topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლ.ციცხვაია - ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ესბეკის კომპლექსი // ტაო -კლარჯეთის ძეგლები>>>

(+)

ლოლა ციცხვაია

"ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი"

2003 წ.

ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრა.

სტატიის წყარო: http://exhib.internet-academy.org.ge/journal/articles/1005.pdf

ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ტაო–კლარჯეთის არქიტექტურულ ნაგებობათა მშენებლობის ადრეული პერიოდის ერთ–ერთი საინტერესო ნიმუშია. ესბეკი მდებარეობს ართვინის ვილაიეთში, ისტორიულ ტაოში (ამჟამად თურქეთშია). მდინარე ოლთისის მარცხენა სანაპიროზე. თავსი დროზე ესბეკი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პატარა დასახლებული ადგილი გამაგრებული ციხითა და გალავნით. ესბეკის არქიტექტურული კომპლექსი ორ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. მასში გაერთიანებული ნაგებობები - სამნავიანი ბაზილიკა, სამარხი - სამლოცველოსა და საერო შენობათა ნაშტები და XV-XVI საუკუნეების მიჯნისაგურით ნაგები დარბაზული ეკლესია და საგუშაგო კოშკი ქვის მასიური გალავნითაა შემოზღუდული. რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ესბეკის მთავარ ნაგებობას, სამნავიან ბაზილიკას, ანალოგიური ტიპის ეკლესიებს შორის ერთ -ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საერთო არქიტექტურულ - კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო (სიგრძივი ღერძის მიმართულებით განთავსებული თაღების განიერი მალები, პასტოფორიუმების სპეციფიური აგდაწყვეტა, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სარკმლების უგულებელყოფა). ესბეკის სამნავიანი ბაზილიკა არქიტექტურულ ტიპითა და აქ გამოყენებული საამშენებლო საშუალებებით შეიძლება მივაკუთვნოთ IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს. ზემოხსენებული დარბაზული ეკლესიაც დანაწევრებულ პატარა სივრცით IX-X საუკუნეების მიჯნით უნდა დავათარიღოთ. ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ტაო-კლარჯეთის არქიტექტურულ ნაგებობათა მშენებლობის ადრეული პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ესბეკის კომპლექსის შესახებ ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში ძალზე მწირია. სწორედ ამით აიხსნება აღნიშნული ძეგლით ჩვენი დაინტერესება. უპირველესად, მადლობა მინდა მოვახსენო ტაო - კლარჯეთის ისტორიის შესწავლით დაინტერესებული გერმანელ მწერალს კარლ ჰაინც შეფელერს. მან მიმიწვია ამ რეგიონში 1999 წლის ივლისში ორგანიზებულ ექსპედიციაში, რითაც წილად მხვდა ბედნიერება მენახა ბევრი უცნობი ძეგლი, მათ შორის ესბეკის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ჯერ კიდევ ფაქტიურად შეუსწავლელია ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების ფონზე, როგორებიცაა იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, ითხთა ეკლესია და სხვა. ესბეკის არქიტექტურულ ანსამბლში ჩაწერილი მთავარი ნაგებობის აზომვითი სამუშაო განხორციელდა მხოლოდ 1995 წლის ივნის - ივლისში გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს [1].

უფრო ადრე, 1983 წელს, ესბეკი ინახულა ამერიკაში მოღვაზე ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ხელოვნების ისტორისკოსმა პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ. მაგრამ მან, როგორც სინანულით აღნიშნა კიდეც თავის ნაშრომში "შუა საუკუნეების ქართული ეკლესიები და მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში". სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ მოახერხა სრულად მოეხილა და დაეფიქსირებინა განადგურების გზაზე მყოფი ესბეკის არქიტექტურული ნაშთები. მეცნიერს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი მთავარი ეკლესიისა და მისი მოკლე აღწერა [2, 47-48]. ესბეკი მდებარეობს ართვინის ვილაიეთში, ისტორიულ ტაოში, მდინარე ოლთისის (ოლთი-ცაი) მარცხენა სანაპიროზე. ცენტრალური სამანქანო გზა მიემართება იშხნისაკენ, მდინარე ოლთისის ხეობაში. ირგვლიც შთამბეჭდავი პეიზაჟია: უცნაური მოხაზულობის უზარმაზარი კლდეები ერთმანეთს ფილმის კადრებივით ენაცვლება, ზოგჯერ კიდეც ერთმანეთში იკარგება და კლდეების მიღმა წარმოიქმნება იდუმალებით მოცული სიღრმე, საიდანაც თორთუმისწყალი გამოედინება. შემდეგ გზა უხვევს მარცხნივ, გადადის მდინარე ოლთისზე გადებულ ხიდზე და იწყება მტვრიანი ჰრუნტის გზა, რომელიც ზემოთ მიემართება. ესბეკის არქიტექტურული კომპლექსის გამოჩენამდე მნახველის ყურადღებას იპყრობს კლდის წვერიდან ამოზრდილი დიდებული ციხე- სიმაგრე, რომელსაც როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, პატარა სამლოცველო ახლავს, გამოდის, რომ ესბეკს თავსი დროზე მეტად სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჰქონია [2.47-48]. სოფლის ტერიტორიაე აღმართულია ქვის უზარმაზარი აკვედუკის კკედლის შემორჩენილი ნაშთები. მსი სიმაღლე ერთი მეტრიდან შვიდ მეტრამდე მერყეობს, ხოლო სისქე ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრამდე. აკვედურკის კედელი ერთ ბოლოში დასრულებულია არხითა და ცისტერნებით, საიდანაც ხდებოდა ნათესების მორწყვა და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. დღეს ეს აკვედუკი, ბუნებრივი ფუნქციადაკარგულია, ხოლო ზემოხსნებული ცისტერნები მოსახლეობას პურის საცხობად აქვს გამოყენებული [2.48]. ამჟამად ესბეკშუ დაახლოებით 150 კაცი ცხოვრობს და საფიქრებელია, რომ აქ ამაზე მეტი არც შუა საუკუნეებში უნდა ყოფილიყო. ესბეკის არქიტექტურული კომპლექსი დიდ მოვაკებულ ტერიტორიაზეა გაშლილი და ორ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. ანსამბლი კი რამდენიმე შენობას შეიცავს: სამნავიანი ბაზილიკა, საგუშაგო კოშკის, სამარხ-სამლოცველოსა და საერო ნაგებობათა ნაშთები და აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია. ესბეკსი ხუროთმოძღვრულ კომპლექსში ჩართული ნაგებობები, გარდა ბაზილიკისა, თავის დროზე შემოზღუდული ყოფილა ქვის მასიური გალავნით, რომლისგან დღეს უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. ზემოჩამოთვლილ შენობათაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დს მცირე ზომის ქვის დარბაზული ეკლესია, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს სამნავიანი ბაზილიკა, რომელმაც ჩვენამდე სამწუხაროდ საგრძნობლად დაზიანებული სახით მოაღწია - შენობის კედლების ზედა ნაწილები საერთოდ ჩანგრეულია და, ბუნებრივია, აღარც მისი გადამხურავი კამარა არსებობს.

