<უკან დაბრუნება...<<<ყვარლის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>
წმ.შიოს ბაზილიკა
შ.საღარაძე - საბუე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.569.
საბუე - სოფელი ყვარლის რაიონში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას... თემის ცენტრი (სოფელი: ალმატი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ყვარლიდან 27 კილომეტრი, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ... სოფელში შემონახულია VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმ.შიოს სამეკლესიიანი ბაზილიკა. ნაშენია რიყის ქვით, მოგვიანებით შეკეთებულია აგურით. შუა ეკლესი ნალისებრი ფორმის საკურთხევლის აფსიდითაა დასრულებული. მის ჩრდილოეთით და სამხრეთ მდებარე ეკლესიები ერთმანეთს გაშემოსავლელით უკავშირდება. სამკვეთლო ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილშია მოთავსებული. გარშემოსასვლელის დასავლეთ ნაწილში შესასვლელის თაღები გეგმით სწორკუთხა სვეტებს ეყრდნობა. ბაზილიკის ყველა სათავსი კამარებით იყო გადახურული. მორთულობა ძუნწია - შირიმის ქვა გამოყენებულია მხოლოდ სარკმლის თავებზე, დასავლეთ ფასადზე ამოკვეთილია ჯვარი. სოფლიდან დაახლოებით 7 კმ-ზე დგას იოანე ნათლისმცემლის VI-VII სს. სამეკლესიანი ბაზილიკა. ძეგლი დაზიანებულია.
*სოფელში ასევე დგას სხვა ისტორიული ძეგლებიც: ორმოცთა საყდარი (მე-14-18 სს.), იოანე ნათლისმცემელი (V-X სს), ჯორჯაძეების ციხე - კოშკი, მაცხოვრის სახ.საყდარი, ხმალა ეკლესია და სხვ.
საბუე (ყვარლის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. შ.საღარაძე - საბუე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.569. - სოფ.საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის - წმინდა შიოსა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკათა - შესახებ.
2. ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები. - თბ., 1980. - გვ.17-18. - მოკლე ცნობები ადრეფეოდალური ხანის ქრისტიანული ძეგლის ინწობის ნათლისმცემლის (ფიქალების) შესახებ. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის გეგმა.
3. ციხეები და ციხესიმაგრეები საბუე //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.91-95. რეზ. რუს. ენაზე. - სოფ.საბუეში მდებარე ჯორჯაძეების კუთვნილი ციხე-დარბაზის აღწერილობა. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.24-26; ტაბ.XVIII/2).
4. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961. - გვ.126-128. - წმინდა შიოსა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიათა რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერის პალეოგრაფიული ანალიზი.
5. საბუე. წმ.შიოს ეკლესია; იოანე ნათლისმცემლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.317-318. - საბუეს იოანე ნათლისმცემლისა და წმ. შიოს სახელობის ეკლესიებში შემორჩენილი X საუკუნის ასომთავრული წარწერების ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, წარწერების შესრულების სავარაუდო თარიღი.
6. ინწობა (საბუე) //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.114. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
6. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. - თბ., 2012. - გვ.43–44. - საბუეს წმინდა შიოს ტაძრის სამეკლესიიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
წმ.შიოს ბაზილიკა - სამხრეთ ფასადი
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ორმოცთა საყდარი
ინწობა - ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები
*****************************************************************************************************************
ინწობა, საბუე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.186, თბ., 1980 წელი.
ინწობა, საბუე - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფ.საბუედან (ყვარლის რ-ონი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები...<<<ტექსტი სრულად აქ...<<<
*****************************************************************************************************************
ინწობა - ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები. - თბ., 1980. - გვ.17-18.
თუ კარგად ჩავუკვირდებით საქართველოს ბარისა და მთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის ცალკეულ ეტაპებს, აქ დამოკიდებულებების განსხვავებული ფორმები იქნება მისაგნები, რომლებიც განსაზღვრავდნენ არა მარტო ურთიერთობის ხასიათს, არამედ დასახლებათა ტიპების წარმოშობასაც კი....<<ტექსტი სრულად აქ<<<
|