topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ძველი გავაზი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ეკლესია-მონასტრები>>>

ძველი გავაზი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ. 28-29

VI საუკუნეს მიეკუთვნება ძველი გავაზის (კახეთში) პატარა ეკლესია: მისი  გეგმა უბრალო ოთხყურას წარმოადგენს, მაგრამ ცენტრში აქაც გუმბათქვეშა კვადრატია. გავაზში ელემენტარული გეგმაა - ოთხი ნალისებრი აფსიდი და გუმბათი. მაგრამ მანგლისისაგან განსხვავებით, აქ შენობის გარეგნობა პირდაპირ იმეორებს შიგა მოხაზულობას. ამიტომ გარედან ოთხი ცილინდრის რამდენადმე პრიმიტიული შეხამება გამოდის (ახლანდელი გუმბათი და გარშემოსასვლელი უფრო გვიანდელია). ეკლესიის ზომა ძალიან მცირეა. გეგმის უმარტივესი კომპოზიცია არც იძლეოდა კონსტრუქციულ საშუალებას გუმბათქვეშა ნაწილის გასაფართოვებლად, ახალი სარწმუნოების გავრცელება და დამკვიდრება კი სწორედ ასეთ ამოცანას უსახავდა მშენებელთ: საჭირო იყო უფრო ვრცელი და ტევადი გუმბათიანი ტაძრების შექმნა. ეს ძლიერი ბიძგი იყო ტექნიკურ და კომპოზიციურ სიახლეთა ძიების გზაზე.

ძველი გავაზი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. გვ.102

ძველ გავაზს ახლა ახალსოფელი ეწოდება. იგი ალაზნის გაღმაა, ყვარლის რაიონში. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. XIX და XX სს. რემონტის წყალობით დიდად დამახინჯებულია. გარშემოსავლელი და გუმბათის ყელი თავდაპირველი არ არის ადრინდელი ხანისათვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობა მკაფიოდ ჩანს არა მარტო გეგმაში (ოთხივე აფსიდი), არამედ შესასვლელთა (დასავლეთითა და სამხრეთით) თაღებშიც.

ზოგი ადრინდელი ეკლესიისათვის დამახასიათებელია და აქაც გვხვდება ვიწრო შესასვლელები აღმოსავლეთიდან. აქ თითო-თითოა სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდებში. საფიქრებელია, რომ ეს ეკლესიის მსახურთათვის განკუთვნილი შესასვლელები იყო. მაგრამ, შესაძლებელია, მათ მღვდელთმსახურებასთანაც ჰქონდათ რაიმე კავშირი. ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი. მისი გარეთა ზომებია (გარშემოსავლელის გარეშე) დაახლოებით 13X13მ.

გ. ჩუბინაშვილი ქართული ხელოვნების ისტორია, გვ. 57-58

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე