<უკან დაბრუნება ... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>
იდლეთი // საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ. გვ.34
VI საუკუნის ქართული ხურომოძღვრების ძეგლი - იოანე ნათლსიმცემლის ეკლესია მდებარეობს კასპის რაიონში, სოფელ იდლეთის განაპირას. გეგმით თავისუფალი ჯვრის ტიპის შენობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით. საკურთხევლის აფსიდა და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ეკლესიის უმთავრესი თავისებურებაა ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათი, რომელიც შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კი ჩამოთლილკუთხეებიანი, აქვს მასიური კუბის ფორმა. მკლავები მოკლეა, გარეთ დავიწროებული. გუმბათის ყელი ფართოა და მძიმეა. მორთულობა ძუნწია. ერთადერთი სამკაულია გუმბათის ყელზე სამი სხვადასხვა ზომის სადა ჯვარი. დასავლეთიდან ტაძრის ერთ ერთ შესასვლელის წინ მოგვიანებით "საქალებო" მიშენებიათ.
იდლეთი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - ტ.V.- თბ., 1980.- გვ.79
სოფელი კასპის რაიონში (წინარეხის სოფსაბჭო), მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი... სოფელი იდლეთი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის განაპირას დგას VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. გეგმით თავისუფალი ჯვრის ტიპის შენობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით. საკურთხევლის აფსიდა და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ძეგლის უმთავრესი თავისებურებაა ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათი, რომელიც შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კი - ჩამოთლილკუთხეებიანი მასიური კუბის ფორმისა. მკლავები მოკლეა, გარეთ დავიწროებული. გუმბათის ყელი ფართო და მძიმეა. მორთულობა ძუნწია, ერთადერთი სამკაულია გუმბათის ყელზე სამი სხვადასხვა ზომის სადა ჯვარი. დასავლეთიდან ტაძრის ერთ-ერთი შესასვლელის წინ. მოგვიანებით "საქალებო" მოუშენებიათ.
|