაგან შედგება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია. უჩვეულოა ნავის ასეთი სიგანე და აფსიდის სივიწროვე მასთან შედარებით (ორჯერ უფრო ვიწროა). დამახასიათებელია თაღების ნალისებრთ ფორმა, რაც მხოლოდ ადრეულ ხანაში გვხვდება. ორნამენტული მორთულობა, ძალიან მაღლი ხარისხისა (სამხრეთის კარის ანყოლები და არქიტრავი, სამხრეთისავე სარკმლის თაღი, ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებული ქვები, შიგნით აფსიდის იმპოსტები), თავისი ხასიათით ბოლნისის სიონისას ენათესავება. ძეგლი V-VI საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება. მისი ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ., სიგანე - 10 მ., სიმაღლე შიგნით - 8 მ-მდე.

 

 

 

*************************************************************************



აკვანება აკაურთას სულ სამიოდე კმ-ით შორავს - ბოლნის-დმანისის გზის პირას დგას დაახლოებით მეხუთე კილომეტრთან. იგი აკაურთაზე ბევრად მცირე ზომისაა, შიგნიდანაც და გარედანაც თლილი ქვის წყობითაა მოპირკეთებული. ქვა მუქი ყვითელია. კედელი სქელია - 110 სმ. ეს ერთნავიანი ეკლესიის მეორე ვარიანტია. ა)მისი აფსიდი შვერილი არ არის - საერთო სწორკუთხედშია მოქცეული. ბ)სამხრეთით მას ორნაწილედი ექვტერი აკრავს. მისი დასავლეთი უაფსიდო ნაწილი უფრო გრძელია, საკურთხევლის გვერდით მდებარე და მასთან გასასვლელით დაკავშირებული აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს კვადრატულ სივრცეს აღმოსავლეთის აფსიდით. კვადრატი ჯვაროვანი კამარით იყო გადახურული. ეკლესიას შიგნითაც და გარეთაც ჩუქურთმიანი მორთულობა აქვს. გარეთ - აღმოსავლეთი სარკმლის სათაური, შიგნით - აფსიდის იმპოსტები და ეკლესიიდან აფსიდიან ექვტერში გასასვლელის თავზე მოთავსებული საკმაოდ რთული კომპოზიცია. მედალიონში ჩასმული თანაბარმკლავებიანი ჯვარი, სტილიზებული ფოთლები და მტევნები. მორთულობის სისტემაც და ხასიათიც აკვანებას VI საუკუნის ძეგლებთან აკავშირებს და მისი აგების თარიღადაც ეს საუკუნეა მიჩნეული. შენების ხარისხი, განსაკუთრებით პერანგის ბრწყინვალედ შესრულებული წყობა, დიდად საინტერესო მორთულობა მოწმობს, რომ ის ხანის მაღალი მხატვრული დონე არა მარტო უმთავრეს ძეგლებში, არამედ ასეთ მინიატურებშიაც ჰპოულობს ასახვას. შენობის ზომები გარედან სიგრძე - 9 მ., სიგანე - 8,5 მ., სავარაუდო სიმაღლე შიგნით - 6 მეტრამდე.