დაზიანების მიუხედავად, ბაზილიკა დღესაც აღიქმება, როგორც დომინანტი ესბეკის არქიტექტურული კომპლექსისა და მნახველზე წარუშლელ შთბეჭდილებას ახდენს დაწვეწილი ფორმებით, სიძველითა და იმპოზანტურობით. ესბეკის სამნავიანი ბაზილიკას ანალოგიური ტიპის ნაგებობეს შორის ერთ ერთი გამორჩეული ადგილი უნდა მივაკუთვნოთ საერთო ატქიტექტურულ - კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო. ბაზილიკა ადგილობრივი ნაწილობრივ დამუშავებული მონაცრისფრო ქვებითაა აგებული. ყოველგვარ დეკორატიულ შემკულობას თუ წარწერებს მოკლებული ტაძრის ფასადების სადა ზედაპირი გაცოცხლებულია დიდი კვადრებითა და პატარა ქვებით შექმნილი თარაზული რიგების რიტმული მონაცვლეობით. ესბეკის ბაზილიკის ინტერიეი შედგება შუა განიერი და ორი გვერდითი მეტისმეტად გრძელი და ვიწრო ნავისაგან, რომლებიც კორიდორებს უფრო მოგვაგონებს. გვერდითი ნავები ცენტრალურთან დაკავშირებულია ორ-ორი ფართო თაღით, რომლებიც მასიურ ბურჯებზეა გადაყვანილი, როგორც ნუკა - საყდრის ორნავიან ნაგებობასა და პარეხთას სამნავიან ბაზილიკაში (ორივე IX საუკუნით თარიღდება და ტაო-კლარჯეთში მდებარეობს). ესბეკის ეკლესია გვანცვიფრებს სიგრძივი ღერძის მიმართლებით განთავსებული თაღების მალების სიდიდით, რომლებიც თითქმის ორჯერ აღემატება გვერდითი ნავების განივი თაღების სიგანეს. ამგვარი განიერთაღებიანი ბაზილიკები, რომლებიც მათ სირიულ წარმომავლობაზე მიუთითებს, საქართველოში  კარგადაა ცნობილი V საუკუნიდან - ბაზილიკები ურბნისში (V-VI სს.), ვაზისუბანსა (VI-VII სს.) და არეშში (VII-IX სს.) [2,48]. ბაზილიკის შუა ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ორივე მხარეს მოთავსებულია პასტოფორიუმები (ცალკე გამოყოფილი სათავსოები - სადიაკვნე და სამკვეთლო) საკუთარი აფსიდიოლებითა და თითო პატარა სარკმლით. პასტოფორიუმები გვერდითი ვიწრო ნავების გაგრძელებას წარმოადგენენ და მათ ვიწრო გასასვლელებით უკავშირდებიან. მეტად უცნაურია ბაზილიკის მაშენებლის მიერ სარკმლების იგილებელყოფა არა მხოლოდ დასავლეთ ფასადზე, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მთელ სიგრძეზეც. ეს გარემოება, როგორც პროფ.ვ.ჯობაძე სამართლიანად შენიშნავს, მიუთითებს ეკლესიის მაქსიმალური თავდაცვითი ფუნქცისს გათვალისწინებაზე [2,48]. იგივე ხერხია განმეორებული ბაზილიკის ჩრდილო-დასავლეთით გაცილებით მოგვიანებით აღმართულ საგუშაგო კოშკზეც. ეკლესიას, როგორც სავარაუდოა, აღმოსავლეთის დიდ სარკმელთან ერთად ანათებდა დღეს უკვე არარსებული, მეორე სართულის დონზე მოწყობილი პატრონიკეს ზედა რიგის სარკმლები და ორი კარი დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბაზილიკის ინტერიერი მთლიანად ყოფილა შელესილი და დაფარული კედლის მხატვრობით. ამ უკანასკნელისგან შემორჩა საკმაოდ დაზიანებული და ჩამორეცხილი უმნიშვნელო ფრაგმენტები. საკურთევლის აფსიდაში ძლივს განირჩევა "ზიარების" კომპოზიცია, რომელიც აფსიდის დიდი სარკმლის ორივე მხარესაა წარმოდგენილი. მაცხოვრის და მოციქულთან სახეების რბილის დამუშავება, შუქ-ჰაეროვანი მოდელირების გამოყენება XI საუკუნის კედლის მხატვრობის ტრადიციებს შეესაბამება. ხოლო მათი სამოსის ხაზობრივი და მოუხეშავი ფორმები აშკარად ხელმეორედ მოხატვის შედეგი უნდა იყოს. ესბეკის ბაზილიკა თავის დროზე გადახურული იყო მოჭიქული ლორფინებით. დღეს მას, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გადახურვა აღარ გააჩნია. მარიგად, აქ გამოყენებული საამშენებლო ხერხებითა და არქიტექტურული ტიპით, აგრეთვე იმ ნიშნებით, რომლებიც ტაო-კლარჯეთის რეგიონში VIII-IX საუკუნეებში აგებულ ეკლესიებსაც (განსაკუთრებით პარეხთას ქვედა ბაზილიკა) ახასიათებთ, ესბეკის სამნავიანი ბაზილიკა შეიძლება მივაკუთვნოთ IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს. ესბეკის ბაზილიკის სამხრეთ - დასავლეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დგას კარგად დამუშავებული ნაცრისფერი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით ნაგები პატარა ცალნავიანი ეკლესია. ერთადერთი კარი გაჭრილიაჩღდილოეთის კედელში, რაც იშვიათობას წარმოადგენს ქართულ არქიტექტურაში და იგი განსაკუთრებული გარემოებებით, ჩვენს შემთხვევაში კი ეკლესიის ადგილმდებარეობით არის განპირობებული. სა,ლოცველოს ინტერიერი წარმოდგენილია ერთიანი დაუნაწევრებელი პატარა სივრცის სახით.

