There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ქოლაგირის ციხე (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ახვლედიანი გ. გუმბათოვან გადახურვათა მშენებლობის ისტორიიდან //მეცნიერება და ტექნიკა.- 1958.- N8.-გვ. 23-27. - ერეკლე მეორის მეუღლის, დარეჯანის მიერ აგებული ქოლაგირის ციხის გუმბათოვანი გადახურვის თავისებურებათა შესახებ.
2. სიმაგრეები: ქოლაგირი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ., 1973.-გვ. 144-145. - დარეჯან დედოფლის მიერ 1788-1798 წლებში აგებული ციხე-გალავნის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ტაბ.44.
3. გალავნები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება. ტ.I.-თბ., 1983. - გვ.152-158. - ქოლაგირის ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. დართული აქვს გეგმები და სქემები.
4. ციხე-დარბაზები: ქოლაგირი //ზაქარაია პ. ქართული ციხე - ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები. - თბ., 2001. გვ.198-199. - 1788-1798 წლებში აგებული, გეგმით კვადრატული ციხე-გალავნის მდებარეობა, ნახევრადცილინდრული, ოთკუთხა, სამსართულიანი კოშკების მოკლე აღწერილობა. ციხე-გალავნის ამგებად მოხსენიებულია ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯანი. ტექსტს დართული აქვს კარიბჭის კოშკის ფოტო.
5. ციხე-გალავნები: ქოლაგირის ციხე-გალავანი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები. - თბ., 1960. - გვ.36 - 1788-1798 წლებში აგებული ციხე-გალავნის მოკლე აღწერილობა.
6. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: ქოლაგირი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.416-418. - ციხის, გალავნისა და კოშკების აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.184; ტაბ.142-144).
7. ციხე-გალავნები: ქოლაგირი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965.- გვ.186-187. - ციხის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ციხის შესასვლელი კოშკის ფოტო.
8. ციხე-გალავნები: ქოლაგირი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ., 1988. - გვ.157-158. - მდ.ხრამის ნაპირზე მდგარი, გეგმით კვადრატული ციხისა და მთავარი ჭიშკრის კოშკის არქიტექტურული აღწერილობა.
9. ქოლაგირი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X.- თბ., 1986.-გვ.545-546. - მოკლე ცნობა XVIII საუკუნის დასასრულის ციხესიმაგრის შესახებ.
10. ი. ციციშვილი - ქოლაგირის ციხე: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება//ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.131.
11. პარმენ ზაქარაია - ქვემო ქართლის ზოგიერთი ციხე - სიმაგრე - ქოლაგირის ციხე // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ 20, გვ. 44 -51
|