topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გარეჯის კომპლექსი - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>

 

განვითარებული ფეოდალიზმი: გარეჯის კომპლექსი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 101-102, 114

აღსანიშნავია, რომ უცხოელთა ბატონობის მძიმე პერიოდშიც ქართული ხუროთმოძღვრება განაგრძობს განვითარებას და ინარჩუნებს თავის ეროვნულ სახეს. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ხელოვნებაში უკავია კლდეში ნაკვეთ კომპლექსებს, ქალაქებსა და მონასტრებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარეჯისა და ვარძიის ანსამბლებს.  გარეჯის გრანდიოზული კომპლექსი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით 60 კილომეტრის დაშორებით გარეჯის უდაბნოში. მონასტრების 15 ჯგუფი გაშლილია უდაბნოს ტერიტორიაზე 25 კილომეტრის მანძილზე. მონასტრების დაარსება დაკავშირებულია ერთ -ერთ „ცამეტი ასურელი მამების" - დავითის სახელთან, რომელიც VI საუკუნეში დასახლდა გარეჯის უდაბნოში. ეს პირველი მონასტერია, რომელსაც შემდგომში ლავრა ეწოდა ან დავით-გარეჯი. რამდენადმე მოგვიანებით, მაგრამ ჯერ კიდევ დავითის სიცოცხლეში, მისმა მოწაფეებმა ლუკიანემ და დოდომ დაარსეს კიდევ ორი მონასტერი - ნათლისმცემელი და დოდოსრქა. მეუდაბნოეთა მოძრაობა მოითხოვდა მკაცრ ასკეტიზმს, რაც აისახა კიდევაც კლდეში ნაკვეთ გარეჯის პირველი მონასტრების არქიტექტურაში. ახალი საფეხური გარეჯის მონასტრების განვითარებაში დაკავშირებულია ილარიონ ქართველის სახელთან. მან 837 წელს გააფართოვა ლავრა, გადააკეთა და შეამკო „ფერისცვალების" ეკლესია და შექმნა ახალი ეკლესიები, სატრაპეზოები, სენაკები. იქმნება ახალი მონასტრებიც. განსაკუთრებულ აყვავებას აღწევს სამონასტრო კომპლექსი XI-XII საუკუნეებში. ამ დროს ფართოვდება და შენდება ძველი მონასტრები. ლავრაში ეწყობა ტერასული ეზო, კედლებში გაჭრილია წყალმიმღებები და რეზერვუარები. ყოველ მონასტერში გამოიყოფა სატრაპეზოები, „ფერისცვალების“ ტიპის მთავარი ტაძრები. იქმნება ახალი მონასტრებიც - უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური. ახალი ქვაბულები უკვე დიდად განსხვავდებიან თავისი დამუშავების ხარისხითა და სიმდიდრით. ამ პერიოდს მიეკუთვნება უდაბნოსა და ბერთუბნის ეკლესიების და სატრაპეზოების ბრწყინვალე ფრესკული ფერწერა. მონასტრები ეხლა არა მარტო რელიგიური ცენტრებია, არამედ საწარმოო - სამეურნეო ორგანიზაციები, სამეცნიერო და სულიერი კულტურის კერები. მონღოლების (1265 წ.), თემურლენგის (XIV ს. ბოლო წლები), შაჰ-აბასის (1616 და 1617 წწ.) შემოსევების შედეგად მონასტრებმა დიდი უბედურება განიცადეს. დაიწყო სამონასტრო ცხოვრების ჩაქრობა. მცირე აღორძინება გარეჯის ცხოვრებაში შეიმჩევა XVII და XVIII საუნეთა მიჯნაზე. საქართველოს მეფეები ყველა ღონეს ხმარობენ რათა აღადგინონ  გარეჯის მონასტრები, რაც ნაწილობრივ აღწევს მიზანს, როდესაც ყველა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა ო. მაჭუტაძე. მან მიაღწია მონასტრისათვის დაკარგული მიწების  დაბრუბებას, ააშენა თავდაცვითი ნაგებობანი და მრავალი სხვ. მაგრამ XVII საუკუნეში  მონასტრები მაინც ცარიელდება და XIX საუკუნისათვის ბერები შემორჩა მხოლოდ  ნათლისმცემელს.

X საუკუნიდან ფერწერული სკოლა დაკავშირებულია გარეჯის მონასტრებთან. იხატება  კლდეში ნაკვეთი ტაძრები, მცირე ეკლესია და სატრაპეზოები - ბერთუბანში, ქოლაგირში, წამებულში, უდაბნოსა და ნათლისმცემელში. გარეჯის ფერწერაში დიდი ადგილი ეთმობა ქტიტორთა გამოსახულებებს (გიორგი II, დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, გიორგი ლაშა, დემეტრე თავდადებული და სხვ), რომელთა ზომები სჭარბო წმინდანთა გამოსახულებებს. მეორე თავისებურებაა, რომ ტრადიციული სიუჟეტების  გარდა აქ გვაქვს მონასტრების დამაარსებლის წმინდა დავითის ცხოვრების ამსახველი სცენები, ბუნებისა და ცხოველებისადმი სიყვარულის თხრობით. მთლიანად გარეჯის კედლის მხატვრობას დიდებული და საზეიმო ელფერი ჰქონდა, ამასთანავე იგი ემოციურია და შესანიშნავად გადმოგვცემს განწყობილებას (მეტყველი სახეები, ემოციურად შეგრძნებული პეიზაჟი და სხვ). ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ბერთუბნის ფერწერა. მთავარი ტაძრის მხატვრობის ოსტატი ხატავს ფართოდ, თავისუფლად, დიდ სიბრტეებზე, იგი შემოქმედებითად ამუშავებს ტრადიციულ სიუჟეტებს და ქმნის ახალ კომპოზიციებს. სატრაპეზოს მხატვრის მანერა თითქოს უფრო დახვეწილია, ნახატი ფაქიზი და მოხდენილი. საღვთო ტრაპეზის თემაზე შესრულებული კომპოზიციები ("სადუმლო სერობა", „სამება" და სასწაულები) განლაგებულია გამყოფი ზოლების გარეშე. აქ გაძლიერებულია დეკორატიული მხარე და ენიჭება თითქოს, საერო ელფერი. ფერწერის ფერადოვანი გამა აგებული მოწითალო - ყავისფერის, იისფერის, მწვანეს, ლურჯის და ნაცრისფერი ტონების უფაქიზეს შერჩევაზე დახვეწილია და მეტყველი.