topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გერგეტის სამება - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გერგეტის სამება //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- 1974.- გვ.73-169.

XIV –XVIII საუკუნეების ნიმუში. აი ამ ხანის ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში:  გერგეტის სამება ხევში, ყაზბეგის მახლობლად, თერგის მარცხენა ნაპირზე. მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშიაც კი ბევრი არ მოიძებნება ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომ ასეთი საკვირველი სილამაზის მდებარეობა ჰქონდეს. იგი განმარტოებით დგას მაღალ მთაზე (მის გვერდით მხოლოდ სამრეკლოა), მის გარშემო უზარმაზარი ციცაბო კლდოვანი მთებია, უკან კი გიგანტური მყინვარწვერი. ხშირად მას ღრუბლები ფარავს. ეს ხევის ერთადერთი გუმბათიანი ეკლესიაა და ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი, რომელიც მუდამ დიდ როლს თამაშობდა ამ კუთხის მკვიდრთა ცხოვრებაში. სამების გეგმა სავსებით ტრადიციულია - ეს ჯვაროვან - გუმბათოვანი ეკლესიაა ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშ ბოძით და ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც არ სცილდება გარეთა სწორკუთხედის ფარგლებს. წინა დროის ეკლესიებთან შედარებით პროპორციები "ფართო" და "ჯმუხია“; კედელთა სიბრტყეები არაფრით არ არის დანაწევრებული (დეკორაციული თაღები არ არის), ჩუქურთმები სარკმლების გარშემოა თავმოყრილი. ტექნიკური შესრულების ხარისხიც (კედელ-კამარების წყობა) და საკმაოდ მდიდარი ორნამენტაციაც მოწმობს ოსტატობის დაქვეითებას. სტილისტიკური ნიშნებით ეკლესია XIV ს-ით თარიღდება.

 

გერგეტის სამება //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. -1974. -გვ.169.

XIV ს.
ეს ერთადერთი გუმბათოვანი და, იმავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში - ხევის მთავარი სალოცავი (რაიონის ცენტრ ყაზბეგის მახლობლად, სოფ.გერგეტის ზემოთ, მთაზე). გეგმა იმ დროისთვის ტრადიციულია -მოკლე სწორკუთხედი, ორი გუმბათქვეშა თავისუფლად  მდგომი ბოძი. გარედან ყურადღებას იპყრობს მასიური ("კუბური“), პროპორციები, ფასადთა თავისუფალი სიბრტყეები, ორნამენტების კონცენტრაცია სარკმელთა და შესასვლელთა საპირეებში, ფასადთა ჯვრებში. კარნიზები (როგორც საერთოდ ამ დროც მოურთავია. ძეგლი თარიღდება XIII -XIV სს - თა მიჯნის ძეგლებთან სტილისტიკური სიახლოვის საფუძველზე. სამრეკლო ეკლესიის თანამედროვეა და მასთან ერთად განუყოფელ ანსამბლს ქმნის. ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე - 15,6 მ., სიგანე - 12 მ. სიმაღლე შიგნით  - 18,25 მ.
1. თ. სანიკიძე გერგეტის ტაძარი: სსრკ მეცნ. აკად. საზოგ. მეცნ. განყ. მაცნე, თბ., 1967, #1, გვ. 242-266