topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

წირქოლი - ს. მაკალათია

< უკან დაბრუნება . <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.69-70, გვ.72.

წირქვალი (წირქოლი) მდებარეობს ქსნის მარჯვენა მხარეს. სოფელი გაფანტულია უბნებად და დაყოფილია 7 უბნად. სულ არის 120 კომლი. მათი გვარებია: მორბედაძე, ხუტაშვილი, ხრიკული, ფიცხელაური, მეგრელიშვილი (მეგრელიანი) და სხვ.... ამ სოფლის მებატონენი ყოფილას ერისთავი და მუხრანბატონი, რომელთაგან მეკომური წლიურად უხდიდა ორ მანეთს.

სოფელში ერთი მრგვალი კოშკია, რომელიც ეკუთვნის კოლა ფიცხელაურს. კოშკი ნაგებია რიყის ქვით, დუღაბით. კოშკი მრგვალია. აქვს ერთი შესასვლელი კარი აღმოსავლეთით. კოშკი ორსართულიანია, ჭერი აქვს თაღიანი, აგურით ნაგები. კოშკის ორივე სართულში გამართულია ბუხარი, სათოფურეები და სარკმლები. ასასვლელი კიბე შიგვეა გამართული, ნაგებია კლდის ქვით. კოშკის მახლობლად დარჩენილია ძველი პატარა ეკლესიის საძირკველი. ქსნის საერისთავოს სტატისტიკურ აღწერილობაში წირქვლის ფიცხელაური დასახელებულია ქსნის საერისთავოს აზნაურებში. ამ გვარიდან იყვნენ ქსნის ერისთავების მოურავები. ამიტომ მათ ეძლეოდათ უფლება თავდასაცავად კოშკიც ჰქონოდათ. სოფლიდან მოშორებით, ორი კილომეტრის მანძილზე, ძველი წირქვლის ნასოფლარია, სადაც დარჩენილია ღვთისმშობლის ძველი ეკლესია და წირქვლის ძველი ციხის ნანგრევები. ვახუშტის სიტყვით: "კსნის დასავლით კიდესა ზედა არს ციხე დაბასა წირქვას". ეკლესია დანგრეული ყოფილა და სიძველეთა კომიტეტს  საფუძვლიანად აღუდგენია იგი. ნაგებია ჩოფურა ქვით (ტუფით), გეგმით დარბაზულია და ფორმით - სიმეტრიული. თავისი სტილით წააგავს ანტიკურს. ჩრდილო და აღმოსავლეთის ფასადი ღაღოვან - სვეტებიანია. შიგ მოხატულიც ყოფილა. მხატვრობა შერჩენილია ბოძის თაღში. ჭერი აქვს თაღოვანი. წირქვლის ტაძრის დახასიათებისათვისას აკად. გ.ჩუბინაშვილი ამბობს, რომ იგი მოგვაგონებს სირიულ ტაძარს, რომელსაც ხუროთმოღვარი იცნობდა და ამით უნდა აიხსნას მისი გაჩენა წირქვალშიო. ბოლოს დაასკვნის: ეს ტაძარი ქართული ხლეოვნების ბრწყინვალე ძეგლია, რომელიც უდავოდ შეიძლება მიეკუთვნოს VIII საუკუნესო. ღვთისმშობლობას აქ ხატობა იმართებოდა. მლოცავიც  ბევრი მოდიოდა ახლომახლო სოფლებიდან. აქვეა სასაფლაოც. საფლავის ქვებზე გამოსახულია ქალებისა და კაცების სახეები ქართულ ტანსაცმელში.

ეკლესიის მახლობლად, მაღალ ბორცვზე, წირქვლის ციხე დგას. მას ქსანი უვლის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ციხე ამაყად გადაჰყურებს ქსნსი ხეობის არემარეს. ციხე ძველია. იგი იხსენიება X საუკუნეში და დიდხანს იყო საცილობელი ქართლსა და კახეთს შორის. გადაკეთებულ-არგენილია მომდევნო პერიოდში, XVIII საუკუნეში კი იგი ითვლება მოქმედ ციხედ ლეკების თარეშის ასალაგმავად. წირქვლის ციხე ქსმის ხეობაში ყველაზე მაგარი და მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო. ამ ხეობას იცავდა მტრის შემოსავისაგან. ციხე ნაგებია ნახლეჩი კლდის ქვის დუღაბით, ზოგან რიყის ქვაც ურევია, დარჩენილია მისი ჩრდილო-დასავლეთის გალავნის კედელი, რომელსაც შერჩენილი აქვს სათოფურეები, სამი ბუხარი, სარკმელები და სხვ. გალავანზე მიშენებული ყოფილა საცხოვრისი ოთახები, ორსართულიანი, რასაც მოწმობს ზემო და ქვემო კედელზე შერჩენილი ბუხარი. კედელს ზოგან ეტყობა შეკეთბსი კვალი. სამხრეთ-დასავლეთით თავმორღვეული დიდი კოშკია, დარჩენილია მისი სამი სართული, შიგ გამართულია ბუხარი, სარკმლები და სათოფურეები, მარცხნივ მოზრდილი ჭაა. კოშკის სართულები გადახურული ყოფილა, ახლა ჩქვეულია. ციხეს უკავია ნახევარი ჰექტარი ფართობი. აღმოსავლეთი ნაწილი ციხისა დანგრეუულია. შერჩენილია დასავლეთის მხარეზე მდებარე თავმორღვეული დიდი კოშკი. ციხე ძნელმისადგომია. გარშემო ღრმა ხევია. შესვლა შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, სადაც არის ეკლესია და ნასოფლარი. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ წირქვლის ციხის გალავანში აღმოჩენილია სამი ფრაგმენტი რელიეფური მოხაზულობისა. ერთზე გამოსახულია დანიელი ლომების ორმოში ხელაპყრობილი. ლომები დანიელის ხელებს პირით ეხებიან. ზემოთ, მათს თავზე, თითო მფრინავი ჩიტია გამოსახული. ნაკვეთებს შორის წარწერის ასოებია და სხვ. ეს ფრაგმენტები ძველია და VI საუკუნეს მიეკუთვნება. წირქვლის ციხიდან მოჩანს ქსნის პირას პატარა ეკლესია, რომელსაც ეწოდება წირქვლის თეთრი, წმ.გიორგი, სადაც ხატობა იცოდნენ აპრილში და სალოცავად მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან. ეკლესია არ არის ძველი და მნიშვნელოვანი.