topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

წირქოლის ეკლესია და ციხე - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება .  << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

წირქოლის ციხე, წირქოლის ეკლესია // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ 15, თბ., "ციცინათელა", გვ. 237-241.

წირქოლის ეკლესია. ქსნის ხეობაში, ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე, წირქოლის ციხის მახლობლად დგას VIII საუკუნის ეკლესია იგი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანას (VII საუკუნის II ნახ - X საუკუნის I ნახ.) განეკუთვნება. ნაგებია ნასვრეტებიანი ტუფით. სხვა ქართულ ტაძრებთან შედარებით უჩვეულოდ გამოიყურება. გეგმით წაგრძელებული ფორმისაა, გადახურულია ორკალთიანი სახურავით, გარედან სამლოცველოს წააგავს. შიგნით კონსტრუქცია გაცილებით რთულია და მოულოდნელი: აღმოსავლეთით  ჩვეულებრივი ნახევარწიული აფსიდი და მის ორივე მხარეს მდებარე თითო სათავსია. ცენტრალური კვადრატული სივრცე სფერული გუბათითაა გადახურული. ორ სართულად გაყოფილი დასავლეთი ნაწილი გუმბათქვეშა ნაწილთან თაღოვანი მალებითაა დაკავშირებული. თვით გუმბათს სხვა ქართული გუმბათებისგან განსხვავებით ყელი არ აქვს, უშუალოდ აზის კვადრატულ საფუძველს (ტრომპების საშუალებით) და გარედან არ აღიქმება. ამგვარად დარღვეულია ჯვრისა და წრომისდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი შიდა სივრცისა და გარე მასის შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, შენობის მშვენიერი პროპორციები, გარე მასის კომპაქტურობა და ლაკონურობა მხატვრულად მთლიან შთაბეჭდილებას ტოვებს და ხუროთმოძღვრის უეჭველ ნიჭსა და ალღოს მოწმობს.

აღმოსავლეთი ფასადი სიმეტრიულია. აქ არის ჰორიზონტული  სარტყლით გამოყოფილი, მარტივი კარნიზი დაგვირგვინებული ფრონტონი. შუაში მოთავსებულია ორმაგი თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო ვიწრო სარკმელია. უმთავრეს მახვილს შეადგენს დიდი სწორკუთხა ჩაღრმავება ფრონტონის ქვეშ ფასადის მთელ სიგანეზე. იგი მკვეთრად გამოიყოფა კედლის ყვითელ ფონზე, რადგან აქ ჩასმული იყო რუხ-მოშავო ფერის ორი დიდი ფილა. (შესაძლოა ეს სიბრტყე წარწერისათვის მოამზადეს, შემდეგ წარწეარ აღარ გაუკეთებიათ). ასევე სიმეტრიულია სამხრეთი ფასადიც. აქ შუაში ერთმანეთზე წაბმული სამთაღოვანი ბრტყელი ნიშია. შუა თაღში უბრალო სწორკუთხა შესასვლელია, მის ზემოთ კი ორმაგი სარკმელი. სათაური დამუშავებულია წვრილი დეკორატიული თაღებითა და ცხოველთა გამოსახულებებით. გარკვეულ დეკორაციულ ეფექტს ქმნის ფასადთა პერანგის წყობაც - აქ ერთმანეთს ენაცვლება ქვებით გამოყვანილი მაღალი და დაბალი რიგები. წირქოლის ეკლესიის გარეთა  ზომებია: 11,4X6,3 მ., ზიმაღლე შიგნით - 7,7 მ.

 

წირქოლის ციხე

წირქოლი სოფელია ახალგორის რაიონში მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირას, ახალგორიდან 6 კმ.-ზე, ზღვის დონიდან 920 მ-ზე. სოფლის ტერიტორიაზე, ქარაფოვანი კლდის თავზე წამომართულია წირქოლის ციხე. პირველად იგი X საუკუნის 70 -იან წლებში იხსენიება, როდესაც საქართველოს გაერთიანების საქმეს წინ აღუდგა ზოგიერთი აზნაური, გასცეს უფლისციხე და მეფის დატყვევებული ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახეთს მიაშურა და საქმეები უომრად მოაგვარა. კახელებმა წირქოლისა და იქვე ახლო მდებარე გრუას გარდა, ყველა მიტაცებული ადგილი დააბრუნეს. თუმცა არ ჩანს, რამდენ ხანს იყო წირქოლის ციხე კახელების ხელში, ალბათ, დიდხანს არა, რადგან თვით კახეთმა ამის შემდეგ მალე დაკარგა დამოუკიდებლობა. წირქოლი და "წირქუალელნი" შემდეგ საუკუნეებშიცაა ცნობილი. მაგალითად, XII საუკუნის ბოლოს გიორგი რუსისა და მისი მომხრეების დამარცხების შემდეგ თამარმა ზოგი დიდებული დასაჯამ ზოგიც დააწინაურა. "წირქუალელნი" ამ დროს შეწყალებულთა შორის იხსენიებიან.

