topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

იდლეთი - "ჟღერს ქვის ჰარმონია"
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14. "ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.93 – 97

სოფელის იდლეთი კასპის რაიონში, მდინარე კავთურის მარჯვენა მხარეს, კასპიდან 10 კმ-ზე, კავთისხევიდან 5 კმ.-ზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე მდებარეობს. სოფლის განაპირას დგას VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ეკლესია მოცულობით მცირეა. გეგმით თავისუფალი ტიპის ნაგებობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით, კირის ხსნარით. საკურთხევლის აფსიდი და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათი მასიური და უხეშია. ძეგლის თავისებურებაა შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კუთხეებჩამოთლი კუბი (იდლეთის ეკლესია ამით განსხვავდება სხვა ქართული ძეგლებისაგან). შენობის მკლავები მოკლეა, გუმბათის ყელი - ფართო და მძიმეა, მორთულობა ძუნწი. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ ფართო სარკმელს თაღი გასდევს. დანარჩენი სამი სარკმელი ვიწრო და სწორკუთხოვანია. დასავლეთი სარკმელი დანაჩენებისგან თავისი წყობით გამოირჩევა, რაც ალბათ იმის მაჩვენებელია, რომ იგი გვიან არის რესტავრირებული. თავის დროზე ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, ახლა შელესილობაც და მხატვრობას ჩამოცვენილია და კედლები გაშიშვლებულია, თუმცა ალაგ ალაგ შერჩენილია ფრაგმენტები. დეკორატიული მორთულობა არა აქვს, სადაა: სახურავი დაზიანებულია; ალაგ - ალაგ შემორჩენილია დაბალი ქანობის კრამიტის სახურავი და სიბრტყეს შორის დასმული სადა, შედარებით კარგად დამუშავებული კარნიზი, რომელიც გამოირჩევა ეკლესიის საერთო კოლორიტისაგან - მწვანე ქვისგან არის ნაკეთები. აღმოსავლეთ ფასადის ერთ ერთ ქვაზე დაზიანებული წარწერაა. ეკლესიის ერთადერთი დეკორატიული მორთულობაა სამი სადა ჯვრის გამოსახულება გუმბათის ყელზე; ჯვრები მწვანე ქვაზეა ამოკვეთილი. ამჟამად მთელი ნაგებობა მიწაშია ჩაფლული 70 სმ-ზე. დასავლეთ მინაშენს ადგილობრივი მცხოვრებლები „საქალებოს“ უწოდებენ და სამეცნიერო ლიტერატურაშიც ამავე სახელით არის ცნობილი. მინაშენი გეგმაში სწორკუთხოვანია. მის სამხრეთ და ჩრდილოეთ კელდებში სამი წყვილი მასიური ბურჯი დგას და მათზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღია გადატყორცნილი. მინაშენი კედლების სიქე 90-95 სმ-ია (თვით ეკლესიის კედლებისა კი 60-75 სმ.). მინაშენი ბურჯები, საბჯენი თაღი და ზედ დაყრდნობილი ცილინდრული კამარაც ძალზე ტლანქია; როგორც ცანს, იგი გვიან უნდა იყოს მიშენებული, თუმცა ხუროთმოძღვარი მაინც ცდილა, ნაგებობა მთავარი ეკლესიის ფორმებისთვის დაემორჩილებინა. იდლეთის ეკლესიის ტიპი საქართველოში მრავლად გვხვდება. მაგალითად: მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესია, შიომღვიმის, სამწევრისის ეკლესიები. ეს ძეგლები არ არის ერთნაირი, თითოეულს თავისი ეპოქის