<უკან დაბრუნება
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
ლაგოდეხის რაიონის ისტორიული ძეგლები
- აბაშის წილის იოანე ნათლისმცემელი (სოფ. ლელიანში)
- თელას "წმ. გიორგის" ბაზილიკის ნანგრევები (V-VII სს) და "ღვთიშობლის" ეკლესია (V-VII სს.), თელა-მთის მთავარანგელოზთა ეკლესია (მდებ.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, მთაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თელა-მთას უწოდებს)
- კაბალის ციხე-გალავანი სოფ.კაბალში
- ლაკუასტი (ციხის შემორჩენილი ნანგრევი ლაგოდეხში, ყაზარმის მიმდებარე ტერიტორიაზე)
- მაწიმის ეკლესია - მდებარეობს მაჭის ციხე-დარბაზის ნანგრევებში, ცენტრში, (ისტორიული გაღმა მხარში, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია, ლაგოდეხიდან 8 კმ).
- მაჭის (თოღის) ციხე-დარბაზი და ეკლესია (მდებ. ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტ-ზე, ლაგოდეხიდან 8 კმ)
- მონასტერი ”დიდთა ძალითა ლაგოდეხი” (სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ქოჩალოს მთის დავაკებულ ადგილზე) მე-9 ს.
- უზუნთალა (მცირე ეკლესია სოფლიდან 8-9 კმ-ში)
- ქალ-ქვა (სოფ. ლელიანში)
- სოფ.ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (ადრე ერქვა ვორონცოვკა, მე-19 საუკუნეში აგებული გერმანული ”კირხა“)
- სოფ.ცოდნის კარის წმ.გიორგი (ნანგრევები ფუნდამენტის დონეზე)
- სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე, მე-11-12 სს.
- წმ.ილია მართლის ეკლესია სოფლებს კართუბანსა და მუხიანს შორის
- სოფ.ფონას წმ.სამების ეკლესია მე-11 ს.
- ონანაურის ”ჭრელი საყდარი” მე-11-მე-12 (ფრესკის ფრაგმენტები)
- ხოშატიანის ღვთისმშობელი - მე-11-13 სს. (ფრესკ) სოფ.არეშფერანიდან 3,5 კმ-ზე სასაფლაოსთან)
- ქოჩალოს ორნავიანი ბაზილიკა
|