There are no translations available.
<უკან დაბრუნება
დავით გარეჯი - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები. XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
დავით გარეჯის კომპლექსი:
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
1. დავითის ლავრა
2. დოდოს რქა
3. ნათლისმცემელი
4. ბერთუბანი
5. უდაბნო
6. ვერანგარეჯა
7. წამებული
8. ჩიჩხიტური
9. თეთრი სენაკები
10. მრავალწყარო
11. საბერეები
12. პირუკუღმარი
13. ქოლაგირი
14. დიდი ქვაბები
15. პატარა ქვაბები
16. სატორგე
17. ბერების სერი
18. შავი სენაკები
19. კოწახურა
20 ცხრაწყარო
21 შავი მინდორი
მადლობას ვუხდით ბ-ნ ლადო მირიანაშვილს დახმარებისთვის
გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/დავითგარეჯა
***********************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმი: გარეჯის კომპლექსი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 101-102, 114
აღსანიშნავია, რომ უცხოელთა ბატონობის მძიმე პერიოდშიც ქართული ხუროთმოძღვრება განაგრძობს განვითარებას და ინარჩუნებს თავის ეროვნულ სახეს. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ხელოვნებაში უკავია კლდეში ნაკვეთ კომპლექსებს, ქალაქებსა და მონასტრებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარეჯისა და ვარძიის ანსამბლებს...<<ტექსტი სრულად აქ..<<
***********************************************************************************
დავით - გარეჯა // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 168
გამოქვაბულ მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი. ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში. მდებარეობს თბილისის სამხრეთ - აღმოსავლეთით 60 - 70 კმ. მანძილზე, საგარეჯოს რაიონში, იმ მთების კალთებზე, რომლებიც ივრისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს. გადაჭიმულია დაახლ. 25 კილომეტრის მანძილზე. უძველესი მონასტერი - დავითის ლავრა - დაარსებული VI ს-ში, ერთ - ერთი ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ....<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ლადო მირიანაშვილი - ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა
ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ბატონიშვილი ვახუშტი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ წმ.დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი (ვახუშტი 1973: 332). რუსი მოგზაური ანდრეი მურავიოვი წერს, რომ ჩიჩხიტურში არაფერი შემორჩა კოშკისა და ორი ნახევრადჩამოქცეული ქვაბოვანი ეკლესიის გარდა, რომელთაგან მთავარი ეკლესია, ტრაპეზით, მოწამე წმ.იაკობ სპარსის სახელობისა იყო....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ლადო მირიანაშვილი // საქართველო–აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის გარეჯის მონაკვეთის ისტორია (ეს სტატია განსხვავებული სათაურით – „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“გამოქვეყნდა ჟურნალში "კავკასიოლოგიური ძიებანი №1, 2009, გვ. 493–501)
საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრების დადგენის აუცილებლობა დააყენა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან არის შეთანხმებული. დანარჩენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში რამდენიმე სადავო უბანია. 2007 წლის დასაწყისისთვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 310 კილომეტრი იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. ეს პროპორცია დღემდე დიდად არ შეცვლილა. ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ლადო მირიანაშილი - მრავალწყაროს მონასტერი 1995 წლის აგვისტოში მეცნიერების ფონდ "უდაბნოს" სამეცნიერო ექსპედიციის დროსაა აღმოჩენილი. წერილობითი წყაროებისათვის ეს მონასტერი უცნობია, ამიტომ სახელი ჩვენ შევურჩიეთ: ეს გარეჯში ერთადერთი მონასტერია, რომელიც მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. მრავალწყაროს ქვაბოვან მონასტერში კლდეში ნაკვეთი ხუთი ეკლესია შედის, რომელთაგან ორი გუმბათოვანია. ამათგან ერთს კონუსური, მეორეს კი სრულიად უნიკალური – სამი ცილინდრის მიმდევრობისაგან შედგენილი გუმბათი ადგას....<<ტექსტი სრულად აქ....<<
***********************************************************************************
სვიმონ გამსახურდია - კლდეში გამოკვეთილი ქართული ძეგლები // დროშა, თბ., 1957 წ., №10, გვ.19.
