<უკან დაბრუნება
ვინოგრადოვი ვ. XVII საუკუნის საქართველო - ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლი //ძეგლის მეგობარი. - 1982. - N60. - გვ.50-54.
მთიანი ინგუშეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც კუთხეში, ცვილამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტორიული გზის მახლობლად, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ინგუშური კულტურის აკვანს - მდ.ასას სათავეებს დარიალის რაიონთან, აღმართულია საკულტო ნაგებობა, რომელიც კარგა ხანია იქცევს ყურადღებას. მას ინგუშები დელიტეს (დოლტე) უწოდებენ, რაც ნიშნავს „ღმერთისაკენ“ (მიმავალ გზას). საკულტო შენობა წარმოადგენს ნაკლებად დახვეწილ და შედარებით ასიმეტრიულ, მაგრამ მყარ სწორკუთხა, აღმოსავლეთ – დასავლეთ ღერძზე დამხრობილ ნაგებობას (8,9X4,3 მ), რომელიც ფიქლის საფეხურებიანი ორფერდა ”სახურავით მთავრდება. თაღოვანი შესასვლელი დატანებულია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე თაღის მეშვეობით ორ ნაწილადაა გაყოფილი, გამყოფი თაღის გარდა, შიდა სივრცეში დადასტურებულია ორი შეკიდული თაღი. კედლების გასწვრივ გაკეთებულია დაბალი საფეხურები დასაჯდომად. აღმოსავლეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია უხეში ფორმის, სამ ნიშიანი სვეტი - საკურთხეველი, რომლის შუა ნიშის სიღრმეში ჯვარია გამოკვეთილი. დიდი ზომის გოლგოთიანი ჯვრები გამოყვანილია დასავლეთ და აღმოსავლეთი კედლების გარე ფასადების წყობაში. მე-19 ს-ის მხარეთმცოდნე გ.ვერტეპოვი, რომელიც იყო ძეგლის უშუალო თვითმხილველი, მიუთითებდა, რომ ნაგებობის სახურავზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმართული იყო რკინის ჯვრები. სამლოცველოს სახელწოდება მთიელთა წარმოდგენაში უკავშირდება ვაინახების (ჩაჩნები და ინგუშები) პანთეონის უმაღლესი ღვთაების დელის (დვალი) სახელს. ჩაჩენ–ინგუშეთის მაღალმთიანეთისათვის ამ უნიკალური ნაგებობების თარიღისა და ისტორიული არსის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა ერთიანობა არ არსებობს. ცნობილი კავკასიისმცოდნე ე.კრუპნოვი ამ ძეგლს მიიჩნევდა „პირველყოფილ-წარმართული კულტმსახურების კერად“, მაგრამ მშენებლობის ხანის განსაზღვრისაგან თავს იკავებდა. არქეოლოგი მ.მუჟუხოევი, რომელმაც დელიტეს სამლოცველოს შიდა სივრცე გაასუფთავა, მას მიიჩნევს წმინდა ინგუშურ, XIII–XIV საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმართულ ნაგებობებად, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არქეოლოგიური მასალა შუასაუკუნეების ამ ძეგლის დათარიღების საშუალებას არ იძლევა. ამდენად, მის მიერ შემოთავაზებული თარიღი ვარაუდს უფრო წარმოადგენს, ვიდრე დასაბუთებულ დასკვნას. არქიტექტორი ა.გოლდმტეინი საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ამ ობიექტს "გვიანი შუასაუკუნეების ქრისტიანული სამლოცველო“ ეწოდოს, ხოლო ეთნოგრაფი ვ.კობიჩევი დარწმუნებით ახასიათებს ნაგებობას, როგორც XV საუკუნემდე აგებულ „ქრისტიანულ ტაძარს“. მართლაც, გეგმარების, დიმხრობისა და შიდა სივრცის მკაფიო თავისებურებანი, ჯვრების გადამწყვეტი ხასიათი (მათ შორის გოლგოთიანი ჯვრებისა) გარეგან მორთულობაში, არავითარ ეჭვს არ იწვევს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნაგებობა თავისი ფუნქციით მჭიდროდ დავუკავშიროთ ქრისტიანულ რელიგიას და მის რიტუალს. ამ "ძეგლის ერთი შეხედვით "წარმართული“ სახელწოდება, რაც დაკავშირებულია ადგილობრივ ღვთაებათა შორის უზენაესის - დელის სახელთან, ზემოთქმულს არ ეწინააღმდეგება. ჯერ ერთი, ამჟამად დადგენილია რომ სწორედ მონოთეისტური, უპირველეს ყოვლისა კი, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ზეგავლენით იგი ვაინახებისათვის გადაიქცა უზენაეს ღვთაებად -ყოვლისმპყრობლის სინონიმად (ს.