დაღი აზის, მაგრამ  მათი სქემა მაინც მსგავსია. იდლეთის ეკლესიის თავისებურებაა ოთხკუთხა, დაბალი გუმბათის ყელი, რაც საქართველოში სხვაგან არსად გვხვდება. ჩევნში დიდი ყურადღება ექცეოდა გუმბათის პორპორციების ცვლად და გუმბათის ყელის წახნაგების რაოდენობას; საერთოდ, არქიტექტურაში გუმბათს გარკვეული მხატვრული დატვირთვა აქვს. ადრეულ კლასიკურ პერიოდში ეკლესიათა ინტერიერის სავრცის აღსაქმელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა  გუმბათს და მის მასათა გადანაწილებას; გუმბათის ირგვლის არის განაწილებული მთელი სივრცე (მცხეთის  ჯვარი, ატენი, სამწევრისი, ძველი შუამთა, მარტვილი და სხვ.) მომდევნო ხანაში კლასიკური პერიოდის სიმეტრიულობა შეიცვალა ასიმეტრიულობით, ფორმათა სიმშვიდე - მოძრაობით; გუმბათი  მაღლა აიტყორცნა, ხოლო მისი ყელი სარკმლებით დანაწევრდა; ოსტატი გუმბათის ყელს და თვით გუმბათს მაინც მაორგანიზებელ როლს აკისრებს. ამაზე მიგვანიშნებს იდლეთის  ეკლესიის გუმბათის საგანგებოდ ლამაზად გათლილი ქვა, მწვანე ფერი, თუმცა მისი ერთგვარი სიტლანქე და სიმძიმე აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას. ილედთის ეკლესიის ფასადები, როგორც უკვე ითქვა, სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ქვა დამუშავების თვალსაზრისით არაფრით არ   გამოირჩევა. ტაძრის ერთადერთი შესასვლელი დასავლეთ მხრიდან აქვს.კარის არქიტრავი თითწმის მთელ დასავლეთ მკლავზე გადაჭიმული თაროია ხაზგასმული. ჩრდილოთ და სამხრეთ ფასადებზე ეს მცირეოდენი დეკორატიული ელემენტიც უარყოფილია. ტაძრის შინაგანი სივრცის ათვისებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამ ერთადერთ კარს ენიჭება: ოსტატი დასავლეთ კარით მლოცველს უშუალოდ საკურთხევლისაკენ მიმართავს, ქმნის ჩაკეტილ სივრცეს, აღნიშნავს აღმოსაველთიდან დასავლეთისკენ გავლებულ „მხატვრულ ღერძს“. ამ ღერძის ათვისებას დასავლეთსი კარი კარნახობს. ძეგლის ფორმები, პროპორციები, შინაგანი სივრცის გადაწყვეტა მას აახლოებს მცხეთის მცირე, სამწევრისის, შიო მღვიმის ტაძრებთან. იდელთის ნათლისმცემლის ეკლესიას სპეციალისტები VI საუკუნით ათარიღებენ. ეკლესიაში დარცენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. მართალია, მხატვრობა ძალზე დაზიანებულია, მაგრამ იგი მაინც იძლევა საშუალებას აღდგეს მოხატულობის ძირიტადი სქემა და დადგინდეს მის იშემქნის დრო. გუმბათში გამოხატული იყო „ამაღლების“ კომპოზიცია, შემორჩენილია მოციქულთა ფიგურების ნაწილები გუმბათის ყელში. საკურთხევლსი კონქში წარმოდგენილი იყო „ვედრების“ კომპოზიცია. ამჟამად დარჩენილია ქრისტესა და ღავთისმშობლის ფიგურების ქვემო ნაწილები და ქერუბიმი, საკურთხევლის კედლებზე კი ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა გამოსახული. სხვა კომპოზიციებიდან ცოტა რამ არის შემორჩენილი. სამხრეთ მკლავში დაცული ფრაგმენტები, ალბათ,იოანე ნათლისმცემლის (რომლის სახელობაზეც არის აგებული ეკლესია) ცხოვრების ერთ ერთი სცენის ნაწილია. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში ჩანს წმინდამის მკრთალი ფიგურა. დასავლეთ მკლავის ცალკეული ფრაგმენტები თითქმის გამქრალია. როგორც  მკვლევარები ვარაუდობენ, გუმბათის ყელში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მოციქულთა ორ -ორი ფიგურა. გუმბათში სულ თორმეტი მოციქული იყო გამოსახული; მათ შორის არ ჩანს ღვთისმშობელი. შედარებით უკეთ არის დაცული ფოგურები ტრომპების ზედა სიბრტყეზე, თუმცა მთლიანად არც ერთი ფიგურა არ შემონახულა. საკმაოდ მაღალი და წვრილი ფიგუები მშვიდ პოზებშია გამოსახული. მკვეთრი ნახატი, ფორმის საბრტყობრივი დამუშავება და გრაფიკული ფერწერული მანერა ააახლოებს ამ ფიგურებს მაცხვარიშის (ზემო სვანეთის, მესტიის რაიონი)  და იკვის (ქართლი, კასპის რაიონი) ეკლესიების XII საუკუნის მხატვრობასთან. ფიგურები ფრონტალურად  დგანან, ნახატის კონტური მკაცრი და ჩაკეტილია. ჩაცმულობა (აცვიათ ფილონები) სადა და მკაცრი, ერთფეროვანი ნაოჭებით ხასიათდება, მხოლოდ ერთი ფილობია ჯვრებით შემკული; ნაკვთბი ჩამორეცხილია და მათზე რაიმეს თქმა შეუძლებელია. მოციქულთა შორის გამოსახულია ხეები. ფიგურების ფონი რუხია. საკურთხევლის კონქში მოჩანს ქრისტეს მარჯვენა ფეხი, მუხლს ქვემოთ. ქრისტეს აცვია რუხი ჰიმატიონი და მიხაკისფერი ქიტონი. ადრინდელი მხატვრობის (მაგალითად, ზემო კრიხის ან მაცხვრიშის) დამახასიათებლი სამოსელის მკვეთრი და მკაცრი ნახატი აქ ოდნავ შერბილებულია. საკურთხევლის სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით. შიგნითა, უფრო ფართო ზოლი გაფორმებულია ფაქიზი ნახჭით. სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე შემორჩენილი ფრესკის ნაშთ, როგორც ჩანს, „ჰეროდეს ნადიმის“ კომპოზიციის ფრაგმენტია. მოჩანს ტრაპეზის ნაწილი, ზედ ჭურჭელი დგას. ტრაპეზის უკან მამაკაცის ორი ფიგურაა გამსოახული. ერთი ყმაწვილია, რომელსაც ხელში დიდი ყანწი უჭირავს, მეორეც იმავე მდგომარეობაში უნდა იყოს გამსოახული. ორივეს ვიწრო სახელოებიანი, წელში გამოყვანილი სამოსელი აცვიათ, ტანსაცმელი ორნამენტებითაა შემკული. როგორც ჩანს, ამგვარი კოსტიუმები ტრადიციულია იმ დორისათვის (იგი იკვის მხატვრობაშიაც მეორდება) და საერო პირებისათის არის დამახასიათებლი. მას აუცილებლად რეალური კოსტიუმები უდევს საფუძვლად. რბილი, გრძელი ხაზებით არის აღნიშნული თმა. ამგვარად, იდლეთის ნათლისმცელის ეკლესიის ფრესკათა ფრაგმენტები უახლოვდება ქართული კედლის მხატვრობის ადრინდელ ძეგლთა გარკვეულ წრეს. რუხი და მოხაკისფერი კოლორიტი რბილის მონასმებით არის მიღწეული, რაც დამახასიათებელია სწორედ ადრეული ხანის მხატვრობისათვის. საკურთხეველში შესრულებული ორნამენტი ხასიათით მონუმენტურია, რაც ასევე ადრეულ ხანაზე მიუთითებს. ამრიგად, იდლეთის მხატვრობა XII საუკუნით უნდა დათარიღდეს. მხატვრობა, როგორც ჩანს, შეიქმნა ამ კუთხის ძეგლებთან (იკვი, ფავნისი, საორბისი) ერთდროულად. ეკლესიის ზომები დაახლოებით ასეთია: სიგრძე 7,2 მ., სიგანე - 7 მ, შიგნითა სიმაღლე - 7,2 მ.

ვახტანგ ცინცაძის მიხედვით ამირან ჩხარტიშვილი