There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
(+)
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.11-12.
მეტეხი დიდი სოფელია. სახელწოდება „მეტეხი“ ბერძნულია და ნიშნასვ მეტოქეს, ქვემონასტერს. მეტეხის მონასტერი (ტაძარი) უშუალოდ ემორჩილებოდა, ე.ი. ეკუვნოდა ქართლის კათალიკოსს მთელი მისი შემოსავალ - გასავლით. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა გვარები, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია გვარი: გეჯაზე, გუგულაშვილი, ოდოშაშვილი და ღალიაშვილი. თუ ჩვენ დღევანდელ აქაურ გვარებს შევადარებთ რუისის სამწყსოს დავტარს, სადაც შეტანილია მეტეხის მცხოვრებთა გვარები, რომლებსაც ემართათ მოსახსენებელი, ეს გვარები მეტეხში ახლა აღარ არიან. ეტყობა ძველი მოსახლეობა ერთ დროს აქედან აყრილა, ხოლო ახალი შემდეგში გადმოსახლებულა ქართლის სხვადასხვა მხარიდან. აქაური საბალახე ადგილები მებატონე ამილახვრის კუთვნილება ყოფილა, ტყე კი მაღალაშვილის. მეტეხში დაცულია რამდენიმე ძველი ეკლესია: ღვთისმშობელი, ამაღლების ეკლესია, კვირაცხოველი და სხვ... მეტეხის ღვთისმშობლის (მიძინების) ტაძარი, როგორც ცნობილია, აშენებულია მე-11-12 ს. ვახუშტი კი ამ ტაძრის აგებას მიაწერს ვახტანგ გორგასალს და ამბობს: „აქ მტკვრის კიდეს არს მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, დიდი, მეტეხი, კეთილშენი გორგასლისაგან, საარქიმანდრიტო“. შესაძლებელია მე-5 ს-ში, ვახტანგ გორგასლის დროს, ყოფილიყო ამავე ადგილას უფრო მომცრო და სხვა ტიპის ტაძარი, რომელიც შემდეგში გადაკეთდა თუ ხელახლა აშენდა დღევანდელი სახით, მეტეხის ეს დიდ იტაძარი. როგორც ქვემონასტერში (მეტეხი), აქ იჯდა არქიმანდრიტი, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა კათალიკოსს.. ტაძრს აქვს ორი შესასვლელი კარი. დასავლეთის კარიბჭეზე გამოსახულია ღვთისმშბლის მიძინება (ბარელიეფი), შემკულია მცენარის ორნამენტოვან ჩუქურთმებით, ზედ კი მოტავსებულია ჩუქურთმიანი დიდი ჯვარი აღმოსავლეთის მხარეზე მოთავსებულია ჩუქურთმიანი ჯვარი (წნული) ქვეშ მტევნიანი ორი როზეტით. აქვეა ორი ნიში, რომლსი თაღიანი წრე შემკულია კუწუბებიანი არშიით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადზე ჩასმულია მოჩუქურთმებული დიდი ჯვარი, სარკმლის ჩარჩოებიც ჩუქურთმებით არის შემკული, სამხრეთის მხარეზე ჩატანებულია ქვფიქალი ასომთავრული წარწერით, რომელშიც მავედრებელი მეტეხის ღვთისმშობელს შესთხოვს ორსავე ცხოვრებაში სულის დიდებას. იქვე ტაძრის კედლის განახლებულ ნაწილში მხედრული წარწერაა, სადაც მოხსენიებულია ტაძრის შემკეთებელი იოთამ ამილახვარი. ტაძარი შიგნით შეთეთრებულია და მხატვრობის კვალი არ ეტყობა. წინათ ეკლესიას შემოვლებული ჰქონია მაღალი გალავანი ოთხი კოშკით. ახლა დარჩენილია ერთი კოშკი სამხრეთით. კოშკი ფორმით მრგვალია და მსასართულიანია. შემდეგ ამ კოშკზე დაუშენებიათ სამრეკლო. მეორე კოშკის ქვედა სართული დაცულია დასავლეთის მხარეზე. ეს ციხე-გალავანი იცავდა მეტეხის ტაძარს და საშიშროების დროსაც მსოახლეობა მას აფარებდა თავს. წინათ მტკვარზე ხიდი არ იყო, მეტეხელები მისდევდნენ მეტივეობას და ხალხიც ტივით გადაჰყავდათ. 1927 წელს ააგეს მეტეხის ხიდი და მეივეობაც ისტორიას ჩაბარდა.
|