<უკან დაბრუნება...<<<ტაო - კლარჯეთის ისტორიული ძეგლები>>>
(+)
ლექსორი - არქიტექტურული კომპლექსი ბარდუსის ხეობაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე,
ლექსორი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:
1. ლექსორი //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი, 1938. - გვ.46. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.345. - ლექსორის ლავრიდან შემორჩენილი ნაგებობისა და ხუცური წარწერის შესახებ. ტექსტს ერთვის ტაბ.30.
2. გივიაშვილი ი. ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა //სამეცნიერო პარადიგმები. - თბ., 2009. - გვ.658-662. - ექვ. თაყაიშვილის მოკლე ინფორმაცია ლექსორის სახელით აღწერილი არქიტექტურული კომპლექსისა (ექვსი ეკლესია) მოცემულია ამჟამად შემორჩენილია სამი ეკლესიის ნანგრევის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ერთვის ლექსორის ნამონასტერალის საერთო ხედის, სამეკლესიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესიის ფოტოები, მათი გეგმები.
ლექსორი //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. // პარიზი, 1938. - გვ.46. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.345.
ლექსორში დიდი ლავრა ყოფილა გაშენებული ბარდუსის წყლის მაღალ კლდოვან ნაპირზე. დაბლა წყლის ნაპირზე ვიწრო, მაგრამ ღრმა ხეობაში ბაღებია გამართული კაკლის ხეებისა, თუთისა, ქლიავისა და სხვა. მცირე თუთუნის პლანტაციაც მოჩანს. ზემოდ კლდეებზე მონასტრის შენობებია ირგვლივ. ერთი თავი ეკლესიაა, დიდი, სამი ეკვტრით და ხუთი პატარა ეკლესია. ყოფილა მეექვსეც, რომელიც ეხლა მოშლილია. ყველა ეკლესია ქვითკირით არის ნაშენი და შეძერწილი ნათელი ქვებით. სამი პატარა ეკლესია ჩრდილო-აღმოსავლეთით თავი ეკლესიისა ერთგვარი გეგმის არის, ერთი კარით სამხრეთით და ერთი სარკმლით აღმოსავლეთ აფსიდაში. მეოთხე პატარა ეკლესიას შესავალი აქვს დასავლეთით და სამხრეთით, ფანჯარა აღმოსავლეთით; მეხუთე პატარა ეკლესიაც ამ რიგის არის. თავი ეკლესია წარმოადგენს ერთნეფიან მოდიდო ბაზილიკას ორის სართავი კამარით. ამ დიდ ოთხკუთხედ შენობას ჩრდილოეთის მხრით აქვს გრძელი ეკვტერი, რომელიც უერთდება ეკლესიას ერთი კარით. ორი ეკვტერი ერთვის ეკლესიას სამხრეთის მხრით, ორივე უწევს მხოლოდ სამხრეთის კარამდის თავი ეკლესიისა. ყველა ეკვტერი დაბალია თავ ეკლესიასთან შედარებით და შემდეგ უნდა იყოს მიშენებული. კედლები თავი ეკლესიისა კარგად არის დაცული. თაღი ჩანგრეული ყოფილა და შემდეგ მებატონეს მამულისა, მამედ-ბეგს, ეკლესია დაუხურავს მიწით და გადაუქცევია საცხოვრებელ სახლად, მაგრამ ეხლა ეს მიწური სახურავიც ჩანგრეულია და იქ არავინ ცხოვრობს. ეს თავი ეკლესია შიგნით მოხატული ყოფილა ფრესკებით, მაგრამ ეხლა მხატვრობა სულ მოშლილია. ეკლესიათა კედლები აქა-იქ დაჩხაპნილია მნახველთა თუ მლოცველთა მიერ ქართულის, სომხურის და ბერძნულის წარწერებით. ერთ ადგილას ხუცურად წერია:
ქ¯ე შ¯ე სეით და კარი უღე ცოდვილთა.
|