გამოქვაბულთა კლდეში გამოკვეთის სისტემა საქართველოს უძველესი ხანის ისტორიიდან არის ცნობილი. ისინი უშუალოდ საცხოვრებელი ადგილის ან დამხმარე ნაგებობების სახით წარმოგვიდგებიან და ხანდახან მთელ ქალაქად გვხვდება. ქართველ მემატიანეს, ლეონტი მროველს მოხრობილი აქვს კლდეეში გამოკვეთილი საცხოვრებლის არსებობის შესახებ უძველეს მცხეთაში. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში ”სარკინე მთის” მიდამოებში ანტიოქიიდან ჩამოსულ ბერს - შიოს კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული უპოვნია და შიგ დასადგურებულა...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ვ.ნიკოლაიშვილი - წყალმომარაგება დავით გარეჯის მონასტერში // მეცნიერება და ტექნიკა, 1964 წ., თბ., №8б გვ.32-33
ქართველ კაცს გამრჯეობა ძველთაგანვე სჩვევია მისი მადლიანი მარჯვენა აშენებდა ციხეებს და ქალაქებს, არხებსა და წყალსადენებს, მაგრამ მტერი როდი აცლიდა მშვიდობიანად ეშენებინა ქვეყანა. გამუდმებული ომებითა და თარეშით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ქვეყნის კულტურის გამომსახველი უმნიშვნელოვანესი ძეგლები...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
დოლიძე ვ. - დავით გარეჯის ერთი ხუროთმოძღვრული ძეგლის დათარიღებისათვის // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - 1950. - ტ.XI. - N9. - გვ.607-611.
”უდაბნოს” ქედის აღმოსავლეთ ბოლოში, სატრიანგულაციო წერტილიდან დასავლეთით დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე, მთის თხემზე აგებული ”აღდგომის” ეკლესია ([1], ტაბ.6). იგი გადაჰყურებს ფართოდ გადაშლილ გარეჯის შიშველ მთაგორაკიან უდაბნოს, რომელიც შორს სამხრეთ-დასავლეთით მტკვრის დაბლობს ერთვის...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
დ.გონაშვილი - ივრის ხეობაში //საბჭოთა ხელოვნება. - 1965. - N12. - გვ.49-54.
ორივე მადაზანა ერთმანეთის ახლო, ერთ პატარა ღელის გრძივში მდებარეობს; მათ შორის მანძილი კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს; ბუნება მწირი ერთფეროვანია, მცენარეულობით საგრძნობლად ღარიბი, იზრდება ძეძვი, ისიც აქა-იქ. მხოლოდ მღვიმეების მახლობლად ვხვდებით ბროწეულისა და ლეღვის რამდენიმე ძირს; საფიქრებელია აქ ოდესღაც სხვა ნარგავებიც იყო ხელოვნურად გაშენებული. ღელეში მეტწილად მწარე და მლაშე წყლებია; აქვე გამოდის სასმელი წყაროც, რომელსაც ადგილობრივი მწყემსები ბერების წყალს უწოდებენ, ღელე და სერების კალთები ადრე გაზაფხულიდან მწვანე მოლით იფარება. ურო ბალახის გარდა იზრება ავშანი და ყარაღანი - პირუტყვთა გემრიელი საჭმელი...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ლ.მირიანაშვილი - წერილობითი წყაროები ღირსი დოდო გარეჯელის წმიდა ნაწილების გადასვენების შესახებ
არქეოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება - სამარხთა არქეოლოგია, სხვადასხვა ეპოქაში არსებულ დაკრძალვის წესებსა და ტრადიციებს სწავლობს. ამ მიმართულებით მომუშავე არქეოლოგებს, გასაგებ მიზეზთა გამო, წმიდათა საფლავების გახსნა ძალზე იშვიათად უწევთ. ამიტომ, წმიდანის განსასვენებლის გახსნის პროცესის სანდო წერილობითი აღწერა მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. არაარქეოლოგიური მიზნით წმიდანის საფლავი იხსნება კურნებისათვის ან წმიდა ნაწილების სხვაგან გადასასვენებლად...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
შალვა ამირანაშვილი - დავით გარეჯის უდაბნოს ფრესკები //ძეგლის მეგობარი 1964 N1, გვ.11-14
ქართულ კედლის მხატვრობაში კლდეში ნაკვეთ სამონასტრო დანიშნულების შენობათა მოხატულობას სიუჟეტური შინაარსით, შესრულების მანერითა და მხატვრული სახით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტრადიციულ რელიგიურ თემებს ამ ჯგუფის ძეგლებში მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული ადგილი გააჩნია...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|