topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვაჩნაძიანის ძეგლები

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სოფელ ვაჩნაძიანის ბაზილიკა

ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) - სოფელი გურჯაანის რაიონში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, გურჯაანი - თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 560 მეტრ სიმაღლეზე, გურჯაანიდან 18 კილომეტრში. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი (გუმბათოვანი ეკლესია, პალატები, სამების ეკლესია და სხვ..), თავად სოფელში კი - მცირე ზომის ბაზილიკაა (ამჟამად აღდგენილია). გარდა ამისა 2007 წელს ვაჩნაძიანიდან 4 კმ-ზე, ტყეში, აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი, დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება. მონასტერი, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აგებული და ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება.

სამების ეკლესია ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსთან

პ. ზაქარაია - ვაჩნაძიანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1979.- გვ.332-333

ვაჩნაძიანი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, - ყველაწმინდის მონასტერი გურჯაანი რაიონში, სოფელ შრომიდან (ამჟ.ვაჩნაძიანი) 8 კმ-ზე, VI-VII სს-ში იქ სამეკლესიიანი ბაზილიკა მდგარა. ჩამოზვავებულ მიწასჩაუტანია ნაგებობის დასავლეთ ნახევარი (შემოჩენილია ნანგრევები). შემდეგ VIII საუკუნის დასასრულს და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვა). ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ნავს, რომლის ცენტრში აღმართულია გრძივი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. შუა ნავის გარშემო გარშემოსავლელი, სადიაკვნე და სამკვეთლოა. წინა დროის ძეგლებთან შედარებით (ჯვარი, წრომი, ატენი), თვალს ხვდება ინტერიერში პროპორციათა სრული შეცვლა: ჩანს ზესწრაფვა, სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, გრძივი ღერძებიც უფრო მკაფიოდ ხაზგასმული. ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი - პანდატივები. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VIII ს. - X საუკუნის I ნახევარი) ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი - გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ გალავანს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი.

გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ვაჩნაძიანის ყველაწმინდის IX ს. ტაძარი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ტაძრის გარშემო ტერიტორია გაუვალი მცენარეული საფარისგან გაიწმინდა. ნაგებობა ძლიერადაა დაზიანებული და აღინიშნება კონსტრუქციული ბზარები. 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომზადდა ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც 2010 წელს ძეგლის ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტი ხორციელდება ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით.

http://www.heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=780

 

 

 

 

 

**************************************************************************************

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 41-42

გარდამავალი ხანის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება VIII -  IX საუკუნეების ორი ძეგლი კახეთში. ორივეს "ყველაწმინდა" ეწოდება. ერთი გურჯაანთანაა, მეორე ვაჩნაძიანის (ახლანდელი შრომის) მახლობლად. <<ტექსტის სრულად აქ...<<

************************************************************************************

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.66-67

VIII - IX სს. მიჯნას მიეკუთვნება ვაჩნაძიანის ყველაწმინდა. კომპოზიციურად რთული შებონობის საფუძველს შეადგენს წაგრძელებული ფორმის დიდი დარბაზი გუმბათით ცენტრალურ ნაწილში. გუმბათი ეყრდნობა გრძივი კედლების შვერილებს....<<ტექსტი სრულად აქ...<<