აქედან მოყოლებული XVIII საუკუნემდე ცნობები წირქოლის შესახებ არ შემონახულა. ვიცით, რომ XVIII საუკუნეში იგი ერთ -ერთი ძლიერი ციხე იყო და შიდა ქართლის სხვა ციხეებთან ერთდ ეკუთვნოდა დიდ სარდალს გივი ამილახვარს. როდესაც თეიმურაზ   II გახდა ქართლის მეფე, მამ შეძლო ქსნის ხეობის დამორჩილება, მაგრამ წირქოლის ციხე, სადაც გივის შვილი  რევაზი იყო გამაგრებული, ვერ აიღო. მაშინ დახმარება თავის შვილს, კახეთის მეფეს, ერეკლეს სთხოვა. გაერთიანებული ძალით მეფეებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. როცა საქმე "მისჭირდა", დაიწყო მოლაპარაკება. პატიებისა და სხვა დაპირებების შემდეგ ამილახვარმა დათმო ციხე. სიმაგრეში მეფსი გარნიზონი ჩადგა. როგორც ვნახეთ, წირქოლი ისეთი მტკიცე სიმაგრე ყოფილა, რომ მისი აღება მეფეთა შეერთებულ ჯარსაც კი გაძნელებია. 1777 წელს წირქოლის ციხემ უკანასკნელი სამსახური გაუწია საუკუნეთა მანძილზე მის მფლობელ ქსნის ერისთავებს. ამ წელს მეფეს აჯანყებია ქსნის ერისთავი გიორგი და გაუმაგრებია საერისთავოს საიმედო ციხეები. მათ შროის წირქოლის იმედიც ჰქონია. მიუხედავად ამისა, ურჩი ფეოდალი მეფის ჯარებმა რადიკალური მოქმედების შედეგად მაინც დამარცხებულა. ამ აჯანყების შემდეგ ერეკლემ ქსნის საერისთავო გააუქმა და წირქოლის ციხეც უშუალოდ სახელმწიფო ციხეთა ჯაჭვში შევიდა. თავდაპირველად ციხე მთის წვერზე მდგარა. მოგვიანებით ჩრდილოეთ მხარეს ახალი ნაგებობები დაუმატებიათ, რომელთა სიდიდე ორჯერ აღემატებოდა ძველს.

ძველის ციხის სქელი და მტკიცე კედლები მთილს რელიეფს გასდევდა. შიგნითა ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთად ყოფილა დაყოფილი. ციხეს ჰქონია თავისი წყალსაცავი და სხვა სათავსები. ახალი სიმაგრე ისე აუგიათ, რთული რელიეფი მაქსიმალურად გამოუყენებიათ. იგი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ეზოს ირგვლის განლაგებულია: აღმოსავლეთით ოთსართულიანი სასახლე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში - კოშკი და ჩრდილო-დასავლეთით - საცხოვრებელი სადგომი. ამას გარდა სხვა კუთხეებშიც ყოფილა რაღაც ნაგებობები. ციხეს ჰქონია ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან. ციხის შიგნით ოთხსართულიანი სასახლისა და სხვა დანარჩენ ნაგებობათა არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ციხე კი არ იყო, არამედ ფეოდალის საცხოვრებელიც, შესაძლოა აქ ქსნის ერისთავთა ძლიერი გვარის რამდენიმე წარმომადგენელიც კი ცხოვრობდა. ოთხსართულიანი სასახლის პირველ სართულზე სამეურნეო სადგომები ყოფიალ, მეორე სართული მომსახურე პერსონალს ჰქონდა განკუთვნილი, მესამე - საცხოვრებელს, მეოთე კი - მისაღებ დარბაზს. სამხრეთ-დასავლეთ კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული. პირველ სართულზე ყოფილა ეზო და შესასვლელი, იქვე მაღალი და ვიწრო გვირაბი გადიოდა. მოგვიანებით გვირაბში, როცა მან თავის დანიშნულება დაკარგა, წყალსადენი გაუტაებიათ. ამ მაღალი მთის ახლომახლო წყაროს კვალი არ ჩანს. ეყობა წყალი შორიდან იყო გამოყვანილი. ციხის დასავლეთი ნაწილი ორ თუ სამსართულაინია ყოფილა. პირველი სართული სარდაფი იყო, ხოლო ზედა - საცხოვრებელი. ყველა სართული აღჭურვილი ყოფილა სათოფეებით.

პარმენ ზაქარაია