უმაროვი, ვ.ვინოგრადოვი, ნ.ბარანიჩენკო). ხოლო მეორე ის, რომ გაუმართლებელია ტაძრის სახელწოდების ახსნისას ყურადღება არ მიექცეს ქართულ ქრისტიანულ ანალოგიებს, რომელსაც ვ.კობიჩევი გვთავაზობს (მაგ.დოლისყანის ძველი ტაძარი მდ.ჭოროხის ხეობაში). სხვა საქმეა, რომ დელიტე საკმაოდ უხეში ნაგებობაა, ”რომელიც დამძიმებულია ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციების ზეგავლენით (ფიქლით გაწყობილი “საფეხუროვანი სახურავი, საფეხური კედლების გასწვრივ და სხვ.), რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს კავკასიის ეტალონურ ტაძრებისაგან. თუმცაღა ამას აქვს თავისი მიზეზებიც, რომლებიც უკავშირდება ძეგლის მშენებლობის დროსა და პირობებს. ჩვენ ყოველივე ამას განვიხილავთ კომპლექსურად, რაც აქამდე არავის არ უცდია. ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის მომდევნო წლებში ე.შილინგი, ეყრდნობოდა რა საკმაოდ დამაჯერებელ ინგუშურ ხალხურ გადმოცემებს (რომლებიც, სხვათა შორის, ნაწილობრივ დღემდე შემორჩა), მივიდა დასკვნამდე, რომ დელიტე აგებულია XVII ს-ის დასაწყისში ხამხელთა ძლიერი და გავლენიანი თემის მიერ. სამწუხაროდ, ვაინახთა რწმენა - წარმოდგენების უთვალსაჩინოესი მკვლევარის ეს დაკვირვება არქეოლოგთა და ეთნოგრაფთა მიერ უსამართლოდ იქნა მივიწყებული. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მკვლევართა შორის ჩამოყალიბებული შეხედულების თანახმად, თითქოს XIV ს–ის შემდეგ ქართულ-ვაინახური ურთიერთობანი მთლიანად წყდება, და რომ, თითქოს, ქრისტიანული მისიონერობა გვიან შუასაუკუნეებში ჩვენს მთებში საქართველოს მხრიდან ქრება. სხვადასხვა წყაროს კომპლექსური შესწავლის შედეგად ამდაგვარი დასკვნის მცდარობა დღეისათვის სავსებით ნათელია
ღელიტეს ტაძარი ინგუშეთში.
(იხ.Виноградов В.Б., Бараниченко Н.Н., Об одном аспекте грузино-ваинахских взаимоотношении в XVI-XVII вв მაცნე, 1980, გვ.72–83; ა.შავხელიშვილი საქართველო–ჩაჩნეთ–ინგუშეთის ურთიერთობები XVI–XVII “საუკუნეებში. თბილისი, 1980, და სხვ.). აქედან გამომდინარე (შესაძლო შეიქმნა "უფრო დამაჯერებლად, და საბუთიანად შეფასდეს დელიტეს “სამლოცველო). ცნობილია, რომ გარეშე ძალთა გამანადგურებელი აგრესიის შედეგად, XVI–XVIII სს–ში თვით საქართველოში ქრისტიანობას ძნელი დრო დაუდგა. მაგრამ ასევე ზუსტად ცნობილია, რომ მეფე თეიმურაზმა საქართველოს მთიანეთში და მომიჯნავე მხარეებში ქრისტიანული რწმენის აღდგენა-განმტკიცებისათვის უაღრესად ენერგიული და არც თუ უშედეგო ღონისძიებანი განახორციელა. ამას შედეგად მოჰყვა თუშეთში, ფშავსა და სხვა რაიონებში მრავალი ეკლესიის აღდგენა და მშენებლობა, მათი სასულიერო ლიტერატურით აღჭურვა. ამ ღონისძიებათა მიღმა არც მაღალმთიანი ჩაჩნეთ-ინგუშეთი დარჩენილა. თვით თეიმურაზისაგან მომდინარე 1638–1639 წლების დოკუმენტები არაორაზროვნად მოწმობენ ამ ფაქტს. (თეიმურაზის სიტყვით: "жители всех этих гор мне подчинились, и принесли мне свои старые записки, и я их скрепил, и многие крестилис")
