topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

იდლეთი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

იდლეთის "ნათლისმცემელი" - ბერიძე ვ. //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.101.

სოფ. იდლეთი ქართლის შუაგულშია, კასპის რაიონში, მდ. კავთურის ნაპირას. პატარა ეკლესია სოფლის განაპირას დგას. ესეც ერთი ადრინდელი ნიმუშთაგანია ქართული გუმბათოვანი არქიტექტურისა. გეგმით "თავისუფალი ჯვრის“ ტიპს მიეკუთვნება. საკურთხევლის აფსიდი და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უჯავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს.

გუმბათი ტრომპებს ეყრდნობა, შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კი წარმოადგენს მასიურ კუბს ჩამოთლილი კუთხეებით - ეს შეადგენს ძეგლის უმთავრეს თავისებურებას. მკლავები მოკლეა, გარეთკენ რამდენადმე დავიწროებული, გუმბათის ყელი ფართოდ და მძიმედ აზის შენობას.

ადრინდელი ხანისთვის დამახასიათებელია მკლავებისა და გუმბათის დამრეცი სახურავები, დაბალი ფრონტონები. კედლები სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვითაა ნაშენი,  წვრილი ქვის გვერდით გვხვდება დიდი ლოდებიც.

ერთადერთი სამკაულია გუმბათის ყელზე მოთავსებული სამი სადა ჯვარი.

დასავლეთით, საიდანაც ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი აქვს, მიშენებულია (უფრო გვიან), "საქალებო". ტაძრის სახე ჯერ კიდევ მხატვრულად შეუმუშავებელია და არქაულობის აშკარა ხასიათს ატარებს. მისი მაქსიმალური ზომები დაახლ. შემდეგია: სიგრძე - 7,2 მ, სიგანე - 7 მ., შიგნითა სიმაღლე - 7,2 მ.

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე







გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე