topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ალავერდი - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია -მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება: ალავერდის ტაძარი // ციციშვილი ირ. - ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 90-91.

ალავერდის ტაძარი აგებულია კახეთში XI საუკუნის პირველ ნახევარში. გეგმაში იგი ოშკისა და ქუთაისის ტაძრების მსგავსად წარმოადგენს ტრიკონქს, მაგრამ აფსიდები აქ ჩაწერილია გარე კედლების სწორკუთხედში.

ტაძრის ცენტრში ოთხ ბურჯზე აღმართულია მაღალი გუმბათი. ძირითად ტრიკონქს სამი მხრიდან მიშენებული ჰქონდა გარს შემოსასვლელი აფსიდური დაბოლოებით. ტაძარი კახეთის ყველა ტაძრების მსგავსად, აგებულია ყორე ქვით და შემოსილია შირიმის ფილებით. მისი შიგა სივრცე ხასიათდება დახვეწილი, ატყორცნილი პროპორციებით და უცილობლად ყველაზე გრანდიოზულია მთელ ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებამი. ტაძარი თითქმის მოკლებულია მორთულობას. მისი მაღალი კედლები გაფორმებულია მხოლოდ სვეტების კონებისაგან შედგენილი თაღედით. აღმოსავლეთის ფასადზე თაღების სისტემა გაძლიერებულია ახალი ელემენტებით - შუა მაღალი თაღის გვერდებზე გამობმულია ორმაგი ლილვებისაგან შედგენილი რთული ვარდულები. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე თემა სამივე ტაძარში დამუშავებულია სრულიად განსხვავებულად, ამა თუ იმ კუთხის ტრადიციის შესაბამისად. განსაკუთრებით იგრძნობა ეს ადგილობრივი ნიშნები და ხასიათი ფასადურ დამუშავებაში. ზემოთ აზიდული პროპორციები და მორთულობის სიმცირე და სიმკაცრე კახეთის ტაძარში, საერთო დეკორატიულობა და მორთულობის სიფაქიზე იმერეთში და სრული სიმშვიდე და დინჯი პროპორციები ქართლის ტაძარში.