topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დოლისყანა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები // ტაო - კლარჯეთი>>>

დოლისყანა (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ბაგრატიონი გ. მოგზაურობა თურქეთში // ძეგლის მეგობარი. - 1996. -  N1/92.- გვ.38. - ცნობები დოლისყანის ჯვარგუმბათოვანი ტაძრისა და მისი მდგომარეობის შესახებ.

2. დოლისყანა // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. - გვ.127. - გეგმით ჯვრისებრი, X საუკუნეში აგებული, დოლისყანის გუმბათიანი ტაძრის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მხატვრული დამუშავება, დეკორაციული თაღების მიმოხილვა, წარწერების ენობრივი ანალიზი. ტექტს ახლავს ძეგლის ფოტო (ტაბ.63).

3. სხირტლაძე ზ. უცნობი ეპიგრაფიკული მასალები საქართველოს სამხრეთ ისტორიული პროვინციებიდან // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ენისა...სერია. - 1993. - N2. - გვ.90-102. - დოლისყანის ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერების შესრულების თარიღის განსაზღვრა. მოხსენიებულნი არიან ფრანგი სწავლულები მიშელ და ნიკოლოზ ტიერები.

4. ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია. - ტფ., 1906. - გვ.341. - მოკლე ცნობები სუმბატ მეფის მიერ აგებული დოლისყანის ტაძრის შესახებ.

5. ჯანაშვილი მ. მესხეთი. - თბ., 1915. - გვ.21. - მოკლე ცნობა დოლისყანის ტაძარზე.

6. ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე. - თბ., 1954. - გვ.358.-360. - დოლისყანის საისტორიო წარწერისა და ქართველთა მეფის სუმბატ I-ის მიერ 954-958 წლებში ტაძრის აგების შესახებ.

7. გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინაი", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე: დოლისყანა //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2004.- გვ.59-65. - ცნობა ძეგლის მდებარეობის შესახებ; დოლისყანის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის (მინაშენი, გალერეა, ეკლესიის თანადროული გრძელი სათავსი, ქვის კვადრებით მოპირკეთებული გუმბათი) ხუროთმოძღვრული აღწერილობა, სამშენებლო წარწერების სტილისტურ-ენობრივი ანალიზი, სკულპტურული რელიეფების თავისებურებანი, ცნობა სამხ.კედელში ჩადგმული მზის საათის გაუჩინარების შესახებ. ტექსტს დართული აქვს დოლისყანის ეკლესიის 1904 და 2004 წლებში გადაღებული ფოტოები, სარკმლის შემკულობის, მიქაელ მთავარანგელოზისა და მთავარანგელოზ გაბრიელის რელიეფების, მზის საათის გამოსახულების, კედლის მხატვრობის ფრაგმენტების ფოტოები

8. გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1996. - გვ.11-12. - მოკლე ცნობა დოლისყანის ასომთავრული წარწერებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ. მოხსენიებულია გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელი.

9. დოლისყანის მონასტრი //ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.290-294. - დოლისყანის სამონასტრო კომპლექსის X საუკუნის წარწერების მიმოხილვა ნ.მარისა და დ. ერმაკოვის ფოტომასალების მიხედვით. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.110, 111).

10. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1981. - გვ. 170 - 174. - ძეგლის მოკლე დახასიათება.

11. ტაო-კლარჯეთი (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით) // გაფრინდაშვილი ქ. ქართული სულიერების სათავეებთან. - თბ., 2005. - გვ. 73 - 150. - ტაძრის მოკლე დახასიათება.

12. სხირტლაძე ზ. ახალი მასალები საქართველოს სამხრეთ პროვინციების მოხატულობათა შესახებ //საბჭოთა ხელოვნება - 1986. - გვ.125-135. - დოლისყანის ტაძრის მოხატულობაზე.

13. ხოშტარია დ. შავშეთ-კლარჯეთის ეკლესიები //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1998. - N2. - გვ.53-80. - დოლისყანის ტაძრის აღწერილობა.

14. ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1991. - N1. - გვ.117-161. - დოლისყანის ტაძრის დეტალური აღწერილობა.

15. ალადაშვილი ნ. ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ფიგურული სკულპტურა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXII სამეცნიერო სესია 1967 წლის 22 და 23 ივნისს. თეზისები. - 1967. - გვ.8. - დოლისყანის ტაძრის ფიგურული რელიეფების ანალიზი.

16. ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998 - გვ.113-114. - ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ცნობები დოლისყანის ეკლესიის შესახებ.

17. დოლისყანის ეკლესია //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.74-89. - მდ.იმერხევის ნაპირზე, მთის წვერზე აგებული ეკლესიის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, არქიტექტურული პლასტიკა,მოხატულობისა და(მთავარანგელოზის გამოსახულება, ოსტატ გაბრიელის "პორტრეტი")წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.ტექსტს ერთვის ილუსტრაციები (12-23) და ტაბელები (68-91).

18. დოლისყანა // ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1998. - გვ.224. ტექსტი ქარტ. და ინგლ. ენებზე. - დოლისყანის (ახლ. ჰამამლი) IX-X საუკუნეების მონასტრის მოკლე აღწერილობა. დართულია საილუსტრაციო მასალა.

19. ხოშტარია დ. კლარჯეთის IX - XI საუკუნეთა სამონასტრო ხუროთმოძღვრება // სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბარი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.436-451. რეზ. ინგლ. ენაზე.  - მოკლე ცნობა ტაძრის მდგომარეობის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ძეგლის აღმ. ფასადის სქემატური ჩანახატი.

20. დოლისყანა - ადარნასე ქართველთა მეფის ძეთა აღმშენებლობა //ხოშტარია დ. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. - თბ., 2009. - გვ.111 - 125. - ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობის, დღეისათვის შედარებით შემორჩენილი დოლისყანის ეკლესიის დეტალური ხუროთმოძღვრული აღწერილობა, შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტებისა და წარერების ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: დ.ბაქრაძე, ა.პავლივანოვი, ვ.ჯობაძე, ნ.შოშიაშვილი, ნ.მარი, ნ.ტიერი. მოცემულია ეკლესიის გეგმა, განივი ჭრილი, ხედი აღმოცავლეთისაკენ; განივი ჭრილი, ხედი დასავლეთისაკენ; გრძივი ჭრილები; აღმოსავლეთი ფასადი, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები.

21. დოლისყანა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გამ. "ციცინათელა", თბ.,2006 წ., გვ. 310-313

 

ინეტნეტ-რესურსები დოლისყანაზე:

1. http://tao.110mb.com/dolisyana.html

2. http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=519

3. http://ka.wikipedia.org/wiki/დოლისყანა

4. http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dolisyana.html