There are no translations available.
< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ციხე-სიმაგრეები>>>
ი. ციციშვილი - ქოლაგირის ციხე: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.131.
XVIII ს. საქართველოში დაიწყო ციხე სიმაგრეების მშენებლობა ვაკე ადგილებშიც. ასეთი ციხის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს ერეკლე II მეუღლის დარეჯან დედოფლის მიერ თბილის - ბოლნისის გზაზე 1788 – 1798 წლებში აგებული ქოლაგირის ციხე. იგი გეგმაში კვადრატულია (136X136 მ.) კუთხეებში დგას თითქმის მთლიანად ციხის კონტურს გარეთ გატანილი ოთხსართულიანი მრგვალი კოშკები. ამათ გარდა კედლებში ჩართულია თაბიები - მცირე, ნახევარწრიული კოშკები. ციხეს ორი შესასვლელი აქვს, მთავარი ჩრდილო - აღმოსავლეთის კედლის ცენტრში და მეორე მის პირდაპირ. კედელ - კოშკები აშენებლია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით გარედან შებათქაშებულია. სალოდეებისა და მორთულობისათვის გამოყენებულია აგური. ეს ციხე უკანასკნელია საქართველოში აშენებულ ციხეთა შორის.
|