< უკან დაბრუნება
ატენის სიონი (გორის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:
1. ალექსიძე ზ. ატენის სიონის სომხური წარწერები.-თბ.,1978.-რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე. - ტაძრის ფასადსა და ინტერიერში შემორჩენილი სხვადასხვა დროის (X-XVII სს.) სომხური წარწერების მნიშვნელობა ტაძრის ისტორიისა და გენეზისის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში.ტექსტს ერთვის ტაბულები.
2. ატენის სიონი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ., 1987. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ტაძარში შემორჩენილი XI საუკუნის მეორე ნახევრის მოხატულობისა და წარწერების ანალიზი.
3. აბრამიშვილი გ. ირმების სიმბოლიკა ატენის სიონის ტიმპანის რელიეფზე //ნარკვევები VI (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).-2000.-გვ.61-67. - მოცემულია ტაძრის ჩრდილოეთი კარის ტიმპანზე დაბალი რელიეფით გამოქანდაკებული დიდ წრიულ წყალსატევს დაწაფებული ორი ირმის სტილისტური ანალიზი.
4. ალექსიძე ზ. ატენის სიონის ოთხი წარწერა.-თბ.,1983.-გვ.40. - XI საუკუნის ფრესკების ქვეშ აღმოჩენილი წარწერის ტექსტის ანალიზი.
5. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რესტავრატორ-ხელოსანთა პორტრეტული ქანდაკებები //ნარკვევები.III (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1997.-გვ.97-103. რეზ. ინგლ. ენაზე. - ატენის სიონის მეორე საამშენებლო პერიოდის (X ს-ის მიწურული) მრავალრიცხოვან სკულპტურათა შორის არსებული სამი ხელოსნის პორტრეტული ქანდაკების განხილვა.
6. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის საქტიტორო წარწერა //ძეგლის მეგობარი.- XIX.-1969.-გვ.30-37. - ულტრაიისფერი დასხივებით გადაღებისა და ცალკეული დანაწილების მკაფიოდ გამოვლენის შედეგად მიღებული დასკვნები.
7. აბრამიშვილი გ. კიდევ ერთხელ ატენის სიონის მოხატულობის თარიღისა და ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხებზე //ნარკვევები V (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1999.-გვ.72-98. - სამეცნიერო ლიტერატურაში ატენის მხატვრობის შესახებ გამოთქმული სხვადასხვა თვალსაზრისის მიმოხილვა, ტაძრის აგების თარიღი.
8. ატენის მხატვრობა ღვთიმშობლის "ცხოვრების" აპოკრიფული ციკლით //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.189-194. - ტაძარში შემორჩენილი ფრესკული მოხატულობის ანალიზისა და წარწერების მიხედვით დადგენილია კედელზე გამოსახული საერო პირთა ვინაობა და მოხატვის თარიღი.
9. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის სამი გრაფიტი //მნათობი.-1984.-N9.-გვ.159-168. - ტაძრის აგების თარიღის გამო.
10. აბრამიშვილი გ. სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში.-თბ.,1971. - ატენის სიონის VIII საუკუნის ფრესკული წარწერის შესახებ.
11. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის უცნობი წარწერები //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1976.-N2.-გვ.170-176. - ტაძრის ინტერიერში 1969 წელს აღმოჩენილ ორ წარწერის შესახებ.
12. აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რელიეფები //საბჭოთა ხელოვნება.-1965.-N9.-გვ.66-67. - დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი რელიეფები ატენის სიონში.
13. აბრამიშვილი გ. შენიშვნები ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისათვის //საქართველოს მეცნერებათა აკადემიის მოამბე. XXX.-1963.-N5.-გვ.685-690. - ტაძრის დასავლეთის აფსიდის კედლის მხატვრობის ანალიზი.
14. ბარნაველი თ. ატენის ახალი წარწერები //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.VII.-1946.-N1-2.-გვ.83-89. - ატენის სიონის ქვაზე ამოკვეთილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.
15. ატენის სიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1975.-გვ.666. - ცნობები VII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრული ძეგლის არქიტექტურისა და მხატვრული გაფორმების შესახებ.
16. ატენი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.105. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
17. ატენის სიონი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.242-243. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრების, მხატვრული გაფორმების, მხატვრობისა და შემორჩენილი წარწერების შესახებ.
18. ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები.-თბ.,1957. - ატენის სიონის წარწერათა ტექსტის დადგენა, მათი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.
19. ბარნაველი თ. ატენის სიონის მხატვრობის თარიღის შესახებ //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.17.-1956.-N3.-გვ.281-286. - შ. ამირანაშვილისა და რ. შმერლინგის მოსაზრებები ტაძრის აგების თარიღთან დაკავშირებით.
20. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.106-108. - ცნობები ატენის სიონის შესახებ. ტექსტს ერთვის გეგმა, ფასადები, განაკვეთი მ.კალაშნიკოვის ანაზომის მიხედვით და ფოტოები (ტაბ.32-34; 36,37.
21. გილდენდორფი ი. რენტგენო-ემისიოგრაფიით შესწავლის ახალი მეთოდი //საბჭოთა ხელოვნება.-1978.-N8.-გვ.82-84. - ატენის სიონში ჩატარებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით ფრესკის გამოკვლევის პირველი ექსერიმენტული სამუშაოების შედეგები.
22. გვერდწითელი რ. ნემსაძე თ. ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა //ძეგლის მეგობარი.-1969.-N7.-გვ.50-56. რეზ. რუსულ ენაზე. - ატენის სიონის გუმბათის სახურავის გახსნის შესახებ.
23. დოლიძე ვ. ატენის სიონი.-თბ.,1960. ბუკლ. - ატენის სიონის მხატვრობისა და მრავალრიხცოვანი წარწერების შეასახებ.
23. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //ქართული ხელოვნება.ტ.X.-1991.-გვ.103-142. - ტაძრის დასავლეთ მკლავში წარმოდგენილ ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტის მიმოხილვა.
24. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა.ალბომი.-თბ.,1984.-გვ.5-12. - ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. XV საუკუნის მხატვრობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.
25. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნიერო სესია 1958 წლის 5-6 ივნისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1958.-გვ.8-9. - ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.
26. ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //საბჭოთა ხელოვნება.-1988.-N4.-გვ.123-144.
27. მცხეთა-გორი. ატენის ტაძარი //ზაქარაია პ.თბილისი. ბორჯომი.ვარძია.- თბ.,1977.-გვ.26-28. - ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება; ძეგლის შესახებ ხალხში შემორჩენილი თქმულება. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.
28. კანდელაკი ბ. რეპლიკა ატენის სიონის შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1979.-N49.-გვ.62-63. - ჟურნალ "საქართველოს ბუნებაში" (1972 წ. N12) გამოქვეყნებული წერილის "ატენის სიონის" შესახებ.
29. ლორთქიფანიძე ი. ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.57-59. - ატენის სიონის მხატვრობის ანალიზი.
30. მაკალათია ს. ატენის სიონი //მომავალი.-1920.-N1.-გვ.22-26. - მოკლე ცნობები ტაძრის წარწერებისა და ხუროთმოძღვრების შესახებ.
31. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.18-19. - სოფ. ატენის სიონის მხატვრულ-ისტორიული დახასიათება, წარწერების ანალიზი.
32. ატენის სიონი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.45-49; - VII საუკუნის, ტეტრაკონქის ტიპის ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ატენის სიონის გეგმა, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებანი (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).
33. რჩეულიშვილი ლ. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია //ქართული ხელოვნება.-1942.-ტ.1.-გვ.31-40. - ეკლესიის შენობის დათარიღების შესახებ.
34. ქანდაურაშვილი ა. ატენის სიონი //საქართველოს ბუნება.-1972.-N12. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული ანალიზი. სტატიაზე რეცენზია იხ. "ძეგლის მეგობარი"-1979 წ. N49, გვ.62-63.
35. ატენი. მცირეგუმბათიანი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო (V-XII).თბ., 1980.-გვ.39-45.გვ.201-220. რეზ.რუს ენაზე. - ატენისა (მცირეგუმბათიანი) და ატენის სიონზე შემორჩენილი წარწერები.
36. ფრესკული წარწერები: ატენის სიონი //ქართული წარწერების კორპუსი.III.-თბ.,1989. - მიკვლეული ყველა ფრესკული წარწერა ფოტოპირებით, გრაფიკული მონახაზებითა და კედლებზე განაწილების სქემებით.
37. ქუთათელაძე ა. არხეოლოგიური მოგზაურობა ატენი 16 ივნისს 1896 წ. //კვალი.-1897.-N15.-გვ.303-304. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და შემორჩენილი წარწერების ანალიზი.
38. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.191-193. - ტაძრის სამხრეთ ფასადზე არსებული ბერძნული წარწერის მოკლე აღწერილობა.
39. ატენი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.197-199. - ტაძარში შემორჩენილი ბერძნული წარწერების მიმოხილვა.
40. შმერლინგი რ. ატენის სიონის დათარიღებისათვის // ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია 1946 წლის 17, 18 და 19 იანვარი. სამუშაო გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-გვ.7.
41. შმერლინგი რ. ატენის სიონის კედლის მხატვრობის დათარიღებისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-ტ.VIII.-1947.-N4.-გვ.261-268. - ლაპიდარული, ფრესკული და ვერცხლზე ჭედური წარწერების ატენის სიონის წარწერებთან შეჯერების შედეგები.
42. ატენის სიონის დამოკიდებულება მცხეთის ჯვართან //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.1.-ტფ.,1936.-გვ.128-136. - ატენის სიონის ხუროთმოძღვრული ანალიზი (შედარება მცხეთის ჯვართან) და სომხურ ენაზე შერულებული წარწერების მიმოხილვა.
43. შუა საუკუნეების ხელოვნება: ატენის სიონი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 70-71; 116. - ატენის სიონის XI საუკუნის მეორე ნახევრის კედლის მხატვრობისა და ფასადების სხვადასხვა კატეგორიის რელიეფების ანალიზი. ტექსტს ახლავს სამხ. მკლავის მოხატულობის ფოტო.
44. ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.-თბ.,1948.-გვ.168;გვ. 173. - ატენის სიონის შიდა კედლისა(853 წ.) და გარეთა კედლის (1060-1065 წწ.) წარწერათა პალეოგრაფიული დახასიათება.
45. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია.-ტფ.,1906.-გვ.367. - ატენის სიონის კედლების შემკულობა.
46. "ამა წლის ივლისის 30 დღის..." //ივერია.-ტფ.,1902.-15 აგვ.(N162).-გვ.1. - ატენის სიონის მნიშვნელობა და საისტორიო ძეგლთა სავალალო მდგომარეობა.
47. ახალი ამბავი //ივერია.-1891.-1 ოქტ.(N208).-გვ.1-2. - თ. ჟორდანიას შენიშვნა ატენის ტაძრის შესახებ.
48. ბაქარაძე დ. შენიშვნა //დროება.-1882.-13 ნოემბ.(N237).-გვ.3. - იოსებ დავითაშვილის მიერ ატენის სიონის წარწერის გადმოღების თაობაზე.
49. დიდი ატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.55-59. - ატენის სიონის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.1968-1975 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მასალები.ტექსტს ერთვის ძეგლის ნახაზები და ფოტოები.
50. ატენის სიონი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.51-55. - VII საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურის, ფასადების შემკულობისა და მხატვრობის შესახებ. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის, რელიეფურ გამოსახულებათა და მხატვრობის დეტალების ფოტოები.
51. ატენის სიონი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.80. - ტაძრის კონსტრუქციული გამოკვლევებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის ღონისძიებათა შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ატენის საერთო ხედის ფოტოები.
52. ციხეები და ციხე-დარბაზები: ატენი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.71-74. - ატენის სიონისა და ციხის მოკლე ისტორია.
53. სამთავისისა და გორის ეპარქია: ატენის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.108-109. - მონასტრის დაარსება, საკულტო და საერო ხასიათის ნაგებობების მოკლე აღწერილობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), მონაზონი ნინო (მაზანიშვილი); ა.წერეთელი, ზ.ლიპარტელიანი და სხვები. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.
54. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ატენის სიონი //ციცშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.45. - მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრის - ატენის სიონის მოკლე აღწერილობა.
55. ატენი. მცირეგუმბათიანი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.201-220. რეზ.რუს.ენაზე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.72-82, 35 სურ.). - ატენის სიონისა და მცირეგუმბათიანი ეკლესიის წარწერების (IX ს.-მოსახსენებელი ნერსე-სტეფანოზის, ხელოსან ბაგრატის, ზღუდის საამშენებლო, ატენის სარქლის, ზღუდის შემქმნელი ხელოსნისა და პილიგრიმული წარწერების)ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.
56. დიდი ატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-55-59. - ატენის სიონის ხურომოძღვრული აღწერილობა, სამშენებლო მასალებისა და სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ, ეპიგრაფიკული ძეგლებისა და მოხატულობის ვრცელი მიმოხილვა, კარიბჭის აღწერილობა. მოცემულია საილსტრაციო მასალა.
57. ლორთქიფანიძე ი. ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.47-49. - ატენის სიონის XIII ს.-ის მხატვრობის ფენის ქვეშ აღმოჩენილი VII ს.-ის დეკორის სტილისტური ანალიზი.
58. ატენის სიონი //შუბითიძე-მაჭარაშვილი ვ., ბოლქვაძე დ. ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2008.-გვ.14. - მოკლე ცნობა ძეგლის მხატვრული ფორმების შესახებ. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
59. აბრამიშვილი ბ. "სეიფის ზვარი" ატენის სიონის წარწერებში //"ლიახვი.-1988.-გვ.367-373.
60. ბოჭოიძე მ. ატენის სიონი გადარჩენის მოლოდინშია //"დილის გაზეთი".-2003.-19 თებერვალი.-გვ.9.
61. ვაშაკიძე გ. სახლი ატენის სიონის ეზოში //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2001.-1 მაისი.-გვ.1.
62. ლეკვეიშვილი ი. ერის საუნჯე - შთამომავლობას //გაზ. "თბილისი".-1975.-20 მაისი.-გვ.3.
63. სიმონიშვილი ნ. ნიკოპეას ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულებისა და ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტის ურთმიმართების საკითხისათვის //სამეცნ. შრ. კრებული: ხელოვნებათმცოდნეობა.-2004.-N5.-გვ.189-234. რეზ. ინგლ. ენაზე.
64. სოხაშვილი გ. ატენის სიონი //გაზ. "სტალინელი"(გორი).-1961.-22 აპრილი.
65. ხუციშვილი ს. ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი //გაზ. "სტალინელი"(გორი).-1961.-11 ივნისი.
66. გოჩა გუგუშვილი. ატენის სიონი // გაზეთი „აღსავალი“, №6 2004 წ.
ბმულები:
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atenis_sioni/atenis_sioni.htm
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/atenis_sioni.html
http://dzeglebi.com/view.php?id=176
|