topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ძლევის წმ. გიორგის მონასტერი სოფ. ტაბაკინში - გაფრინდაშილი, ჩუბინაშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე . <<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

გაფრინდაშვილი გ. ჩუბინაშვილი ნ. - ძლევის წმინდა გიორგის მონასტერი სოფ. ტაბაკინში //ძეგლის მეგობარი. - 1969. - კრ.18. - გვ. 28-33

ტაბაკინის ეკლესია ორიგინალურად  გადაწყვეტილი ძეგლია. ეკლესია დარბაზულია, მაგრმა თაღებით გახსნილია ჩრდილოეთ ნავში. ამასთანავე აქვს   ჩრდილო-აღმსოავლეთის სადგომი და დამოუკიდებელი სამხრეთ სტოა. საინტერესოა აღვნიშნოთ კიდევ სხვა  თავისებურებანი. ჩრდილოეთ ნავი დაკავშირებულაი დარბაზთან მასიური ოთკუთხა ბოძზე დაყრდნობილი განიერი ორთაღედით.; მის აღმოსავლეთ ნაწილში გამოყოფილია სათავსო აფსიდით. მსგავსი კომპოზიცია ქართულ ისტორიულ ადრეფეოდალური ხუროთმოძრვრების პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება, - ახმეტა  VI ს-ის მეორე ნახევარი,  ბაიხო - VI-VII  ს-ის;  ღართა; ბზიანი VII სს-ს. ამ ტიპის ეკლესიების დახასიათება   იხ.გ.ჩუბინაშვილი, კახეთის ხუროთმოძღვრება, თავი II და III. სტოას სამხრეთი ფასადი გაფორმებულია სამითაღითა და ორი მინუმენტური მრგვალი სვეტით, კაპიტელებითა და ბაზებით. ორი ან სამი თაღით გაფორმება შედარებით ხშირად გამოიყენება სამეკლესიან ბაზილიკებში და დარბაზულ ეკლესიებში, აგრეთვე სამნავიან ბაზილიკებშიაც. მრავალი მაგალითიდან დავასახელოთ რამდენიმე: ქვემო ბოლნისი, ოლდისი და თეთრიწყარო, ზეგანი VI -  VII სს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სტოა, როგორც აღინიშნა, დამოუკიდებელი სადგომია. მას ჩვეულებრივი კავშირი ეკლესიასთან არ გააჩნია, მაგრამ მისი დასავლეტის კედელი ფართო თაღითაა გახსნილი. მაშასადამე, კავშირი შესაძლებელია ამ ღიადისა და ეკლესიის დასავლეთის კარის საშუალებით. სტოად გაფორმებულიდამოუკიდებელი ეკვდერის ასეთ შეთავსებას ეკლესიასთან ჯერ ჯერობით პარალელი არ მოეპოვება და ამიტომ ტაბაკინის მაგალითი უნიკალურია. ეკლესიის ქვეშ დასაკრძალი ორი სათავსოა. ეს საძვალეა, - აღმოსავლეთიდან შესასვლელით. იგი ეკლესიის ქვეშ არ შენდებოდა  მოწიფულ შუასაუკუნეებში, მაგრმა ადრეული ხანის ხუროთმოძღვრებაში მსგავსი გადაწყვეტა კარგად არის ცნობილი.