ეს იმის მაჩვენებელია, რომ ესბეკის დარბაზული ეკლესია ამ ტიპის ნაგებობათა ადრეულ ნიმუშს განეკუთვნება და მისი მშნებლობის პერიოდი IX-X საუკუნეების მიჯნას არ უნდა გადმოსცდეს, ე.ი. იგი ბაზილიკის თანადროული გამოდის. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც კედლის სწორკუთხედშია ჩწერილი და რომლის ორივე მხარეს კვადრატული ფორმის თითო პატარა თახჩა თუ სახატეა გამოკვეთილი. საკუთრივ აფსიდა შემოსაზღვრულია ოდნავ შეისრული მოხაზულობის სატრიუმფო თაღით, რომელიც აფსიდის მხრებთან ჩასმულ მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. ესბეკის დარბაზული ეკლესიის შიდა სივრცე საკმარისად ნათდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიდან შემოსული შუქით. მეტად საინტერესოდაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთის სარკმლის ღიობის ზედანი, სადაც წითელი და ლურჯი ფერის მცირე კენჭების რიტმული შენაცვლებით მიღებულ წრეში ჩასმულია ჯვარი. ასეთივე კენჭებით შექმნილი სარტყლები ვერტიკალურად მიუყვება სარკმლის წირთხლებს. სამლოცველო თავდაპირველად ცილინდრული კამარით იყო დასრულებული, რომლისგან დღეს არაფერი შემორჩა. ეკლესია ამჟამად ხის ძელებითაა გადახურული. ესბეკის არქიტექტურულ ანსამბლში, გარდა ზემოაღნიშნული ორი ნაგებობისა, გაერთიანებულია XV-XVI საუკუნეებში აგებული აგურის დარბაზული ეკლესია და სათვალთვალო კოშკი, რომელსაც ირგვლივ შემოუყვება ქვის მასიური გალავანი კარიბჭით. გალავნის კედლის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრს აღწევს.

ამგვარად, ჩვენი ცდა, მკითხველისათვის მიგვეწოდებია მოკლე ინფორმაცია ტაო - კლარჯეთის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და თითქმის შეუსწავლელი ძეგლის შესახებ, ვფიქრობ, ნაწილობრივ განხორციელდა. მაგრამ ეს არის მხოლოდ საწყისი ნაბიჯები ესბეკის მეცნიერული კვლევის სფეროში. მომავალში იგი მეტ ჩაღრმავებასა და განზოგადებას საჭიროებს.

გამოყენებული ბმულები:

http://exhib.internet-academy.org.ge/journal/articles/1005.pdf

https://www.facebook.com/lola.tsitskhvaia/about

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/e/esbeki.html