There are no translations available.
<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
შუა საუკუნეების ხელოვნება: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 63-64
ქართული ხუროთმოძღვრების აღმავლობა ბუნებრივია, უნდა გამოვლენილიყო აგრეთვე მცირე ზომის და ნაკლებად მნიშვნელოვან ძეგლებშიაც. ასეთია მაგალითად სამწევრისის პატარა ეკლესია ქარელის მახლობლად. ეკლესია დგას დაბალი მთის თხემზე, მაგრამ ადგილის კარგი შერჩევის წყალობით, შესანიშნავად ჩანს დიდი მანძილიდან, მისი დახვეწილი სილუეტი მკვეთრად იხატება მტკვრის გაშლილი ხეობის მშვიდ პეიზაჟში.
გეგმით ეკლესია წარმოადგენს მარტივ ჯვარს, რომლის სამი მკლავი სწორკუთხოვანია და საკურთხევლისა კი აფსიდით მთავრდება. ცენტრალური კვადრატი გვირგვინდება გუმბათით, რომლის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა განხორციელებულია მაღლა აზიდული კონუსური ტრომპებით. შიგა სივრცე უხვადაა განათებული და შემოსილია სუფთად თლილი ქვის კვადრებით. ფასადები ხასიათდებიან უნაკლო წყობით და დახვეწილი ფორმებით. დეკორატიული მორთულობა თავშეკავებულია, მხოლოდ სარკმლებია ხაზგასმული ხვეული თავსართებით, კედლები და გუმბათის ყელი კი თავდება თაღებიანი ლავგარდნით. ამგვარად, მიუხედავად იმისა,რომ სამწევრისში არცერთი ფორმა არაა არსებიათად ახალი, იგი თავისი პროპორციებით, იშვიათი მოხდენილობით და მაღალი შესრულებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
|