There are no translations available.
< უკან დაბრუნება
გ.ჩანადირის ფოტო
ხახული (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:
1. ხახული //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.52, 132. - ხახულის ტაძრის აღწერილობა, ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული კომპოზიციის მიმოხილვა. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექსტს დართული აქვს ხახულის მონასტრის გენერალური გეგმა, ბ.რიაბოვის ნახაზი ან.კალგინის ანაზომის მიხედვით.
2. ხახულის მონასტერი //თაყაიშვილი ექვ. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1960. - გვ.59-67. - ხახულის გუმბათიანი ტაძრისა და დავით კურაპალატის მიერ აგებული ერთნავიანი ბაზილიკის დაწვრილებითი აღწერილობა, ხუროთმოძღვრული აგებულებისა და გეგმის დახასიათება, წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.
3. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.185-186. - X საუკუნეში დავით კურაპალატის მიერ აგებული ხახულის ტაძრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.
4. გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1996. - გვ.131. - დავით კურაპალატის მიერ X საუკუნეში აგებული ხახულის ტაძრის მოკლე ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (გვ.54-55).
5. დიდი ხუთეული ტაოთა: ხახული //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2004. - გვ.138-153. - მდ.ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე აგებული ხახულის მონასტრის -მთარგმნელობითი ცენტრის - ისტორია, არქიტექტურული ფორმები, ფასადთა შემკულობა, მხატვრობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული გააზრება. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ნ.შუგუროვი, თ.ხუნდაძე. ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლებთან შედარებით ხახული დაცულია. ტექსტს დართული აქვს მდიდარი ფოტომასალა.
6. ციცხვაია ლ. ხახულის მონასტრის სამლოცველო //ძეგლის მეგობარი.-2000.-N2(109).-გვ.47. რეზ. ინგლისურ ენაზე. - ძეგლის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტისა და ორნამენტული მორთულობის ანალიზი.
7. ხახულის ტაძარი //ქართული წარწერების კორპუსი. I. : აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.304-305. - მოკლე ცნობები ხახულის სამონასტრო კომპლექსზე. ტაძრის გუმბათის ყელის კვარცხლბეკზე ამოკვეთილი წარწერის განხილვა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.114).
8. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.85. - XII საუკუნეში აგებული ხახულის ტაძრის (თორთუმის ხეობა) მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
9. ხახული //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - თბ., 1987. - გვ.448. - ხახულის მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული და მხატვრული ანალიზი.
10. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია. - ტფ., 1906. - გვ.352-353. - მოკლე ცნობები ხახულის ტაძრის შესახებ.
11. ჯანაშვილი მ. მესხეთი. - თბ., 1915. - გვ.21. - მოკლე ცნობები ხახულის ტაძარში მოღვაწე მწოგნობართა შესახებ.
12. ჭიჭინაძე ზ. ისტორია ოსმალეთის ყოფილ მუსულმან ქართველთ საქართველოსი. - ბათუმი. - 1911. - გვ.6-9. - ხახულის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
13. სამცხე-საათაბაგოს დაკარგული და აწინდელი სოფლები //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო. - ტ.6 ფ., 1905. - გვ.14. - მოკლე ცნობები ხახულის ტაძრის შესახებ.
14. ბოსტაშვილი ნ. ახალგანთავისუფლებული მიწა-წყალზე სამხრეთ საქართველოს 1917 წლის სამეცნიერო ექსპედიციის ორი დოკუმენტი // მნათობი. - N11. - გვ.152-155. - ექვ.თაყაიშვილის მიერ 1917 წელს მოწყობილი ექსპედიციის შესახებ.
15. ჭიჭინაძე ზ. მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში. - ტფ., 1913. - გვ.303-304. - მოკლე ცნობები ხახულის ტაძრის შესახებ.
16. მაკალათია ს. მესხეთ-ჯავახეთი. - თბ., 1918. - გვ.22. - მოკლე ცნობები ხახულის ტაძრის შესახებ.
17. ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1991. - N1. - გვ.117-161. - ხახულის ტაძრის დეტალური აღწერილობა.
18. ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ხახულის ტაძრის არქიტექტურა და მხატვრული ანალიზი.
19. განვითარებული ფეოდალიზმი: ხახული //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - 1955. - გვ.60. - ხახულის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
20. ალადაშვილი ნ. ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ფიგურული სკულპტურა //ქართული ხელოვნების ინსტიტუტის XXII სამეცნიერო სესია, 1967 წლის 22 და 23 ივნისი.თეზისები.-თბ.,1967.-გვ.8. - ხახულის ტაძრის ფიგურული რელიეფების ანალიზი.
21. ხახულის ტაძარი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.164-180. - ტაძრის მდებარეობა, გარე სივრცისა და ხუროთმოძღვრების ვრცელი აღწერილობა (ფასადების არქიტექტურული პლასტიკა, სარკმლისა და სამხ. პორტალის ქანდაკებანი, გუმბათი, კარიბჭე, მინაშენი, მცირე ეკლესიები და სამლოცველოები, მთავარი ტაძარი), ლიტერატურული ცნობები ტაძრის შესახებ. მოხსენიებულია ექვ. თაყაიშვილი. ტექსტს დართული აქვს ილუსტრაციები (46-52) და ტაბულები (190-215).
22. ხუსკივაძე ლ. ხახულის კარედი ხატი. - თბ., 2007. - 45 გვ. - ფოტოალბომი. მონასტრის ისტორია, კარედის იკონოგრაფიული თავისებურება, ვრცელი აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
23. "მსგავსად მამის პაპისა"... ხახული //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.106-109. - ხახულის ხატის ისტორია, ტაძრის ამგებლად მოხსენიებულია დავით III კუროპალატი. ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: იოანე ხახულელი (X ს.), დავით თბილელი (XI ს.), გიორგი მთაწმინდელი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატის (XII ს.) ფოტოები.
24. ხახული //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1998. - გვ.224. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა ხახულის მონასტრის მთავარი ტაძრისა და ოთხი დარბაზული ეკლესიის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის საერთო ხედის ფოტო.
25. პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ // სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.314-336. - ხახულის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის მოხატულობის ვრცელი ანალიზი. მოხსენიებულნი არაინ: ექვ. თაყაიშვილი, ნიკოლ და მიშელ ტიერები, დ. უინფილდი, ნ. ალექსიძე, დ. ხოშტარია. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.
26. კოპლატაძე გ. წარსული, რომელიც თავის თავზე თვითონ მეტყველებს //მადლი.-1996(ივნ.).-N5.-გვ.5.
27. კანტაკუზინო შ. ქართული ეკლესიები ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში // ძეგლის მეგობარი. - 1979. - კრ.51. - გვ.64-70. - თურქეთის ტერიტორიაზე აგებული ეკლესიების (ოშკი, ხახული, ექექი)მოკლე ისტორია. ტექსტი თარგმნა არქ. რ. ავალიშვილმა. მოხსენიებულია დ. უინფილდი. ტექსტს ერთვის ძეგლთა ფოტოები.
28. ხახულის მონასტერი //ბალახაშვილი ვ. ღირსი გიორგის მთაქმინმდელი (ათონელი) 1000. - თბილისი-ბორჯომი. - 2009. - გვ.23-24. - ძეგლის ზოგადი აღწერილობა, ისტორია, ამგების ვინაობა,ცნობა ხახულის ცობილი ხატის შესახებ.
29. ლორთქიფანიძე ი. ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან // ქართული ხელოვნების საკითხები. - თბ., 1982. - გვ.50-57. - ტაძრის ფრესკული მხატვრობის შესრულების თავისებური მანერის შესახებ (მონუმენტური მხატვრობა, XII ს.).
|