საძვალე დამატებით გამაგრებულია  გარედან მეორე საყრდენი კედლით. ამის მეოხებით მოედნებია შექმნილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებთან. ასეთი სუბსტრუქციები უფრო დამახასიათებელია ადრეული ძეგლებისათვის. აშკარად გამოიყოფა ეკლესიის მთელი ქვედა ნაწილი. დაახლოებით სტოას კოზმიდის სიმაღლედმე. იგი ხასიათდება არა მარტო წყობის სამკაცრითა და სიზუსტით, არამედ კანტშემოვლებული დიდ იკვადრებით, - მსგავსად ზღუდრის დარბაზული ეკლესიისა და გუბათიანი ტაძრების- წრომისა და სამწევრისის VII ს-ის პირველი ნახევრის ძეგლებისა. იგი ისევე მონუმენტურია, როგორც ამ ძეგლებში. ყველა ეს თავისებურებანი შეუძლებელია შეუმნეველი დარჩეს ობიექტის  თუნდაც ზერელე გაცნობის დროს. შემდეგში ეკლესია აშკარად განახლებულია. კედლების ზედა წყობა მკვეთრად განსხვავდება შენობის ქვედა ნაწილის წყობისაგან. ნამტვრევი ფიქალის კამარებითაა შეცვლილი თავდაპირველი კამარები, ამოყვანილი გათლილი ბლოკებით, როგორც ძველ ეკლესიებში - აი რამდენიემ მაგალითი.ქვემო ბოლნისი, დარბაზული ეკლესიები - ზედაზენი და ოლთისი. განახლებისას არ გამოუყენებიათ დიდი, კარგად გათლილი ბლოკები. ისინი ბევრად მცირენია და რა თქმა უნდა არა აქვთ კანტები. ქვის ქყობის რიგები არც მკაცრია და არც სწორი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს კიდევ უხეშად შეკეთებული ცალკეული ადგილები. წყობის ზოგიერთ რიგში აქა - იქ ფლეთილი და რიყის ქვებია ჩამატებული. კოზმიები დაწყობილია სხვადასხვა ქვებისაგან, თუმცა კი თაროა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადების გასწვრივ კომზიდების ხაზი მკაცრად ჰპტიზონტალური არაა. ყოველივე ეს შესრულებულია ნაჩქარევად და დაუდევრად. ამ უხეშ გვიანდელ შეკეთებას ეკუთვნის აგრეთვე სამხრეთ კედელში გაჭრილი კარი სტოაში და მის ზემოთ შექმნილი საკმელი, რომელთაც დააზიანეს 1510 – 1529 წწ. კედლის მხატვრობა. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შეიცავს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის ცხოვრებათა ციკლებს და სხვა. კომპოზიციები დასათაურებულია შედარებით დიდი ასოებით. საერთოდ, წარწერები შესრულებულია ასომატვრული, ნუსხა ნარევით და მხედრულით.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ეკლესიის მხატვრობაში ყურადღებას იპყრობს ქტიტორთა პორტრეტები: ერთი - სამხრეთ კედლის ქვედა რეგისტრის ცენტრში ხანდაზმული საეკლესიო მოღვაწის (მოსასხამი, ქუდი) შარავანდედიანი გამოსახულება, ეკლესიის მოდელიტ ხელში. იქვე შემორჩენილია ოცდაოთხსტრიქონიანი წარწერა.

მარჯვენა მხარეს:

აქა წამიდ|ის:. გიორ|გის:. მონა|სატერი:. ძ|ალევისა:. და| ყოლაწმიდისა:. ღა| მათის:. მაშობალისა:.  |დაკნილებოლი| დაოხრებული:.  |აღვაშენე:.  |მეჩახეტ|იძემა:. |ქაოთათელ|მა:. გ|ერ|ასიმე:.   ცაოდავანი:.  |მისნი |შეონდო:. | ღმერ|თამა| ამინ:.  |და კირიალ|ესო:.

ე.ი. აქა წმიდის გიორგის მონასტერი ძლევისა და ყუელაწმიდისა ღმრთის მშობელისა დაკნილებული და ოსრებული აღვაშენე მე ჩხეტიძემა ქუთათელმა გერასიმემ. ცოდვანი მისნი  შეუნდოს ღმერთმან. ამინ და კირიალეისო.

მარცხენა მხარეს:

მის|თა| დედა|მამათა:.  |და მისთა| მიცვალ|ებოსა:. |შეოდოს:. |:. ღნ:.  ამინ:.

ე.ი. მისთა დედამამათა და მისთა მიცვალებულსა შეუნდოს ღმეთმან, ამინ.

მეთხუთმეტე სტრიქონში საკუთარი სახელის აღდგენილი ასოები „ერ“ აშკარაა. შემორჩენილია |ე|-ს თავისა და ბუნის ნაწილები, ხოლო „რ“-ს მოკაუჭებული ფეხი. წარწერა ნუსხურია ასომთავრული ნარევით. განსაკუთრებით  დამახასიათებელია ნუსხური „ო“-ს ვარიანტები. ასო „კ“ ორჯერვე გადაბრუნებულია: ამასთან წარწერა „ა“ - მეტობითაა შესრულებული. მხატვრობა თვით შეიცავს ზუსტ დამათარიღებელ ქრონოლოგიას, რომლის ზედა ზღვარი 1529 წელია: მეორე ქტიტორი ჩრდილოეთის ნავის დასავლეთ კედელზეა. იგი ნეფე ქტიტორია, მხატვრობის  შემორჩენილ მცირე ფრაგმენტებში გაირჩევა სამეფო გვირგვინი, შარავანდედი და ეკლესიის მოდელი ხელში. მოდელის ქვეშ დაზიანებული სამსტრიქონიანი წარწერაა:

ს(ო)ლკორთხეო(ლ)სა/

ბ/გ[რტ](ს):.შეონდნე(ო)/

ღმე(რ)თა:. ადნ:.

ე.ი. სულკურთხეულსა  ბაგრატს შეუნდენ უფალო. ღმერთმან ადიდენ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აქვე ჩრდილო კედელზე  ძლიერ დაზიანებული ფეოდალთა ( მამაკაცი და  ქალი) გამოსახულებანია. წარწერები თითქმის მთლიანად დაღუპულია. თუმცა მამაკაცის თავთან შემორჩენილ ასოთა „აქა ჩა...“ (ჩახეტიძე, ჩახეძე) მიხედვით აქ შესაძლებელია ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლებია. მართლაც ეს მხარე საჩხეიძეოში შედიოდა. თუ ქტიტორთა წარწერებს შევაჯამებთ, გასაგები გახდება, რომ ტაბაკინის დანგრეული მონასტერი განაახლა და მოხატა  ქუთათელმა გერასიმე ჩხეტიძემ, რომელიც ქუთაისის სამწყსოს კათედრაზე ეპისკოპოსად ზის  XVI ს-ის 20 -იან წლებში. „ ქორონიკონსა სიზ (1529 წ.) მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი (10)“ (ქართლის ცხოვრება  II, 1959 გვ. 493). იგი მოღვაწეობდა  იმერეთის მეფის ბაგრატ III დროს (1510 – 1565 წწ.). აქედან გამომდინარე მხატვრობაში მიგნებული მეფე - ქტიტორი უცილობლად ბაგრატ III -ა. მართლაც ბაგრატ III-მ, როგორც ცნობილია, ენერგიული ღონისძება გაატარა იმერეთის სამეფოს გასაძლიერებლად. ხელს უწყობს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და ახალ საეპისკოპოსოთა დაარსებას. საეპისკოპოსთა კათედრებზე  ბაგრატი თვის ერტულ ფეოდალებს ნიშნავს, კერძოდ, ხუთ საეპისოპოსო კათედრას ამ დროს ჩხეტიძეთა  ფეოდალური სახლი განაგებს. მეფის საეკლესიო ღონისძიებას კი მოჰყვა დასავლეთ საქართველოს საპატრიარქო ტახტის გელათში გადმოტანა (ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან,  I, თბ. 1966). ტაბაკინის მონასტერი, რომელიც შეიცავს აგრეთვე გვიანდელ ორსართულიან სამრეკლოსაც ამ კულტურულ-პოლიტიკური ღონისძიების ერთ-ერთი დამადასტურებელი ძეგლია, სადაც მეფე და ეპისკოპოსი მხარდამხარ ეწევიან სამშენებლო მოღვაწეობას. ამრიგად, ტაბაკინის ეკლესია შენებისა, განახლებისა და შეკეთების ოთხ ფენას შეიცავს. პირველი  VI –VII საუკუნებისაა, მეორე შესაძლებელია X საუკუნისაა, მესამე განახლებისა და მოხატვის 1510-1529 წწ. და მეოთხე 1529 წ. ის შემდეგ. ტაბაკინის ფრიად საინტერესო და ხელოვნების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი მხატვრობა დაღუპვის საფრთხის წინაშეა. მთავარი კომპოზიციები ჯერ კიდევ რამდენადმე კარგად გამოიყურება. თუმცა ალაგ-ალაგ სასწრაფო გამაგრებას მოითხოვს. მით  უმეტეს, შესაკეთებელია ეკლესიის სახურავი. ამასთან  ერთად საჭიროა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება - თუნდაც სტოას თაღედის გახსნა გვიანდელი ყორესაგან და სხვ. ჩევნ ეჭვი არ გვეპარება, რომ ძველი ქართული ხელოვნების ამ მნიშვნელოვან ძეგლს ყურადღებას მიაქცევენ ძეგლთა დაცვის მესვეურნი