topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

შუამთა (ძველი და ახალი) - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

შუამთა - ახალი და ძველი  (თელავის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ახალი შუამთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.87. - მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. ახალი შუამთა //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.284. - შუამთის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის შობის სახ.ეკლესიის, მრავალსართულიანი კოშკისა და სამრეკლოს აღწერილობა, ძეგლის დათარიღება. მოხსენიებულია ლევან კახთა მეფის მეუღლე თინათინი (მე-16 ს.).

2. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.127-130. ტექსტს ახლავს ფოტომასალა.

3. კერესელიძე ი. 26 ოქტომბერს 1860 წელს ს. რუისპირი //ცისკარი.-1861.-№ 8.-გვ.349-355.- ახალი შუამთის მონასტრის აშენების ისტორია. მოხსენიებულია ერეკლე მეორე.

4. ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი -თბ.,2002. - ბუკლეტი. XVI საუკუნის 50-იან წლებში კახეთის მეფის, ლევანისა და მისი მეუღლის თინათინის მიერ აგებული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრულუ დახასიათება, ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, მოხატულობა.ტექსტს ერთვის ფერადი ილუსტრაციები.

5. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.227-228. - ცნობები XVI საუკუნის ძეგლის-შუამთის შესახებ.

6. ახალი შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.171. - მონასტრის მოკლე არქიტექტურული ანალიზი.

7. ახალი შუამთა. შუამთა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.-თბ.,2005.-გვ.64-67. - ხალხური გადმოცემა ახალი შუამთის ეკლესიის აგების შესახებ; ძველი და ახალი შუამთის ეკლესიების მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენბეზე. დართულა ძეგლების ფოტოები.

8. ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსი //"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.13, ციცინათელა., თბილისი, 2006წ. გვ.118-121

9. შუამთა ძველი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1997.-გვ.50; გვ.271. - რიყის ქვით ნაგები სამი ეკლესიის (ბაზილიკა-V ს., მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია-VII ს., აგურით ნაგები ჯვარგუმბათოვანი ეკლესია-XV ს.)მოკლე ისტორია და არქიტექტურული აღწერილობა. მოხსენიებული არიან: მეფე ლეონ II და მისის მეუღლე, გურიელის ასული თინათინი (XVI ს.).

10. ძველი შუამთა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი.-ტფ.,1907.-გვ.270-272. - მონასტრის კედლებზე, კანკელსა და მუხის კარეზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი.

11. ძველი შუამთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.22;171. - მოკლე ცნობები ახალი და ძველი შუამთის ტაძრების შესახებ.მოცემულია ახალი შუამთის ეკლესიის ზომები, გეგმა ნ.სევეროვის ანაზომის მიხედვით და საილუსტრაციო მასალა (ტაბ.10,39; სურ.49-52).

12. ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი.- თბ., 2002.-13გვ. - ტაძრის მდებარეობა, დაარსების ისტორია; ხახულის ღვთისმშობლის ხატის შესახებ, მთავარი ტაძრის-ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოკლე აღწერილობა, ფრესკული ფერწერის ანალიზი. ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე. ახლავს ტაძრის, ხატებისა და სხვა სიძველეთა ფოტოები.

13. ალავერდის ეპარქია: შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.12-14. - მონასტრის დაარსება, მოკლე ისტორია, ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები, სიძველეები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: ტაძრის პირველი წინამძღვარი გაბრიელი (მაყაშვილი. XVI ს.), კირიონი (საძაგლიშვილი. შემდეგში კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II), ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე,1997 წ.), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. ტექსტს ახლავს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ფოტო.

14. ფეოდალური ეპოქია არქიტექტურა: ძველი შუამთა //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.45. - მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრის-ძველი შუამთის მოკლე აღწერილობა.

15. ძველი შუამთა //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.-ტფ.1936.-გვ.29. - ერთნავიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს სურ.6.

16. შუამთა ეკლესია ღვთისმშობლისა //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.136-145. - შუამთის ძეგლების წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული ანალიზი.

17. ბარამიძე რ. შუა მთის მონასტერი //ცნობის ფურცელი.-1899(15 ოქტ.).-N940.-გვ.3.

18. თელაველი კახეთი. შუა მთის მონასტერი და მისი დღეობა //ცნობის ფურცელი.-1898(1 ოქტ.).-N643.-გვ.2-3.

19. (პაატაშვილი ივანე) დიმიტრაშვილი. შუამთა (კახეთი) // ცნობის ფურცელი.-1902 (18 სექტ.).- N1928.- გვ.4. - ხახულის ღვთისმშობლის მონასტერი და მისის დღეობის შესახებ.

20. შუამთის ძველი ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. -თბ., 1983.-გვ.49. - მოკლე ცნობა ძველი შუამთის VII საუკუნის, ჯვრის ტიპის ეკლესიის გეგმასა და კონსტრუქციულ სტრუქტურაზე.

21. ტ.ა.ს. შუა-მთა //დროება.-1881(12 ივნ.).-N120.-გვ.1-2. - მონასტრის მდებარეობასა და მის დაარსებაზე.

22. ტ[არასი]ა[რქიმნადრიტი] უნაბი შუამთისა // საქართველოს სასულიერო მახარობელი.- 1864.-NIX.- გვ.77-78. - ძველი და ახალი შუამთის ეკლესიების მოკლე აღწერილობა.

23. შუა-მთა. მონასტრის დაარსება //მწყემსი.-1900.-N13-14.-გვ.11-13. - შუამთის ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის დაარსების, მდებარეობის, არქიტექტურის, მხატვრობისა და აქ დაცულ სიძველეთა შესახებ.

24. შუამთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.50-51. - სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობათა აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძველი შუამთის გუმბათოვანი ეკლესიის ფოტო.

25. ჭილაშვილი ი. კახეთის ქალაქები.-თბ.,1980.-გვ.206-211. - მიმოხილულია ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები. ახალი შუამთის მაშენებლად მოხსენიებულია კახეთის მეფის ლევანის მეუღლე -დედოფალი თინათინი.

26. ხელაევი მ. საისტორიო მასალა შუამთის მონასტერზე //მწყემსი.-1885.-N6.-გვ.9-11. - მონასტრის ისტორია, საეკლესიო ნივთებისა და ხელნაწერების აღწერილობა.

19. ხახულის მონასტერი //დროება.-1879(24 ოქტ.).-N219.-გვ.1-2. - ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წარწერებზე.

20. შუამთა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.314-316. - ახალი შუამთის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის კედლებზე, სვეტებსა და თაღებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერებისმ პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.

21. შუამთა //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.322-326. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, საკურთხეველში, კედლებსა და სამხრეთ სვეტზე არსებული ბერძნული წარწერების ანალიზი.

22. ძველი შუამთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ., 2003.- გვ.62. - მოკლე ცნობა არქიტექტურული ანსამბლის შესახებ ქართ. და ინგლ. ემნებზე. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.