რაც მტკიცდება მთიან ვაინახებისგან მომდინარე იმავე საუკუნის 40-50-იან წლების წერილობით წყაროებით, სადაც თეიმურაზს „ჩვენს მეფეს“ უწოდებენ. ამიტომ იყო, რომ ამ მოვლენის შემდეგ რუსეთის ელჩობა საქართველოში ასე ხშირად იყენებდა ინგუშეთზე გამავალ გზებს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ XVI ს-დან საქართველოს არა თუ მრავალი ეკლესიის, არმედ ციხე-სიმაგრის ფასადებზე ჩნდება გოლგოთიანი ჯვრების გამოსახულებანი, ხოლო ურჯულოთა მიერ შეურყვნელი იერუსალიმის „წმინდა გოლგოთის“ მონასტერმა ქართველთა რწმენის სიწმინდის ერთგვარი სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა და მრავალგზის მოიხსენიება საბუთებში, მათ შორის თეიმურაზის მიერ რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ სიგელებშიაც. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ეს სიმბოლო ქართველი მეფეების ტრადიციული მოკავშირეებისათვის მთიელი ვაინახების ნაწილისათვის არ იყო უცხო. აშკარად ჩანს, რომ მთიელ ვაინახთა ნაწილმა გვიანობამდე შეინარჩუნა ქრისტიანული ეკლესიისადმი თავიანთი კუთვნილების შეგნება. მდ.ასას ზემო წელზე, დელიტეს ტაძრის მახლობლად, შემორჩენილია ვაინახთა რამდენიმე ციხესიმაგრე, რომელთა საბრძოლო კოშკებზე გოლგოთიანი ჯვრებია გამოსახული. მათი თარიღი სავსებით დამაჯერებლად თავსდება XVI-XVII სს ჩარჩოებში რამდენადაც ამ კოშკებს აქვთ სათოფურები, გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის, ხოლო XVIII ს–ში ასეთი კოშკების მშენებლობა უკვე; წყდება (დ.ჩახკიევი). (დელიტეს გოლგოთიან-ჯვრებიანი სამლოცველო, რომელიც ჩრდილო კავკასიის ქრისტიანულ პერიფერიაზე მდებარეობს, ჩვენი რწმენით, იმავე დროისა და რიგის მოვლენაა. იგი ჯერ-ჯერობით ერთეულია, მაგრამ თვით გოლგოთიანი ჯვრის მოტივი შემონახულია ინგუშეთის რიგი სხვა ძეგლების გვიან შელესილობაზე (მიატარ-დელა, მაგო–ერდა და სხვ.), რომლებიც აგრეთვე მკვლევართა გარკვეული ნაწილის მიერ მიჩნეულია, როგორც საქართველოს გავლენით შექმნილი ქრისტიანული ძეგლები. ის ფაქტი, რომ დელიტეს სამლოცველო აგებულია კლასიკური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების აუცილებელი ნორმების დარღვევით, თუ გვერდის ავლით, არ უნდა იყოს ძნელი ასახსნელი. ჩაჩნეთ–ინგუშეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალ რუსი ელჩების ანგარიშებში ხშირად გვხვდება აღწერა ძალზე გამარტივებული (თუ არა პრიმიტიული) საკულტო ნაგებობებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასრულებდნენ ქრისტიანული ტაძრის მოვალეობას; («Дa палатка же стоит, а называют её церковью"... და ა.შ.). გარეშე მეთვალყურენი ამ პერიოდში არაერთხელ აღნიშნავენ ქრისტიანული არქიტექტურისა და ღვთისმსახურების ნორმებიდან უჩვეულოდ მკვეთრ გადახვევას. ვ.კობიჩევი ამის ერთ-ერთ მიზეზად საკმაოდ საფუძვლიანად ასახელებს კვალიფიცირებული ხელოსნების სიმცირეს, რაც იმ ძნელბედობის ხანის საქართველოსათვის სავსებით გასაგებია, მაგრამ ვაინახთათვის არანაკლები მნიშვნელობა ექნებოდა ახლად აგებული. ტაძრების წინამორბედი წარმართული (ან სინკრეტული) სამლოცველოებისათვის მიმსგავსების ფაქტს. მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ახალი ნაგებობები და მათ შორის დელიტეს ტაძარი - შინაარსობრივად სწორედ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდა. დელიტეს ეკლესია წარმოადგენს ქართველთა და ვაინახთა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის კარგ მაგალითს, რომელიც შუქს ჰფენს ამ ურთიერთობათა ნაკლებად ცნობილ მხარეს. ე.კრუპნოვის სამართლიანი შენიშვნისა არ იყოს, „ეს ურთიერთობები ჯერ არ შეიძლება საკმარისად შესწავლილად ჩაითვალოს, მაგრამ კავკასიისმცოდნეთა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს, რომლებიც ამ საკითხების. გასაშუქებლად უნდა იყენებდნენ არა მხოლოდ ნარატიულ წყაროებს, არამედ ყველა სხვა შესაძლებლობას“. ეს ამოცანა ამჟამად მთიანი კავკასიის ისტორიის კვლევისას უაღრესად აქტუალურია, რომ ვაჩვენოთ ობიექტური სურათი იმისა, თუ რა გავლენას ახდენდა საქართველო თავის მთიელ მეზობლების ბედ-იღბალზე.
|