topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გურჯაანის ყველაწმინდა -ამირანაშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გურჯაანის ყველაწმინდა - ამირანაშვილი შ. // ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1971.- გვ.165-169.

კახეთის ხუროთმოძღვრების ორიგინალობა უფრო მკვეთრად მოცემულია გურჯაანის ტაძარში, რომელიც, უდავოდ, ძველი ხანიდან მომწიფებულ შუა საუკუნეებზე ე.წ. გარდამავალი ტიპის ნაწარმოებს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მეტად რთულ შერწყმას გრანდიოზული ორგუმბათოვანი სამნავიანი ეკლესიისა ბაზილიკური არქიტექტურის ელემენტებთან.

მთავარ ნავს სამივე მხარეს პატრონიკენი აქვს, დასავლეთის მხრიდან ერთსართულიანი ნარტექსი. პატრონიკენში შესასვლელი ნარტექსის სახურავშია დატანებული. ტაძრის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთის მხრიდან გაფორმებულია ნალისებური მოყვანილობის საკურთხევლის აფსიდით, რომელშიც გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი კარი. სამხრეთის ნავში მოთავსებულია სალაროში შესასვლელი. სამკვეთლოს და სალაროს აფსიდები არა აქვთ. ორივე გუმბათი. დადგმულია რვაწახნაგოვან დაბალ ყელზე. გუმბათის ფუძეს კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ორივე შემთხვევაში ტრომპების სისტემითაა მოცემული. აღმოსავლეთ ფასადზე კარგად შენახულია მხატვრული გაფორმება, კამარების გამოყენებით. შუა ნავი გაფორმებულია ორი კამარით, რომელიც გადაებმის სარკმლის ჩარჩოს. გვერდის ნავები შემკულია ორ სართულად განაწილებული კამარებით; აღმოსაკლეთ ფასადის კამარები ნალისებური ფორმისაა. ამ ტაძარში, რომელიც თავისი ფორმებით გენეტიკურად დაკავშირებულია კახეთის სხვა ძეგლებთან, მეტია ადრინდელი არქიტექტურის ელემენტები, ვიდრე ვაჩნაძიანში. ორივე გუმბათის დაბალი წახნაგოვანი ყელი, კამარების ნალისებური ფორმა, ტრომპების სისტემა და სხვა დეტალები ცხადად მიუთითებენ ადრინდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციებზე, რაც უფლებას გვაძლევს ეს ნაგებობა VII-VIII საუკუნეებს მივაკუთვნოთ.